in

სეზარ პელი — კრიტიკოსების ფავორიტი არქიტექტორი

სეზარ პელი, ცნობილი თავისი მაღალი შენობებით, 1926 წლის 12 ოქტომბერს არგენტინაში დაიბადა. მან ბავშვობა მშობლების წიგნების პატარა კოლექციის გარემოცვაში გაატარა და გარდა ამისა, დროის უმეტეს ნაწილს ხატვას ან სხვადასხვა სახის კონსტრუქციების შესწავლას უთმობდა. თექვსმეტი წლის ასაკში, როდესაც კარიერა უნდა დაეწყო, სეზარმა არქიტექტურა აირჩია ისე, რომ ამის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ საბოლოოდ, ეს საქმე მთელი გულით შეიყვარა.

World Financial Center, ნიუ იორკი

სეზარმა ტუკუმანის ეროვნულ უნივერსიტეტში არქიტექტურის ხარისხი მიიღო და თავის სკოლაში სწორედ ამ საგნის სწავლება დაიწყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან ადგილობრივ ფირმაში დიზაინის განყოფილების უფროსად დაიწყო მუშაობა, შემდეგ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა ილინოისის უნივერსიტეტში — Urbana-Champaign-ში სამაგისტრო წოდების მისაღებად. სეზარმა თავისი პროფესიული ცხოვრება Bloomfiel-ის ფირმასთან ასოცირებით დაიწყო. 1964-1977 წლებში ის სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობდა და მიიღო უზარმაზარი ინფორმაცია მინის ტექნოლოგიის, მსუბუქი და გამჭვირვალე შენობების დაპროექტების შესახებ. მოგვიანებით, 1977 წელს, სეზარმა საკუთარი ოფისი გახსნა და ასევე დაიკავა იელის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლის დეკანის თანამდებობა 1977 წელს (1984 წლამდე).

Cira Centre, ფილადელფია
Pacific Design Center, კალიფორნია

1990-იანი წლების შუა პერიოდისთვის მსუბუქმა და კარვის მსგავსმა შენობებმა სეზარ პელის საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა. მისი შენობები ცნობილია დელიკატურობითა და „თხელი“ გარეგნობით.

სეზარ პელის ნამუშევრებს აფასებენ, როგორც ბუნებით „პოეტურს“ და „ახალს“. ის ყოველთვის ახერხებდა კრიტიკოსების ფავორიტთა შორის ყოფნას. სეზარის ქმნილებები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. არქიტექტორის პროექტებში ყოველთვის გათვალისწინებულია ირგვლივ არსებული გარემო და მისი ინოვაციური გადაწყვეტები მსოფლიოს კვლავაც აოცებს. მან უდავოდ ოცდამეერთე საუკუნის საუკეთესო ნამუშევრები შექმნა. სეზარს არასოდეს მიუტოვებია თავისი მწერლობით გატაცება და გამოაქვეყნა რამდენიმე ნამუშევარი, რომლითაც არქიტექტურის სამყაროში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამ ყველაფერთან ერთად, მთელი საკუთარი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში, სეზარი მასშტაბურ ლექციებს ატარებდა და არქიტექტურის სფეროში თავისი ღვაწლისთვის ოთხმოცზე მეტი ჯილდო მოიპოვა.

კონექტიკუტის მეცნიერების ცენტრი, ჰარტფორდი
ჰადსონის ქუჩა, ქალაქი ჯერსი
აშშ-ის საელჩო, ტოკიო
Petronas Towers, კუალა ლუმპური

One Canada Square, კანარის ნავსადგომი

როგორ გავხდე “სუპერ ჰოსთი” Airbnb-ზე? – ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის 7 პრაქტიკული რეკომენდაცია

ამერიკული სტილის ინტერიერი იყალთოს ქუჩაზე – ანა აბაშიძის ნამუშევარი