in

დომუსს ვენდობი თვალდახუჭული – საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია ერთ ვიდეოში

განსხვავებული არქიტექტურული კონცეფცია, მრავალწლიანი ნარგავებით შექმნილი კომპოზიცია, გამწვანებული ვერანდები, დომუსი, ჭავჭავაძის გამზირზე, ახალ საცხოვრებელ კომპლექსს – დომუსის ხეებს, შთამბეჭდავი ვიდეორგოლით აცნობს საზოგადოებას. 

პროექტის შთაგონება ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სკვერის ლანდშაფტი გახდა. საცხოვრებელი კომპლექსი ხეთა ჯგუფს მოგაგონებთ. არქიტექტურული კომპოზიცია სამი სხვადასხვა ტონალობისა და სიმაღლის შენობისგან შედგება. განსხვავებულია შენობის ინტერიერიც. დიზაინში შეხვდებით ხის ვერტიკალურ ელემენტებსა და ბუნებრივ ტექსტურებს. თითოეულ სართულზე ორანჟერეა მოეწყობა. შიდა, საერთო სივრცეების დიზაინში ირაკლი გამრეკელის გენიალური შემოქმედება გაცოცხლდება, რაც საცხოვრებელ კომპლექსს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ეს ყველაფერი, დიდი ვიტრაჟების საშუალებით, ჰარმონიულად ერწყმის ექსტერიერის მწვანე კონცეფციას.

„დომუსს ვენდობი თვალდახუჭული“ – ახალი საიმიჯო ვიდეორგოლის მთავარი გზავნილია.

მთავარი გმირი თვალდახუჭული ეშვება კომფორტში, სიმწვანესა და შთამაგონებელ სივრცეში, რაც ხაზს უსვამს მომხმარებლის მოთხოვნილებებით შთაგონებულ საცხოვრებელ გარემოს – „დომუსის ხეებს“.

მინდობა (Trust Fall) არის უტყუარი ნდობის გამოხატვა, როდესაც ადამიანი გამიზნულად ეშვება უკან – ენდობა მას, ვინც იცის, რომ აუცილებლად დაიჭერს. ვიდეოს არსი, სწორედ ამ ნდობას ეფუძნება – გვსურს გადმოგცეთ, თუ რამდენად ძვირფასი შეგრძნებაა, როდესაც ბრენდს, ასევე თვალდახუჭული ენდობი და რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც გაქვს შესაძლებლობა მოეშვა, განიტვირთო და კონცენტრირდე მხოლოდ საკუთარ სურვილებზე, ვინაიდან დომუსი, ქმნის შენი მოთხოვნილებებით შთაგონებულ საცხოვრებელ გარემოს, სადაც ყველა დეტალი გათვალისწინებულია რაც გსურს. როდესაც ენდობი დომუსს, ენდობი სწორედ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბრენდს ქმნის: არქიტექტორებს, მშენებლებს, მხატვრებს… მადლობა, რომ გვენდობი“ – აღნიშნავს დომუსის  მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტატიანა ქათამაძე.

დომუსი პროექტების შექმნისას პირველ ადგილზე მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს აყენებს. სწორედ ამიტომ, ვიდეორგოლის ვიზუალიზაცია აგებულია ადამიანის შეგრძნებებზე, რომელიც სახლთან დაკავშირებულ ემოციებს უკავშირდება. აქცენტები ნდობაზე, კომფორტზე, სიმწვანესა და შთაგონებაზეა დასმული, ვინაიდან დომუსის ხეები ჭავჭავაძეზე არის ადგილი, სადაც გელოდება სიმშვიდე და ბუნებასთან სიახლოვე ქალაქის შუაგულში.

არქიტექტურული პროექტის ავტორი – Dephani

სარეკლამო ვიდეო რგოლზე იმუშავეს კრეატიულმა და ფროდაქშენ სააგენტოებმა – Leavingstone & Enkeny Films

დომუსის შესახებ

დომუსი 2006 წლის 21 სექტემბერს დაარსდა. კომპანიის  მისიაა, შექმნას  გარემო, სადაც თითოეული ადამიანი თავს ჰარმონიულად იგრძნობს. დომუსი განუწყვეტლივ მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ და მისი მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ინოვაციები და მწვანე არქიტექტურა. კომპანიაში სჯერათ, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის წინაპირობაა.

დაარსების დღიდან, დომუსი ქმნის ინოვაციურ სამშენებლო პროექტებს, სადაც მომხმარებლის ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებულიგამორჩეული არქიტექტურული იერსახე და ინტერიერი, ფუნქციონალურობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები დომუსის სამშენებლო პროექტების და მისი მობინადრეების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

დომუსისიცოცხლის ენერგიით და ადამიანის შთაგონებით შექმნილი არქიტექტურა.

 

CREDITS

Client: Domus

CMO: Tata Katamadze

Sr. Brand Manager: Sopho Dididze

Agency: Leavingstone

Creative Chairman: Levan Lepsveridze

Chief Creative Officer: Anze Jereb

Creative Directors: Irina Beriashvili, Emily Koridze

Copywriter: Giorgi Menabde, Dachi Imedadze, Keti Kipshidze, Qetka Maghradze

Art Director: Maria Plotnikova, Luka Ivanidze

Head of Design: Matassi Sulakauri

Sr. Designer: Baiko Pirtskhalaishvili

Account Directors: Zizi Nasrashvili, Ekaterine Ebanoidze

Sr. Account Manager: Salome Martiashvili, Nini Saralidze

Administrative Team: Erekle Zurmukhtashvili, Natia Demetradze, Nana Tushishvili, Pikria Javashvili

Production Company: Enkeny Films

Executive Producer: Bacho Meburishvili

Line Producer: Sophio Bendiashvili

Production Managers: Sophio Orjonikidze, Beqa Kirtava

Assistant to Production Managers: Tekla Basishvili

Production Office Manager: Mariam Khidirbegishvili

Production Accountant: Lela Altunashvili

Production Lawyer: Nanuka Chkuaseli

Director: Nikusha “Kukusha” Motsonelidze

1st AD: Margo Zubashvili

DP: Sandro Darakhvelidze

Focus Puller: Irakli Jghenti

Camera Assistants: Levan Zaridze, Guram Mosikashvili

Gaffer: Giorgi Gogatishvili

Light & Grip: Archil Samkharadze, Giorgi Gogbaidze, Aleksandre Khuntsaria, Iura Poghosov, Zura Tsuleiskiri

Stunts: Stunt Team Led by Davit Khubua

Production Designer: Dato Chkoidze

Assistants to Production Designer: Natia Gurabanidze, Nikusha Lomidze

Decorations: Kino Factory Team Led by Jimsher Berdzenishvili

Costume Designer: Tika Shengelia

Assistant to Costume Designer: Elene Kekelidze

Make-up Artist: Giga Bagration-Gogadze

Casting Manager: Lana Miminoshvili

Catering & Set: Fiesta

Drivers: Nika Areshidze, Giorgi Aslamazishvili, Koba Khvtisiashvili

Cleaning Services: Tamuna Gogberidze

Storyboard Artist: Ana Tkebuchava

Editor: Nikusha “Kukusha” Motsonelidze

VFX: Highway VFX

Color Correction: Rodion Moseynkow

Music: Lasha Ramishvili (Basho Pond)

Actress: Tekla Chijavadze

Special Thanks to Iko Iakobidze and Domus’ Employees

[პარტნიორის კონტენტი]

კერძო სახლი შინდისში – ნანუკა მჟავანაძის ინტერიერი

7 კრიტერიუმი, რასაც ახალაშენებული კორპუსის ბინა უნდა აკმაყოფილებდეს