in

ლურჯი ინტერიერში – როგორ შევარჩიოთ სწორი ელფერი

გსურთ გააფორმოთ ინტერიერი ზღვის ღრმა ფერების ან გამჭვირვალე ზეციური ტონების გამოყენებით? ამ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ლურჯი ელფერი.

ინტერესი ისეთი ცოცხალი და მრავალმხრივი ფერების მიმართ, როგორიც ლურჯია, კვლავ იზრდება. თუმცა, ლურჯი პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია და სწორი ელფერის შერჩევა არც ისე ადვილია. დღეს კი გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც ამ ამოცანას ცოტათი გაგიმარტივებთ.

თბილი თუ ცივი?

ლურჯის ნებისმიერ ელფერს დამამშვიდებელი ეფექტი გააჩნია, თუმცა მისი თბილი ტონები სახლში უფრო მყუდრო ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს, ხოლო ცივი ელფერები ინტერიერს „აახალგაზრდავებს“ და სივრცეს ჰაერით ავსებს.

სწორად შეუხამეთ ლურჯი სხვა ფერს

ლურჯი სხვა ფერებს ადვილად ერწყმის. ყველაზე გავრცელებული ვარიანტი, რომელიც კლასიკად იქცა, არის ლურჯისა და თეთრის კომბინაცია. ღია ფერის ავეჯი ულტრამარინის, ცისფერი ან ლურჯი ფერის კედლების ფონზე გამორჩეულად გამოიყურება. მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ლურჯი ასევე შესანიშნავია “total look”-ისთვის – ეს არის ტექნიკა, რომელიც ერთი ფერის გამოყენებას გულისხმობს.

გაითვალისწინეთ განათება

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფანჯრების ადგილმდებარეობა ინტერიერში ფერის აღქმაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. თუ სამხრეთისკენ მიმართული ოთახის გადაღებვას აპირებთ, გახსოვდეთ, რომ მზის სხივებით განათებულ სივრცეში ფერები უფრო კაშკაშა ჩანს, ხოლო მუქ ოთახებში – უფრო ღრმა და მდიდარი. გარდა ამისა, შუქზე ფირუზისფერი ტონები კიდევ უფრო მწვანე ელფერს იძენს. ჩრდილოეთისკენ მიმართულ ოთახში კი, შესაძლოა, ლურჯი ფერი იისფერში გადაიზარდოს.

შეღებვას ნუ იჩქარებთ

მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ იდეალური ელფერი იპოვეთ, ფუნჯის აღებას ნუ იჩქარებთ. კედელზე საღებავის გამოცდის გარეშე შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ როგორი იერსახე ექნება ოთახს. შეღებეთ კედლის მცირე ნაწილი, რათა თქვენი ახალი ინტერიერის შესახებ შთაბეჭდილება შეგექმნათ.

ქვემოთ მოცემულია ლურჯის ტონები, რომლებიც ჩვენ განსაკუთრებით გვხიბლავს:

 

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

Barcelona Design – დიზაინის პიონერი ესპანეთში

MJA Studio-ის პროექტით შექმნილი სახლი, რომელიც გარემოს ჰარმონიულად ერწყმის