in

#რაშენდება: ბუტიკური ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი ბაკურიანში “ალიზისგან”

ალიზი ბაკურიანი დაბა ბაკურიანში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსია. პროექტის განხორციელება 2022 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება.

კომპანიის პროფილი:

ალიზი დეველოპმენტი 2019 წელს დაარსდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანი თითოეული მომხმარებლისთვის უახლესი არქიტექტურული სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ბედნიერი გარემოს შექმნაა, რომელშიც თითოეული ბინადარი თავს ნამდვილად შინ, – დაცულად და კომფორტულად იგრძნობს.

ალიზის საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • საცხოვრებელ და კომერციულ უძრავი ქონება საქართველოს დიდ ქალაქებში.
  • აპარტოტელები საკურორტო ზონებში, რომელთა მოვლასა და მართვასაც მომავალში კომპანია ალიზი უზრუნველყოფს.

პროექტის დასახელება:

“ალიზი ბაკურიანი”

კონცეფცია:

“ალიზი ბაკურიანი” არის ბუტიკური ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც  მდებარეობს 25-მეტრიანი სასრიალო ტრასის სიახლოვეს, მყუდრო ადგილას.

არქიტექტურა:

ეკატერინე აბაკელია, დადუნა გიგაური

დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

მიწის საერთო ფართი: 1400 კვ.მ
ბინების რაოდენობა: 21
სართულების რაოდენობა: 4
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: 47კვ.მ
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: 70.7 კვ.მ
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: 3.7 კვ.მ
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი 8.4კვ.მ
ჭერის სიმაღლე: 2.80
კომერციული ფართები: +
საქვაბე და საერთო ტექნიკური სივრცეები : +
შიდა ეზო: +
გამოყენებული სამშენებლო მასალა: რკინა-ბეტონის კონსტრუქცია. მაღალი ხარისხის თბოიზოლაციის მასალა ქვაბამბა, მაღალი ხარისხის საფასადე მოსაპირკეთებელი მასალები.
კარფანჯარა: ·       მუქი ფერის ალუმინის ვიტრაჟები გერმანული სისტემის საკეტებით.

·       ჭკვიანი საკეტი – მეტი კომფორტისთვის

ფასადის მოპირკეთება: ვენტილირებადი ტიპის საფასადე მოპირკეთება ქვის ფაქტურის დეკორატიული პანელებით.
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა: ხანძარმაქრები ყველა სართულზე
ლიფტები: 1 ლიფტი
სადარბაზოს ცენტრალური საერთო სივრცე: +
ავტოსადგომი: 21 ავტოსადგომი
ჩაბარების პირობა: რემონტით, ავეჯით და ტექნიკით

 

დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: _
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.): 1350$-1450$
გადახდის პირობები: ერთიანი გადახდა და შიდა განვადება მშენებლობის დასრულებამდე.
პროექტის უნიკალურობა: ·       ყველა ბინა მორგებულია ოჯახური დასვენების მოთხოვნილებებს.

·       მყუდრო მდებარეობა ბაკურიანის ცენტრში

·       სიახლოვე 25-იანების სასრიალო ტრასასთან.

·       სპა სივრცე ღია სივრცეში ჯაკუზით, პირველ სართულზე კაფე, ღია ტერასით.

დამატებითი ინფორმაცია “ალიზი ბაკურიანის” შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენება და რომელი მათგანი ხვდება ამ კატეგორიაში?

სამზარეულო, როგორც სახლის გული – Swan-ის ბრენდის ფილოსოფია