in

ახალი მწვანე ცათამბჯენი ტოკიოში – Ingenhoven Architects-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

Toranomon Hills Tower-ის – ტოკიოს ყველაზე მაღალი შენობის ორივე მხარეს გერმანული სტუდია Ingenhoven Architects-ის მიერ აშენებული ესთეტიკურად მსგავსი ცათამბჯენია განლაგებული, რომელთა საწყისი რამდენიმე სართული, გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე, გამწვანებულია. უფრო მაღალი – 220 მეტრი სიმაღლის – 54 სართულიანი საცხოვრებელი ბინაა; ხოლო მეორე – 185 მეტრი სიმაღლის – 36 სართულიანი საოფისე ფართს მოიცავს. საერთო ჯამში, საცხოვრებელი ცათამბჯენი – ყველაზე მაღალი იაპონიაში – 550 საცხოვრებელ ერთეულს, სპას, აუზს, ფიტნეს ცენტრს და ბავშვთა მოვლის ობიექტს აერთიანებს.

Ingenhoven Architects-მა ქვედა სართულებზე ტერასების სერია დააპროექტა. თითოეული ცათამბჯენის ძირი, რომელიც 154 ხეს მოიცავს, მიმდებარე სიმწვანით არის შთაგონებული. ორი ცათამბჯენი დაკავშირებულია ხიდებით, რათა გამწვანებული პირველი სართულის პოდიუმი შეიქმნას.

Ingenhoven Architects-ის წარმომადგენლები ამბობენ: „ყოველ ზედაპირზე, რომელსაც ვიყენებთ მშენებლობისთვის, გარემოს ვაზიანებთ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დახვეწილია ჩვენი შენობები. ქალაქში მეტი გამწვანება კლიმატის ცვლილების შესამცირებლად გადამწყვეტი ფაქტორია. მწვანე სახურავები და ფასადები ჩვენი ქალაქების მიკროკლიმატს აუმჯობესებს, მხარს უჭერს ბიომრავალფეროვნებას და ჩვენს საერთო კეთილდღეობას ზრდის”.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

კორპი – ბუნებრივი მასალა ინტერიერის დიზაინისთვის

ფერადი ბინა დადიანის ქუჩაზე – დაკო ბახტურიძის ინტერიერი