პატარა საძინებლისთვის 9-10 კვადრატული მეტრიც საკმარისია. ამ შემთხვევაში თქვენ გექნებათ ყველა საჭირო ნივთი და პირობა იმისთვის, რომ კომფორტულად გამოიძინოთ და ამასთანავე, ეს არ წაგართმევთ სახლის საერთო ფართობის ძვირფას კვადრატულ მეტრებს. რაც შეეხება დიზაინს, ამ მხრივ უფრო რთულად არის საქმე, ვინაიდან როგორც ცნობილია, მცირე ზომის სივრცეებში ბევრად მარტივია შეცდომის დაშვება. გახსოვდეთ, რომ პატარა საძინებელში არ ღირს ერთზე მეტი აქცენტ ფერის შერჩევა. საქმე იმაშია, რომ ამ ოთახში მთელ ყურადღებას ფარდები და საწოლის თეთრეული იქცევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერთან მიმართებაში გადატვირთული დიზაინის მქონე კედლები და ჭერი არც ისე კარგად გამოიყურება. ქვემოთ მოცემულ მაგალითებში ჩვენ ისეთი პროექტები შევკრიბეთ, რომელთა შემსრულებლებმაც ნამდვილად წარმატებით გაართვეს ამ ამოცანას თავი.