ახალი შენობა ოჯახისთვის მთელ რიგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რათა მასში ცხოვრება კომფორტული და უსაფრთხო იყოს როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. დღეს შემოგთავაზებთ 7 ძირითად პუნქტს, რომელსაც ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ.
1. დახურული დაცული ტერიტორია
ახალი საოჯახო კორპუსი, პირველ რიგში, უსაფრთხო ეზოს უნდა მოიცავდეს. იქ უცნობებს არ შეხვდებით და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ მაშინ, როდესაც თქვენი შვილი ეზოში თამაშობს.
დახურული ეზოები ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება, მათი ტერიტორია შემოღობილია, გამოყოფილია ქუჩისგან. თქვენ შეგიძლიათ დახურულ ეზოში მაგნიტური გასაღების, ბიომეტრიული ან სხვა ინდივიდუალური წვდომის სისტემების გამოყენებით შეხვიდეთ.
დიდი პლუსი იქნება ეზოში 24-საათიანი ვიდეოთვალთვალის სისტემის არსებობა. ეს დამატებითი უსაფრთხოების შესაძლებლობას შექმნის.
მასობრივი სეგმენტის ახალ შენობებში ეზოს კამერები, როგორც წესი, უახლოეს პოლიციის განყოფილებას უკავშირდება. უფრო მაღალი კლასის კომპლექსებში ადგილობრივი დაცვის სამსახურიც არსებობს. მისი რეაგირება უფრო სწრაფი იქნება, მაგრამ ეს ვარიანტი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
2. ეზოები მანქანების გარეშე
როცა ახალი შენობის ტერიტორიაზე მანქანები თავისუფლად მოძრაობენ, უსაფრთხოებაზე საუბარი რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. გარდა ამისა, ეზოებში მანქანები დიდ ხმაურს იწვევს, ტროტუარებს ბლოკავს და ჰაერს აბინძურებს.
კონცეფცია „ეზო მანქანების გარეშე“ გულისხმობს ახალი შენობის შიდა ტერიტორიაზე მანქანების არარსებობას — ყველა სავალი ნაწილი და პარკინგი გატანილია ეზოდან, რითაც მისი გამოსაყენებელი ფართობი და უსაფრთხოება იზრდება. ეზოში შესვლა მხოლოდ სპეცტექნიკას შეუძლია — სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარება, მეხანძრეები და ა.შ.
3. საკუთარი საბავშვო ბაღი და სკოლა
ახალ კორპუსში სოციალური ინფრასტრუქტურა უპირატესობაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახებისთვის. საცხოვრებელ კომპლექსში არსებული სკოლა და საბავშვო ბაღი მშობლებისთვის მოსახერხებელია, რადგან ისინი სახლთან ახლოს მდებარეობს. თქვენ შეგიძლიათ იქ მარტივად მიხვიდეთ ან მისცეთ ბავშვს მარტო წასვლის უფლება, თუ ის ამისთვის საკმარისად დიდია.
დეველოპერული კომპანიები საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობას ითვალისწინებენ ფართომასშტაბიან პროექტებში, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობაა და რაიონის ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის.
უსაფრთხოების მიზნით, ამ სკოლებისა და საბავშვო ბაღების ტერიტორია, როგორც წესი, ბადისებრი ან ფოლადის ღობით არის შემოღობილი. შიდა ტერიტორიაზე გათვალისწინებულია კეთილმოწყობა და გამწვანება, განლაგებულია საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე ბავშვების განვითარების სხვა ობიექტები, მაგალითად, მინი ბაღები.
4. თანამედროვე სათამაშო მოედნები
სათამაშო მოედნის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა, არა მხოლოდ იმოძრაოს და ითამაშოს მოცემული სცენარის მიხედვით, არამედ სრულად განვითარდეს — ექსპერიმენტები ჩაატაროს, ისწავლოს კომუნიკაცია, განავითაროს მოძრაობის მარტივი და რთული უნარები.
თანამედროვე სათამაშო მოედანს შემდეგი თვისებები უნდა ახასიათებდეს:
- უსაფრთხოება;
- ფუნქციურობა;
- ეკოლოგიური სისუფთავე;
კარგი სათამაშო მოედანი უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ სასრიალოებსა და საქანელებს, არამედ სხვა საგანმანათლებლო ობიექტებსაც. ასაკობრივი ზონირება მნიშვნელოვანია. თუ სათამაშო სივრცე დაყოფილია ზონებად აქტიური და მშვიდი თამაშებისთვის, ეს ასევე პლუსია.
5. საბავშვო ეტლების შესანახი ოთახი
ცალკე ოთახი ან ფამოყოფილი სივრცე შესასვლელში, სადაც ახალგაზრდა დედებს საბავშვო ეტლების დატოვება შეუძლიათ, თავისთავად, სახლის ყიდვისას გადამწყვეტი ფაქტორი არ არის, მაგრამ ეს არის კომფორტის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც ოჯახები ხშირად არ აფასებენ.
ასეთი სივრცე ოჯახს ბევრი უპირატესობით უზრუნველყოფს:
- არ არის საჭირო ეტლის ყოველდღე სახლში ატანა, შეგიძლიათ ის პირველ სართულზე დატოვოთ — სულ მცირე, ეს დროისა და ძალისხმევის დაზოგვაა;
- აქ ასევე შეგიძლიათ ბავშვთა და ზრდასრულთა ველოსიპედები, ციგები და სხვა სპორტული ინვენტარი შეინახოთ;
ამ ოთახის შესასვლელი საცხოვრებელი განყოფილების შიგნით არის, რომელზე წვდომაც მხოლოდ მაცხოვრებლებს აქვთ, ასე რომ, უსაფრთხოებაზე ღელვა არ მოგიწევთ. ხშირად ეს სივრცე დამატებით იკეტება და გასაღებები ნაწილდება იმ ოჯახებზე, ვინც მას იყენებს.
6. სივრცე სეირნობისა და დასვენებისთვის
ახალ საოჯახო კომპლექსში უნდა იყოს ადგილი ოჯახური დასვენებისთვის, სეირნობისთვის და არა მხოლოდ მოასფალტებული ბილიკი ეზოში რამდენიმე სკამით.
ნებისმიერი დონის ახალ შენობასთან, სპორტული მოედნებისგან და სხვა ხმაურიანი ადგილებისგან მოშორებით სასეირნოდ მცირე სივრცე მაინც უნდა იყოს გამოყოფილი. მცირეწლოვანი ბავშვების ახალგაზრდა დედებისთვის მნიშვნელოვანია კომფორტული და ფართო სასეირნო ზონები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეტლით შემობრუნება შეუძლებელი იქნება.
7. ტერიტორიის გამწვანება
ეზოს გამწვანება საოჯახო ახალი შენობის კეთილმოწყობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ეკოლოგიის დონეზე პირდაპირ აისახება.
საცხოვრებელ კომპლექსში საკმარისი რაოდენობის ხეები და ბუჩქები უნდა იყოს დარგული — უმჯობესია ეს იყოს უკვე მომწიფებული მცენარეები და არა ნერგები, რათა მათ გაზრდამდე წლობით ლოდინი არ გახდეს საჭირო.
ფოთლოვანი ხეები ეზოს ჩრდილით უზრუნველყოფს, იზიდავს ქუჩის მტვერს და ხმაურის დონეს ამცირებს. წიწვოვანი მცენარეები ბუნებრივი ფიტონციდებია — ისინი გამოყოფს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს კლავს. წიწვოვანი ეთერზეთები კარგია ნერვული სისტემისთვის და ასტიმულირებს ადამიანის ორგანიზმში ენდორფინის გამომუშავებას, რაც, თავის მხრივ, განწყობას აუმჯობესებს.
ბუჩქები და ყვავილები ასრულებს დეკორატიულ ფუნქციას და ფარავს ღია გრუნტს — მტვრის ერთ-ერთ მთავარ წყაროს ქალაქებში. შიშველი მიწა უნდა დაიფაროს გაზონით ან ხრეშით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარი თქვენს საცხოვრებელ გარემოს დააბინძურებს.
რომელი ახლად აშენებული კომპლექსი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს თბილისში?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დედაქალაქში მშენებლობის პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, არავისთვის არის საიდუმლო, რომ ხარისხიანი საცხოვრებელი სივრცის მოძიება არც ისე მარტივია. განსაკუთრებით რთულია ისეთი კომპლექსების მოძიება, რომელთაც გააჩნიათ შემოსაზღვრული, ტერიტორია, დაცული შიდა ეზო, მოსახერხებელი საპარკინგე ზონა და გამწვანება. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ნამაი ვაკეს პრემიუმ კლასის კომპლექსი, რომელიც ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს. ეს არის ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პირველი პროექტი საქართველოში, რომლის მშენებლობაც სულ რამდენიმე თვის წინ დასრულდა. კომპლექსი სრულად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აგებული, რაზეც ისეთი დეტალები მეტყველებს, როგორიცაა მაღალხარისხიანი ეკომასალები, პროგრესული საინჟინრო და არქიტექტურული გადაწყვეტები, მაღალი ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება.