in

კიმ კარდაშიანმა მინიმალისტური სტილის პროდუქტის დიზაინი შექმნა

კიმ კარდაშიანის კანის მოვლის ბრენდმა Skkn გამოუშვა Home Accessories Collection, ხუთი ნაწილისგან შემდგარი, საყოფაცხოვრებო ნივთების კოლექცია, რომელიც შექმნილია „კარდაშიანის სახლის დამამშვიდებელი ესთეტიკური და ნეიტრალური ფერის პალიტრის“ მიბაძვით.

ეს არის ამერიკული რეალითი შოუს წარმომადგენლის, კიმ კარდაშიანის პირველი საყოფაცხოვრებო ნივთების კოლექცია, რომელიც მთლიანად დამზადებულია ბეტონისგან და განკუთვნილია აბაზანაში გამოსაყენებლად.

„თითოეული დეკორატიული დეტალი  დამზადებულია ხელით ჩამოსხმული ბეტონისგან და გაჟღენთილია მინიმალისტური დიზაინით, რომელიც  კარდაშიანის სახლის დამამშვიდებელ ესთეტიკურ და ნეიტრალურ ფერთა პალიტრას ჰბაძავს,” – აცხადებენ ბრენდის წარმომადგენლები.

კარდაშიანის შეფასებით, კოლექცია, რომელიც მოიცავს სააბაზანოსთვის განკუთვნილ დაფას, სფეროს ფორმის შესანახ კონტეინერს, ქსოვილის ყუთს, ნარჩენების კალათასა და კოლოფს თავსახურით, არის “თანამედროვე, მინიმალისტური ელეგანტურობა”.

კოლექცია შეიქმნა დიზაინერების Axel Vervoordt-ისა და Vincent Van Duysen-ის მიერ შემუშავებული კალიფორნიის სახლის პროექტში დამატებების შესატანად, სადაც მეტწილად რბილი, კრემისფერი, მომრგვალებული ავეჯი ჭარბობს.

 

ყველა ქვის პროდუქტი გვხდება ნაცრისფერ ფერთა ჩრდილებში, რომელიც კარდიშიანის ხელწერიდან იღებს სათავეს – ესაა ნეიტრალური ნაცრისფრისა და კრემისფრის ფერთა პალატა, რომელსაც “greige”-თიც მოიხსენიებენ ხოლმე და რომელიც სელებრითმა როგორც თავისი სახლის, ასევე ტანსაცმლის კოლექციისთვის გამოიყენა.

მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია გახლავთ ცნობილი რეალითი შოუს (Keeping Up With The Kardashians) მონაწილის, კიმ კარდაშიანის პირველი საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, კიმითვის არ არის უცხო პროდუქტის დიზაინით დაინტერესება. ის ხშირად აღნიშნავს თავის დამოკიდებულებასა და სიყვარულს ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის მიმართ.

როგორც კიმ კარდაშიანი განმარტავს, ის კარგი აბაზანის აქსესუარების სიმცირეს განიცდიდა და სწორედ ეს გახდა კოლექციის შექმნის მთავარი ფაქტორი.

შეგახსენებთ, რომ კარდაშიანმა საკუთარი კანის მოვლის ბრენდი –  Skkn ამ ზაფხულს გამოუშვა. 2019 წელს კი ტანსაცმლის ხაზი Skims-ს შექმნა, რომელმაც ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ადაპტირებული კოლექცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ბრენდმა მაღაზია გასული წლის ოქტომბერში გახსნა და მისი ინტერიერის დიზაინზე Willo Perron-მ იმუშავა.

„ნოვა“ 16 წლისაა – აღნიშნე და მიიღე საჩუქრები

Hygge, Lagom და Sisu ანუ როგორ იცვლება სკანდინავიური დიზაინი