Valle Santana არის პროექტი, რომელიც მიმდებარე გარემოსთან საგულდაგულოდ არის შერწყმული. ერთ-ერთი არსებული ხე შიდა ეზოს ცენტრს წარმოადგენს, რომლის ირგვლივაც წარმოიქმნება სახლის სოციალური სივრცე.
სახლი შიშველი ხის კონსტრუქციას ეფუძნება. ხის დახრილი სახურავი როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში, განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის. პროექტში ხესთან ერთად სხვა ადგილობრივი მასალებია ინტეგრირებული.
სახლი შედგება სოციალური ზონისგან, რომელიც წარმოადგენს მრავალფუნქციურ სივრცეს — მოიცავს მისაღებ ოთახს, სასადილო ოთახს და სამზარეულოს. ამ სივრციდან შესაძლებელია ტერასაზე გასვლა, სადაც წყლის ანარეკლი და ჯაკუზი ბუნებასთან ერთად, ინტერიერითა და ექსტერიერით ტკბობის საშუალებას გაძლევთ.
პრივატული სივრცე, კაბინეტი და სამი საძინებელი დაკავშირებულია დერეფნებით, რომლებშიც სხვადასხვა განათების ეფექტები, ტექსტურები და პეიზაჟები გვხვდება. კაბინეტი არის სივრცე ტელევიზორის საყურებლად, კითხვისა და მუშაობისთვის, ზოგჯერ კი სტუმრების მისაღებად. თითოეულ საძინებელს აქვს გარდერობი, სააბაზანო და დაფარული ტერასა, რომლიდანაც ტყის შესანიშნავი ხედები იშლება. ადგილზე წარმოებული ავეჯი, ხის სტრუქტურა და ინტერიერის ქვით მოპირკეთება განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს.
ამ პროექტის განუყოფელი ნაწილია ლანდშაფტის დიზაინი, რომელიც რეგიონის მცენარეული პალიტრის მეშვეობით შენობასა და მიმდებარე ბუნებას შორის, გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს. ეს სახლის გარემოსთან ინტეგრაციის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”