in

კომპანია “გაბილდი” ბრენდ Steel Line-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

კომპანია  „გაბილდი“ გახდა ბელორუსული ბრენდის, Steel Line-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ეს სიახლე წერეთლის 115ა-ში მდებარე შოურუმის მე-3 სართულზე ბრენდ სექციის გახსნით აღნიშნა. Steel Line არის ლითონის კარის N1 მწარმოებელი ბელარუსში 25 წლიანი გამოცდილებით და მისი პროდუქცია მსოფლიოს 18 ქვეყანაში იყიდება.

Steel Line – პროდუქციის განსაკუთრებულობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:

  1. კარის ვიზუალური მხარე – კომპანია სხვადასხვა ფერისა და დიზაინის კარების მრავალფეროვან არჩევნს გვთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, კარები განსხვავებული ტიპის ინტერიერს და ექსტერიერს  შეუხამოს და მისთვის სასურველი პროდუქტი შეარჩიოს.
  2. ენერგო ეფექტურობა – პროდუქტი გამოირჩევა ხმისა და თბოიზოლაციის მაღალი ხარისხით, რასაც განაპირობებს ჩარჩოსა და კარებს შორის არსებული რამდენიმე დონიანი შემამჭიდროებლები და ასევე მაღალი ხარისხის ფურნიტურა.
  3. Steel Line-ის ლითონის კარებს გააჩნიათ გაღების ინოვაციური, ე.წ Smart Lock- სისტემა. ამ ტიპის კარის გაღება 4 საშუალებით შეიძლება – თითის ანაბეჭდით, კოდით, ბარათითა და გასაღებით.

ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები პროდუქციის უნიკალურობას უსვამს ხაზს.  Steel Line-ის პროდუქტის ნახვა და შეძენა თბილისში შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: ვ.ბაგრატიონის N5  და ა.წერეთლის N115 ა. ამას გარდა, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს “გაბილდის” ვებგვერდით და სასურველი კარი დისტანციურად შეუკვეთოს.

[R]

სოციალური კონცეფციის მაღაზიის დიზაინ პროექტი – თაკო უნდილაშვილის ნამუშევარი

7 იდეა სამზარეულოში სასაუზმე კუთხის მოსაწყობად