in

როგორ მოვწმინდოთ იატაკი სწორად?

დრო, როდესაც ხის იატაკის ყოველკვირეულად გაწმენდა იყო საჭირო, უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე საფარი საშუალებას გაძლევთ, იატაკი გენერალურად წელიწადში მხოლოდ 2-3-ჯერ გაწმინდოთ, დანარჩენ დროს კი ჩვეულებრივი სველი წმენდა სავსებით საკმარისია. რა თქმა უნდა, ეს ეხება სივრცეებს, რომლებიც ყოველდღიურად განსაკუთრებით არ ბინძურდება. თუ სახლში პატარა ბავშვები, ალერგიული ადამიანები ან შინაური ცხოველები გყავთ, იატაკის დასუფთავება უფრო ხშირად მოგიწევთ — ზოგჯერ ყოველდღიურადაც კი.

იატაკის ტიპისა და დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს სასურველი დასუფთავების რეჟიმი და დამხმარე საშუალებები — სწორი საწმენდი ქიმიკატები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა: რობოტი მტვერსასრუტი, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტი, ორთქლის საწმენდი და ა. შ.

გაწმინდეთ იატაკი

სამუშაოს დაწყებამდე იატაკი საგნებისგან გაათავისუფლეთ, რათა თავისუფლად გადაადგილებისთვის საკმარისი სივრცე გქონდეთ. შემდეგ კი დასუფთავებას შეუდექით. ზოგიერთი ნივთი შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში მოათავსოთ, ხოლო სხვა საგნები სარეცხი საშუალებების გამოყენებით თავად დაასუფთავეთ, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.

მოაშორეთ მტვერი

მტვრის მოცილება იატაკის გაწმენდას გაგიადვილებთ. ამ ეტაპზე ცოცხი ან მტვერსასრუტი გამოიყენეთ. თუ რობოტი მტვერსასრუტი გაქვთ, ჭუჭყის მოსაშორებლად ეს შესანიშნავი ვარიანტია.

გარეცხეთ იატაკი

აავსეთ სათლი თბილი წყლით და დაამატეთ საწმენდი საშუალება, რომელიც თქვენი იატაკისთვის უსაფრთხოა. ასევე შეგიძლიათ სათლში ჩაასხათ ერთი ჭიქა თეთრი ძმარი იმ შემთხვევაში, თუ „ბებიის მეთოდებს“ ენდობით. შემდეგ აიღეთ შვაბრა, დაასველეთ და მთელი იატაკი მოწმინდეთ.

გაითვალისწინეთ, რომ შვაბრა ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყს არ ასუფთავებს. ხანდახან სჯობს, ხელში ტილო მოიმარჯვოთ და იატაკზე არსებული ძველი ლაქები ძლიერი ხელის მოქმედებით გაწმინდოთ.

მიეცით იატაკს გაშრობის საშუალება 

ნუ იჩქარებთ შესვლას ოთახში, რომელიც ახლახან დაასუფთავეთ. იატაკი სათანადოდ უნდა გაშრეს, რადგან სველ ზედაპირს ახალი მტვერი უფრო ადვილად ეწებება. უმჯობესია დასუფთავებულ ოთახს გასაშრობად მინიმუმ 10-15 წუთი მისცეთ.

რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ნატურალური მასალები კარის შერჩევისას?

ავანგარდული ბინა ბახტრიონის ქუჩაზე – მარიამ ძამაშვილის ნამუშევარი