in

როგორ გავხდე “სუპერ ჰოსთი” Airbnb-ზე? – ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის 7 პრაქტიკული რეკომენდაცია

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი ქართველი ფოტოგრაფია, რომლის შემოქმედებასაც ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები საკმაოდ მრავალფეროვან ჟანრში გვხვდება, არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ალექსანდრესთვის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და მას აღნიშნული განხრით მუშაობის 12 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 

აღსანიშნავია, რომ გარდა პროფესიული საქმიანობისა, ალექსანდრე დღეს ასევე ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული Facebook ჯგუფის კურატორობასაც ითავსებს. საუბარია airbnb hosts union of georgia-ზე, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას Airbnb-ზე დარეგისტრირებული მოქმედი მასპინძლებისთვის (ანუ “ჰოსთებისთვის” Airbnb-ს ენაზე). აღნიშნულ ვირტუალურ სივრცეში ჯგუფის წევრები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს რჩევებს და ეხმარებიან დამწყებ ჰოსთებს საკუთარი ანგარიშის მართვაში. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ყოველდღიურად ათობით განსხვავებული თემა ირჩევა, ერთი შეკითხვა მუდამ აქტუალურია: როგორ გავხვდე “სუპერ ჰოსთი”? ეს არის თემა, რომელიც ყველას აინტერესებს, ვინაიდან კარგი მასპინძლის სტატუსი პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ბინის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალზე. ამ კითხვაზე ყველაზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად კი ჩვენ ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილს მივმართეთ და მის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

რა არის Airbnb-ს სუპერჰოსთის ტიტული?

პირველ რიგში, ეს არის 100 დოლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი წელიწადში ერთხელ, ასევე პატარა სიმბოლო თქვენი სახელის გასწვრივ Airbnb-ზე. კიდე რა არის სუპერჰოსთი? მასპინძლის ეგოს დაკმაყოფილების საშუალება. ასევე, თუ სკოლაში დაჟინებული ხუთოსანი იყავით (ახლა უკვე ათოსანია ეკვივალენტური საზომი ერთეული), ალბათ რაღაცნაირად ეს სტატუსიც გაგისწორდებათ.

ევრ თქვენგანს შეიძლება ეგონოს, რომ სუპერჰოსთის სტატუსი დიდ სხვაობას მოგცემთ ჯავშნებში, თუმცა ეს ასე არ არის. თუ კარგი ბინა გაქვთ, კარგი ტიპი ხართ და საბაზრო ფასებს არ სცდებით, მაშინ შეგიძლიათ ამ სტატუსის არქონაზე დიდად არ ინერვიულოთ, ფულს მაინც იშოვით.

თუმცა, თუ მაინცდამაინც გინდათ, რომ Airbnb-ის სუპერჰოსთის ტიტული გქონდეთ, რამდენიმე რეკომენდაციას მოგცემთ, რომლებიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ არა, ასევე შეგიძლიათ, რომ რაიმე ალტერნატიული ან უკეთესი მოიფიქროთ.

1. აღწერა და ფოტოები

ეიძლება სტუმარმა ვერასდროს გნახოთ, თუმცა კარგი სახლის ხარჯზე მუდმივად მაღალი შეფასება გქონდეთ.

ა არის კარგი სახლი/ბინა? პირველ რიგში, ეს არის სახლი, რომელიც “ლისტინგში” (ანუ თქვენს განცხადებაში) მოცემულ სახელსა და აღწერილობას შეესაბამება. გახსოვდეთ, ლისტინგის სახელი და ის პატარა ტექსტი, რომელსაც აღწერაში ათავსებთ, სტუმრის გულის კარისკენ მიმართული პირველი გასაღებია. მოერიდეთ ისეთ სახელებს და ტექსტს, რომელსაც ყველა იყენებს. იყავით თუნდაც ოდნავ განსხვავებული და თქვენ შეგამჩნევენ. თუ ტექსტებს ვერ წერთ, დაიქირავეთ ადამიანი, რომელსაც წერა შეუძლია, ზუსტად ისე, როგორც ფოტოგრაფს ქირაობთ (სიამოვნებით მოგცემთ საშუალებას, რომ დამიქირაოთ და მერე ჩემი ფოტოების წყალობით გამდიდრდეთ. ეს არის ჩემი ინსტაგრამის გვერდი:  www.instagram.com/bagrationi_photography), ხოლო ეს კი ჩემი ვებ გვერდი: www.abd.ge). არაფერია სათაკილო იმაში, თუ აღწერილობის კარგად დაწერა არ შეგიძლიათ, თუნდაც ორი უმაღლესი გქონდეთ დამთავრებული.

ს, რაც სტუმარს დახვდება სახლში, უნდა შეესაბამებოდეს იმ მოლოდინებს, რასაც ვიზიტორი იღებს თქვენი ფოტოების და აღწერის ნახვის შემდეგ. შესაბამისად, თუ გიწერიათ, რომ გაქვთ “beautiful studio in the heart of old tbilisi” და ფოტოზე ჩანს ლამაზი ტორშერი, სახლში ადამიანს უნდა დახვდეს ეს ტორშერი და ბინა არ უნდა იყოს ისანში. შეიძლება რამენაირად დაამტკიცოთ, რომ ისანი ისტორიული უბანია და რომ ჯერ კიდევ თამარ მეფის დროინდელ წყაროებშია მოხსენიებული, თუმცა ვფიქრობ, Airbnb-დან მოსული სტუმარი ვერ გაგიგებთ. 

2. მიგნება და შეღწევა

უსტად დასვით ნიშნული რუკაზე, ზუსტად მიუთითეთ მისამართი და არ აწვალოთ სტუმარი ბინის მიგნებაზე. Airbnb-ს სისტემა საშუალებას გაძლევთ, რომ დეტალურად მიუთითოთ მისამართი. მეორე ამბავია სახლში შესვლა: თუ იტალიურ ეზოში ხართ ან მსგავს რთულად მისადგომ ადგილას, აჯობებს, რომ ვიდეოინსტრუქცია ჩაწეროთ და სტუმარს გაუგზავნოთ (თუ იმის საშიშროებაა, რომ Airbnb-ზე მითითებული დეტალებით ვერ მიაგნოს). გახსოვდეთ, რომ შვედებს იტალიური ეზოები არ აქვთ და ინტუიცია სულ სხვანაირად აქვთ განვითარებული.

უ სტუმარს ვერ ხვდებით, არ დატოვოთ გასაღები მეზობელთან, ან ეზოში, ან ფეხსაცმლის საწმენდის ქვეშ, ან ჯანდაბაში… იყიდეთ პატარა სეიფი, რომელიც დაახლოებით 100 ლარი ღირს და მიამაგრეთ ის კართან ახლოს კედელზე, საიდანაც სტუმარს შეეძლება, რომ წამების გარეშე აიღოს გასაღები. ახლის და გასაღების ადვილად მიგნება, მეორე გასაღებია სტუმრის გულისკენ.

3. ინტერიერი

“ტრილიაჟი”, დესაო, “სერვანტი”, “სეკრეტერი”,”სტენკა” – თუ ეს ყველაფერი მზითევში გამოგყვათ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი Airbnb-ის გასაქირავებელ სახლში უნდა დაალაგოთ. 

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ “გატრეშოთ” და სახლში ბოლომდე მეგრული კიჩი გლიჯოთ, თუმცა ვფიქრობ, მის აღსაქმელად თქვენი მონა-მორჩილისნაირი სტუმარი დაგჭირდებათ, ასეთი უკუღმა ესთეტიკის მქონე ადამიანი კი ბევრი არაა.

ოგორც წესი, Airbnb-ს მომხმარებლები მილენიალები არიან – იკეასა და სითკომებზე გაზრდილი ხალხი – შესაბამისად, მათთვის უფრო მისაღები და ადვილად აღსაქმელი ნათელი და სივრცული ინტერიერია ღია ფერის ავეჯითა და ბევრი მცენარით.

ოერიდეთ ცივ განათებას საცხოვრებელ სივრცეებში, მოერიდეთ “ლუსტრებს”. გაათბეთ შუქი და გადატეხეთ რამდენიმე კუთხეში განაწილებული ტორშერებით, ან მიზანმიმართული ნათებით (spotlight). თუ არ იცით ეს როგორ ქნათ, მაშინ პინტერესტი და მისი ჯანი.

უცილებლად უნდა ვახსენო სააბაზანო. არ დაინანოთ ფული მის მოწყობაზე. შეიძლება თქვენს სახლს სამზარეულო არ ჰქონდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომფორტული და ნათელი სააბაზანო ოთახი.

ა კვლავ, გახსოვდეთ: ნუ დაუდგამთ სტუმარს “სტენკას” Airbnb-ის სახლში.

4. ჰიგიენა

ეთრეული და პირსახოცები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში. შესაბამისად, კარგი იქნება თუ ქიმწმენდას დაუმეგობრდებით. ასევე გახსოვდეთ, რომ თბილისი მტვრიანი ქალაქია და ყურადღებიანი დამლაგებელი უნდა გყავდეთ. ან თქვენ უნდა ალაგებდეთ თავად, მაგალითად, როგორც ბებიაჩემი. ლილი (ბებიაჩემი) ამბობს, რომ დამლაგებელს ვერ ენდობა და საკუთარი სახლის სიწკრიალეს მხოლოდ თვითონ უზრუნველყოფს ისე, როგორც საჭიროა. არ ვიცი, შეიძლება თქვენც მის გუნდში ხართ.

ახსოვდეთ, რომ ძალიან სუფთა სახლი უკვე კარგია, სისუფთავემ შეიძლება სხვა ლაფსუსებიც კი გადაფაროს.

რ დაუტოვოთ სტუმარს ე.წ. “პალაწიორები” (ფეხის დასადგმელი ქეჩა). ვერ გაიგებს.

5. კონტაქტი

უ იქნებით “ხაზეიკა”, იყავით მასპინძელი. არ დაიკიდოთ სტუმართან გემრიელად ახსნა და მიწერ-მოწერა, თუ დაჭირდება მიდით, გაიცანით, ორიოდე ლამაზი სიტყვა უთხარით. სასარგებლო რეკომენდაციები მიეცით, რაიმე კარგი ბარი ან რესტორანი ურჩიეთ. არ მოაბეზროთ თავი ხშირი კონტაქტით, არ ეკონტაქტოთ გვიან ან ძალიან ადრე. გახსოვდეთ, რომ ხალხი ისვენებს და შეიძლება საერთოდ არ უნდოდეთ თქვენი წერილებისა და ზარების პასუხი. შეიძლება რა, ნამდვილად ვიცი, რომ არ ენდომება.

რთი სიტყვით, ოქროს შუალედი უნდა დაიჭიროთ. გახსოვდეთ, რომ თქვენზეა დიდწილად დამოკიდებული, ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ჩამოვა თუ არა საქართველოში და რას მოუყვება ის თავის მეგობრებს.

სიც გახსოვდეთ, რომ Airbnb შეიქმნა როგორც საკუთარი სივრცის გაზიარებისა და ურთიერთობის ადგილი, მკაცრმა “ხაზეიკებმა” ის მხოლოდ ცოტა ხნის წინ მოირგეს.

6. ხმაური

ბილისი ხმაურიანი ქალაქია. თუ თქვენს სახლს ძველი ხის ჩარჩოები აქვს და იცით, რომ სტუმარს ქუჩისა და სამეზობლოს ღრიანცელი გააღვიძებს ან არ დააძინებს, ყურის საცობები დაუტოვეთ და წინასწარ გააფრთხილეთ.

7. შტოპორი

უცილებლად დაახვედრეთ სტუმარს ღვინის სახსნელი. გახსოვდეთ, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა და ყველას არ შეუძლია ბოთლის “ტუფლით” გახსნა.

დასკვნა

ს რჩევები არ არის რეცეპტი. ისინი აუცილებლად უნდა მოირგოთ საკუთარ თავზე და ბინაზე. შემდეგ კი მცირედი ადაპტაცია უნდა გაუკეთოთ თითოეული სტუმრის მისაღებად.

ს რჩევები შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ – არა. თუ ყველაფერი აწყობილი გაქვთ, შეგიძლიათ საერთოდ ფეხებზე დაიკიდოთ და არც წაიკითხოთ. ხოლო თუ არ იცით, როგორ რა ქნათ, მაშინ მოხარული ვიქნები, თუ ეს რჩევები გამდიდრებაში და სუპერჰოსთის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის შეიძლება შეგხვდეთ პრ*ჭი სტუმარი, რომელმაც შეფასება შესაძლოა უმიზეზოდ გაგიფუჭოთ. ამ დროს იმით დაიმშვიდეთ თავი, რომ სინამდვილეში, სუპერჰოსთის სტატუსი გამოგონილი ამბავია და თქვენ ისედაც მაგარი ტიპი ხართ. 

წითელი ინტერიერში — რას გვეუბნება ის და რა უნდა ვიცოდეთ მისი გამოყნების შესახებ

სეზარ პელი — კრიტიკოსების ფავორიტი არქიტექტორი