in

ოფისი მონასტრის ძველ შენობაში – დევიდ ჩიპერფილდის ახალი პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ინგლისელი არქიტექტორის, სირ დევიდ ჩიპერფილდის სტუდიამ – david chipperfield architects – ძველი მონასტრის შენობა, რომელიც მას მერე საავადმყოფოდაც ფუნქციონირებდა, საოჯახო კომპანიის ოფისად გადააკეთა.

დევიდ ჩიპერფილდი ცნობილია თავისი თანამედროვე, მინიმალისტური პროექტებით. საკუთარი სტუდიის დაარსებდამდე ის მუშაობდა ცნობილ არქიტექტორებთან – რიჩარდ როჯერსთან (Richard Rogers) და ნორმან ფოსტერთან (Norman Foster). 15 წლის მანძილზე მისი 7 შენობა იყო წარდგენილი RIBA-ს არქიტექტურულ ჯილდოზე, სადაც 2011 წელს გამარჯვებაც მოიპოვა.

ეკლსია მე-17 საუკუნეში პადერბორნში აშენდა და მისი უმეტესი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანდა, ამიტომ კომპლექსი რამდენჯერმე გადაკეთდა. არქიტექტურული ოფისის ერთერთი მთავარი ჩანაფიქრი სწორედ ის იყო, რომ მოეშორებინათ ომის შემდგომი ცვლილებები შენობისთვის და მისი პირვანდელი სახე მაქსიმალურად წარმოეჩინათ. კომპლექსის უმეტეს ნაწილზე ეს მოხერხდა და სამლოცველო, მონასტერი და სარდაფი გარდაიქმნა Jacoby Studio-ს ოფისად.

“ძველი შენობის ფასეულობების ფესვებში და თავის კომპლექსურ კონტექსტში, საოფისე შენობა ახალ ურბანულ სივრცეს ქმნის ისტორიული ფრაგმენტებისგან” – დევიდ ჩიპერფილდი. ამ პროექტში ბევრი სხვადასხვა პრაქტიკა ერთიანდება – ისტორიული ნაგებობის რეინტერპრეტაცია, ლანდშაფტის დიზაინი და არქიტექტურა.

პროექტზე სტუდია 2014 წლიდან მუშაობს, მისი მშენებლობა კი 2017 წელს დაიწყო. საოფისე შენობის საერთო ფართობი 12 500 კვადრატული მეტრია.

შენობის ეზოს და ლანდშაფტის დიზაინზე  wirtz international-მა იმუშავა.

 

ბინა თბილისში ვარდისფერი სამზარეულოს ავეჯით

განათება როგორც არქიტექტურისა და დიზაინის ელემენტი