კატალონიელმა არქიტექტორმა Aixopluc საკუთარი ოფისის თავზე ექსპერიმენტული ბინა მოაწყო. მან, ინტერიერისა და ავეჯისთვის, მიტოვებული შენობებიდან წამოღებული ნარჩენები და დეტალები გამოიყენა. პირველიც, რაც თვალში მოგხვდებათ, დაუმუშავებელი სამშენებლო მასალებია. არც მოსაპირკეთებლადაა რაიმე გამოყენებული. ეს ბინა ალფონდაკის (Alfondac – სივრცე, რომელიც საცხოვრებელიც არის და პროდუქტების შესანახი ადგილიც) პროტოტიპია და ქალაქ ტარაგონაში მდებარეობს. მოგვიანებით, Aixopluc-ის არქიტექტორებმა, ალფონდაკის ტიპის ბინების მთელ სერიაზე იმუშავეს და როგორც ამბობენ, მათი გუნდი ცდილობს, დედამიწა, საცხოვრებლად, უფრო უკეთეს ადგილად აქციონ.
[წყარო: Dezeen]