ჩრდილოეთ შვედეთში, Edsåsdalen-ის სათხილამურო კურორტზე, Åre-ს მახლობლად, სადაც ლანდშაფტი წელიწადის გრძელი, ცივი თვეების განმავლობაში თოვლის სქელ საბნებში ეხვევა, ეს პატარა სახლი კომფორტული თავშესაფარია.
კონსტრუქციას სამკუთხა ფორმა აქვს, რაც სახურავიდან თოვლის ადვილად გადმოყრას უწყობს ხელს.
პირველ სართულზე განლაგებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო, სასადილო ოთახი, საძინებელი და მომსახურების სივრცეები, მათ შორის სათხილამურო სათავსოები და საუნა. ზედა სართულზე არის ორი ლუქსი — თითო ხუთი საწოლით და საერთო სივრცით.
დიდი ფანჯრებიდან თვალწარმტაცი ხედი იშლება დაიქმნება შეგრძნება, რომ გარემოსა და სახლის ინტერიერს შორის საზღვრები არ არსებობს.
ხის, როგორც მოსაპირკეთებელი მასალის დომინანტური გამოყენება, შეკვეთით დამზადებული ავეჯი და ბუხარი სახლში განსაკუთრებით მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.
სახლის არქიტექტურა, რომლის ძირითადი ფორმები მთის პატარა მწვერვალს მოგვაგონებს, გარემოს იდეალურად შეესაბამება.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”