in

კარი ჩარჩოს გარეშე – 4 მთავარი მიზეზი მისი არჩევისთვის

ინტერიერში საგნების დიდი რაოდენობა, შეიძლება  სივრცის საერთო ხედს არ აფუჭებდეს, თუმცა მნიშვნელოვნად ზღუდავს ვიზუალურ აღქმას. რაც მეტი კარია ოთახში, მით მეტად შეზღუდულად გამოიყურება სივრცე. სწორედ ამიტომ, დიზაინერებმა ინტერიერში „უჩინმაჩინი“ანუ დამალული კარის კონცეფცია დააბრუნეს. ასეთი კონსტრუქცია სივრცეს იდეალურად ერწყმის და არატრადიციული გარეგნობის შექმნის საშუალებას იძლევა.

თანამედროვე ინტერიერს არ ახასიათებს ისეთი ფუფუნება, როგორც ეს კლასიკური სტილშის შემთხვევაში გვხვდება. თანამედროვე სტილი გულისხმობს სიმარტივესა და ლაკონურობას. აქ საპირეები (ე.წ. “ნალიჩნიკები”) ზედმეტია. რაც ნაკლებია მორთულობა და დეკორატიული ელემენტები, მით უკეთესი. ნაკლები დეტალები – მეტი სტილი.

რა არის ის ძირითადი მიზეზები, რომლის გამოც ღირს დამალული კარის დამონტაჟება ინტერიერში?

1. სისადავე და მინიმალიზმი

მოდური ზედაპირები დაფარული ჩარჩოთი გვხვდება თანამედროვე საოფისე ფართებში, ქალაქის ბინებისა და სახლების ინტერიერებში. უსაპირო კარების ზედაპირზე არაფერია ზედმეტი, ამიტომაც მათი საშუალებით შესაძლებელია მრავალი საინტერესო და შთამბეჭდავი დიზაინის შექმნა.

2. სიმსუბუქე

დამალული კარი ღიობს სიმსუბუქეს სძენს და ინტერიერს იცავს ვიზუალური “გადატვირთვისგან”.  სწორედ ამის გამოა ეს სტილი ასეთი პოპულარული თანამედროვე დიზაინში.

3. სივრცის ვიზუალური გაზრდა 

“უჩინმაჩნი” კარი შეიცავს უხილავ საკარე ჩარჩოს, რომელიც კედელში საიმედოდაა დამალული. ასეთი მოდელებისთვის სპეციალურ ფურნიტურას – ხრახნიან სახსრებს იყენებენ. სწორედ მათი დამსახურებით გამოდის კონსტრუქცია მსუბუქი და ელეგანტური. ჩარჩოს ზედა ნაწილის დამაგრება გარე გადაბმების გარეშე, ასევე ჭერზეცაა შესაძლებელი, რაც სივრცის გაზრდის საშუალებას იძლევა.

4. უწყვეტი ზედაპირის ეფექტი

უსაპირო კარის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, კარი გადაიქცეს კედლად. ბევრი დიზაინერი ინტერიერის გაფორმების დროს ცდილობს, რომ კარიც და კედელიც ერთნაირად იყოს გაფორმებული. ამ შემთხვევაში ზედაპირი, მოპირკეთებული კედლის ფონზე, ფაქტობრივად, არ ჩანს.

გახსოვდეთ, ტრადიციული კარის სისტემისგან განსხვავებით, უსაპირო კარს აყენებენ კედლების საბოლოო დამუშავების წინ, იდეალურია სიტუაცია, როცა კედელი კარის ჩასაყენებელ ღიობამდეა დამუშავებული. ღიობის ზომები აუცილებლად კარის მწარმოებლის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს. ასეთი კონსტრუქციის ჩასმის დროს ზომებში გადახრის შესაძლებლობა მხოლოდ 10 მმ-ია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კედელი მაქსიმალურად სწორი და იდელურად ვერტიკალური იყოს. გადახრა 1 მეტრზე მხოლოდ 1 მილიმეტრია დასაშვები.

რუბრიკა “რჩევების” წარმდგენია კარების კომპანია გაბილდი 

იაპონური ფილოსოფია „სეიჰინი” — „ღირსეული სიღარიბე”, რომელიც ინტერიერს ალამაზებს

ახალგაზრდა წყვილის პასტელური ინტერიერი ზემო ვაკეში – სტუდია “დუეს” ნამუშევარი