სკანდინავიური დიზაინისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე და სისადავე ამ სტილის ბუხრებშიც აისახება. ტრადიციული ხის ბუხარი ის ცენტრალური ელემენტია, რაც თითქმის ყველა სკანდინავიურ სახლში შეგხვდებათ, ვინაიდან მკაცრი კლიმატის გათვალისწინებით, ჩრდილოეთ კულტურებში ბუხრის არსებობა ოდითგანვე აუცილებლად მიაჩნდათ. სკანდინავიური სტილის ბუხრები საკმაოდ განსხვავდება კლასიკური ვარიანტისგან (რომელიც კედელში შეჭრილი ჩარჩოს ფორმით არის ძირითადად წარმოდგენილი) და ის სრულიად განსაკუთრებულ გარემოს ქმნის ინტერიერში. ამაში ქვემოთ მოცემული მაგალითები დაგარწმუნებთ.