სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორსა და მწარმოებელ კომპანიას „ნოვა“ 16 წელი შეუსრულდა. კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც ამ თარიღის განსაკუთრებულად აღნიშვნას გეგმავს, რაც პირველ რიგში, მომხმარებლების დასაჩუქრებას გულისხმობს.
„ნოვას“ დაბადების დღე ოთხ დღეს გასტანს და ის ხვალ, 5 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დღეებში მის ნებისმიერ მეგაცენტრში მისული მომხმარებლები 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. მათ დახვდებათ გათამაშებაც, რომელში ჩართვის შემთხვევაში, მრავალფეროვან პრიზებს მიიღებენ.
გააგორე და მოიგე – ასე ჰქვია გათამაშებას. მისი წესები კი მარტივია: მომხმარებელი გააგორებს კამათელს და მოიგებს 50, 100 ან 300 ლარიან ვაუჩერს, ელექტრო ბურღს, ხრახნდამჭერს, ხელსაწყოების ნაკრებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, საბითუმო ფასდაკლებას წლის ბოლომდე ან „16 წამს ნოვაში“, რა დროშიც მას შეეძლება ამოარჩიოს ნებისმიერი ნივთი და მიიღო ის სრულიად უფასოდ. კამათლის გაგორება შესაძლებელია დღეში ერთხელ, 300 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში.
მათ, ვისაც შოურუმებში სტუმრობას ვერ შეძლებენ, გული არ უნდა დაწყდეთ, ვინაიდან 5, 6, 7 და 8 ნოემბერს 30%-მდე ფასდაკლება „ნოვას“ ონლაინ მაღაზიაშიც გავრცელდება. ამასთან ერთად, 100 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში, მომხმარებლები თანხის 16% ვაუჩერის სახით უკან დაიბრუნებენ. აქციით სარგებლობა დღეში ერთხელ იქნება შესაძლებელი, ხოლო ვაუჩერის სახით დაბრუნდება მაქსიმუმ 300 ლარი.
შეგახსენებთ, რომ „ნოვამ“ 2006 წელს დაიწყო საქმიანობა, რაც სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტსა და რეალიზაციას მოიცავდა. 2011 წლიდან მან საკუთარი წარმოების ხაზი შექმნა და დღეს ის საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიან წარმოებას ფლობს. „ნოვა“ რამდენიმე ასეულ ქართულ პროდუქტს ქმნის, მომავალი წლიდან კი ახალი მიმართულებების დამატებასაც გეგმავს.
მისი მეგაცენტრები წარმოდგენილია საქართველოს 7 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავში, მარნეულსა და ხაშურში.
[R]