in

მისტერ Doodle-ს $1.5 მილიონის ღირებულების სახლი, რომელიც ნახატებით არის დაფარული

Banner M2
Banner M2

ბავშვობაში ალბათ მშობლები კედლებზე ხატვას გიკრძალავდნენ. სემ კოქსს ასეთი გამოცდილება არასოდეს ჰქონია. ცნობილმა, როგორც მისტერ Doodle (“Doodle” ითარგმნება, როგორც უაზრო, უშინაარსო ნახატი), კოქსმა ბოლო ორი წელი კენტში $1.5 მილიონის ღირებულების სახლის დუდლებით” დაფარვაში გაატარა. ყოველი სანტიმეტრი, ჭერიდან და კედლებიდან დაწყებული, ტოსტერით დამთავრებული, მონოქრომული, ხელით დახატული, მულტფილმის სტილის ნახატებით არის გაფორმებული. ეს ხანგრძლივი პროცესი სემმა საძინებლის მოხატვით დაიწყო. თავისი უნიკალური სახლის შესახებ მოკლე რეპორტაჟში, სემმა BBC Breakfast-თან განაცხადა: „ამ ოთახში გაღვიძება ჩემთვის ერთგვარი სამოთხეა“.

საძინებლის გაფორმების შემდეგ ის სახლის დანარჩენ ნაწილებზე გადავიდა. სამზარეულოში, ღუმელიც კი მთლიანად ნახატებით არის დაფარული და სემი აღიარებს, რომ ამან, შესაძლოა, მოწყობილობა გამოუსადეგარი გახადა.

მისტერ Doodle-ს თქმით, ეს პროექტი მისი „საუკეთესო ნამუშევარია“. ინსტაგრამის პოსტის აღწერაში მხატვარმა დაწერა, რომ სამუშაოს განსახორციელებლად 900 ლიტრი თეთრი საღებავი, 401 ქილა შავი სპრეის საღებავი ექსტერიერისთვის, 286 ბოთლი შავი სახატავი საღებავი ინტერიერისთვის და 2,296 ფუნჯის თავი დასჭირდა. „მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს, რადგან მას შემდეგ, რაც ბავშვობაში ჩემი საძინებლის კედლების მოხატვის ნება მომცეს, მინდოდა მეცხოვრა ისეთ სახლში, რომელიც მთლიანად ჩემი შექმნილი პერსონაჟებით იქნებოდა დაფარული“ – წერს ის კიდევ ერთი პოსტში.

მისტერ Doddle-მა, სახვითი ხელოვნების სამყაროში აჟიოტაჟი გამოიწვია მაშინ, როდესაც მისი ერთი შეხედვით სახუმარო ნამუშევრები აუქციონებზე რეალურზე გაცილებით მაღალ ფასებად გაიყიდა. 2020 წელს 40 წლამდე მხატვრებში ის აუქციონზე მეხუთე ყველაზე წარმატებული ხელოვანი იყო. ბევრი ადამიანი მისი განსაკუთრებული მიღწევების ძირითად ელემენტებად ჭკვიანურ ბრენდინგსა და სოციალური მედიის ძალას მიიჩნევს. ამასთან, რა თქმა უნდა, მისი ენთუზიაზმის უარყოფა შეუძლებელია.

საქართველოს უნივერსიტეტის სივრცის რედიზაინი ქართველი სტუდენტური ჯგუფის შესრულებით

თანამედროვე ბინა ჭავჭავაძის გამზირზე – Design Avenue-ს ნამუშევარი