in

სწორი განათების მნიშვნელობა ინტერიერსა და ექსტერიერში – კომპანია “Real Light”-ის კონცეფცია

განათება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინტერიერისა და ექსტერიერის მოწყობაში. სინათლე ახდენს სივრცის ტექსტურების, ფერებისა და ფორმების აქცენტირებას, რაც ეხმარება არქიტექტურას თავისი ჭეშმარიტი მიზნების მიღწევაში. ვიზუალური აღქმა ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ არქიტექტურით ვტკბებით. განათება კი კიდევ უფრო აძლიერებს ამ ხედვას. სწორი განათება ქმნის სიღრმესა და სიმაღლეს, ყურადღებას ყველაზე შთამბეჭდავ დეტალებზე ამახვილებს და სინათლისა და ჩრდილების ბალანსით, ინტერიერში ახალი ენერგიის შემოტანას უზრუნველყოფს. სწორი განათების მისაღწევად კი აუცილებელია პროფესიონალი განათების ექსპერტის ჩართულობა, ვინაიდან განათების დაგეგმვის პროცესში საჭიროა შესაბამისი შუქ-ტექნიკური ანგარიშის მომზადება, სანათების შერჩევა, მათი სწორი განლაგების დაგეგმვა და მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინება.

Real Light“-ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი აქტიურად მუშაობს განათების დიზაინზე, შუქ-ტექნიკური ანგარიშების მომზადებასა და სწორი სანათების შერჩევაზე როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერისათვის.

Homeis.ge გაესაუბრა კომპანიის წარმომადგენელს, ანასტასია მაზურმოვიჩს, რომელიც გვიამბობს განათების ექსპერტის ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაც უზრუნველყოფს თქვენს ინტერიერსა თუ ექსტერიერში განათების სწორ დაგეგმარებას.

პირველ რიგში, გვიამბეთ რაზეა დამოკიდებული და როგორ შევქმნათ სივრცეში სწორი განათება?

ინტერიერსა თუ ექსტერიერში სწორი განათების შექმნა დამოკიდებულია განათებულობის სწორ გაანგარიშებაზე, სანათების შერჩევაზე და რა თქმა უნდა, მომხმარებლის ინტერესებზე – თუ რაზე მოხდეს აქცენტირება, როგორი განათების მიღება და როგორი გარემოს შექმნა სურს მას. თავდაპირველად, სივრცის დიზაინზე მუშაობისას აუცილებელია შედეგის განსაზღვრა. სუსტი და არაპირდაპირი განათება უფრო ინტიმურ გარემოს ქმნის, რაც ხელს უწყობს რელაქსაციას. თეთრი და პირდაპირი განათება კი ააქტიურებს ჩვენს ტვინს და საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ პატარა დეტალები.

„ჩვენ ვირჩევთ განათების ტიპს იმის მიხედვით, თუ რა კრეატიულ კონცეფციაზე ვმუშაობთ და იმ სივრცეზე, რომელშიც ის იქმნება. თითოეული ელემენტი, რომელსაც ვაერთიანებთ ჩვენ სივრცეში, არის საჭიროებისა და პროექტის არსის პასუხი.“

გვიამბეთ რას გულისხმობს განათების ექსპერტის საქმიანობა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი დიზაინის შექმნის პროცესში?

არქიტექტორმა ან ინტერიერის დიზაინერმა შეიძლება უბრალოდ შეადგინოს განათების სქემა თქვენი ინტერიერის გეგმაში, რაც არ იქნება საკმარისი დიზაინის იდეალური კოორდინაციისთვის. განათების ექსპერტის ჩართულობა აუცილებელია ინტერიერისა თუ ექსტერიერის დიზაინის შექმნისას სივრცეებში ჰარმონიულობის მისაღწევად. ის პასუხისმგებელია ელექტრული და განათების სისტემების დანერგვასა და მუშაობაზე, ტერიტორიის შეფასებისა და ანალიზის ჩატარებაზე და ტექნიკური მახასიათებლების დასადგენად, დამკვეთთან და დიზაინერთან კოორდინაციაზე. ექსპერტი უზრუნველყოფს განათების გეგმარებას, პროექტის ბიუჯეტის ანგარიშების შექმნას, შერჩეული გასანათებელი მოწყობილობების სწორ მომართვასა და ამუშავებას.

ენერგო ეფექტურობის, ეკოლოგიურობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია განათების ექსპერტის ჩართულობა როგორც დიზაინის საწყის ეტაპზე, ისე სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების პროცესში.

განსაკუთრებით  აუცილებელია განათების ექსპერტის მონაწილეობა საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების, ინფრასტრუქტურისა და სხვა ობიექტების სწორი და სტანდარტების შესაბამისი განათების მისაღებად.

რაში მდგომარეობს „Real Light”-ის კონცეფცია, რა არის ის მთავარი ნიშანი, რომელიც განასხვავებს და განსაკუთრებულს ხდის მას საქართველოს ბაზარზე?

კომპანია, პანდემიის პერიოდში, 2020 წლის სექტემბერში დაფუძნდა. მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევას ჩვენი გუნდისთვის ხელი არ შეუშლია, ვინაიდან  მუდმივად განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები. პანდემიამ კი კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა მდგრადი განვითარების კუთხით, ჩვენი ჩართულობის აუცილებლობა. „Real Light”-ს მრავალწლიანი გამოცდილების, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, საქართველოში კარგად ცნობილი პროფესიონალთა გუნდი ქმნის და მის პორტფოლიოც არაერთ წარმატებულ და მნიშვნელოვან პროექტს მოიცავს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს განათების დიზაინის სრულ პაკეტს, რაც არქიტექტორულ განათებას, გზების, ლანდშაფტების, საგამოფენო და სამუზეუმო, სავაჭრო, საგანმანათლებლო, საოფისე სივრცეების, კლინიკების, სასტუმროების, ინდუსტრიულ და საავარიო განათებას მოიცავს. მომსახურებაში გათვალისწინებულია – პროექტების ანალიზი; სანათების შერჩევა; შერჩეული კონცეფციის შესაბამისად, შუქ-ტექნიკური ანგარიშების მომზადება; ფასადის ვიზუალიზაციების შექმნა 3D განზომილებაში; განათების სიმულაციების; ჭკვიანი სახლისა და  DALI (Digital Addressable Lighting Interface) მართვის სისტემის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მთავარ და განსაკუთრებულ ნიშას წარმოადგენს ქალთა გაძლიერება საინჟინრო ინდუსტრიაში, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

გარდა განათების სწორი დაგეგმვისა და მაღალი ხარისხის დიზაინისა, „Real Light”-ი მომხმარებელს სთავაზობს ევროპული ხარისხის ცნობილი ბრენდების სანათებს. კომპანია 2020 წლიდან მათი ექსკლუზიური წარმომადგენელია.

არქიტექტურულ კომპანია „სტუდია 9“-ს თამთა ხაჟომია უხელმძღვანელებს

The Show – „თეატრის“ პირველი წარმოდგენის ბილეთების გაყიდვა დაიწყო