in

არქიტექტურულ კომპანია „სტუდია 9“-ს თამთა ხაჟომია უხელმძღვანელებს

არქიტექტურულ კომპანია „სტუდია 9“-ს ახალი დირექტორი ჰყავს. ეს პოზიცია თამთა ხაჟომიამ დაიკავა. ის პროფესიით არქიტექტორია, აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 2016-2019 წლებში თამთა თბილისის  არქიტექტურის სამსახურის სანებართვო განყოფილების თანამშრომელი იყო, 2019 წლიდან კი კერძო სექტორში გადაინაცვლა და იკავებდა მთავარი არქიტექტორის პოზიციას.

როგორც თამთა ხაჟომია ამბობს, არქიტექტურული სტუდიის ხელმძღვანელობა მისთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა. მიზნად კი ისახავს, ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილება და კვალიფიკაცია ბიზნესის შემდგომ განვითარებას მაქსიმალურად მოახმაროს.

სამომავლო გეგმებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით თამთამ მარკეტერის შეკითხვებს უპასუხა.

თამთა, როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა სტუდია 9-სთან?

სტუდია 9-ში 2019 წელს მოვედი არქიტექტორად. ეს გარემო ჩემთვის მშობლიურია. არაერთ პროექტზე მიმუშავია ბ-ნ მამუკა ჩხაიძესთან ერთად, რომელიც კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორია. არ მეგულება არც ერთი სხვა არქიტექტურული კომპანია საქართველოში, ვისაც ამდენი და ასეთი მასშტაბური პროექტი აქვს შესრულებული.

2021 წლის ბოლოს მივიღე შეთავაზება და გადავინაცვლე სხვა კომპანიაში მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე. თუმცა ისე მოხდა, რომ ისევ დავბრუნდი სტუდია 9-ში, ამჯერად დირექტორის თანამდებობაზე.  ეს ახალი და საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის, რომელსაც იმედი მაქვს კარგად გავართმევ თავს.

რა გამოარჩევს სტუდია 9-ს სხვა არქიტექტურული კომპანიებისგან და რაში ხედავთ თქვენს მთავარ გამოწვევას?

სტუდია 9-ის წარმატებას დიდწილად განაპირობებს ბ-ნი მამუკა ჩხაიძის ფაქტორი, რომელიც ნამდვილად გამორჩეული ხელწერის არქიტექტორია. ასევე, გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც უფროსი თაობის გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის კადრებით, ისე ახალგაზრდა, შემოქმედი არქიტექტორებითა და დიზაინერებით. ჩემი აზრით,  სწორედ ეს სინთეზი  განაპირობებს, ჩვენს წარმატებას.

ჩემს მთავარ გამოწვევად დავასახელებდი თანამშრომლებისათვის პროფესიულ განვითარებაზე და ზრდაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას. კიდევ მეტად, მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომის დანერგვას, ორიენტირებას მათ საჭიროებებსა და სურვილებზე.

შეგიძლიათ დაგვისახელოთ ერთი პროექტი, რომელზეც ამჟამად მუშაობს სტუდია 9?

გამოვყოფდი ობიექტს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გაიხსნა- ესაა „თეატრი“ წისქვილი ჯგუფისგან; არქიტექტურული პროექტიც  და ინტერიერის დიზაინიც მამუკა ჩხაიძეს ეკუთვნის.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, რომლის ფარგლებშიც  საერთაშორისო ბრენდებთან გვიწევს თანამშრომლობა. მათი რეკომენდაციების და სტანდარტების გათვალისწინება ობიექტის დაგეგმარებისას ზრდის

თანამშრომლების კვალიფიკაციას. ჩვენს გუნდს უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა „ჰილტონი“, „ჰოლიდეი ინნ“, „ქრაუნ პლაზა“.  ამჟამად კახეთში, კონკრეტულად ვეჯინში ვაპროექტებთ  ხუთვარსკვლავიან  სასტუმრო კომპლექსს 12 ჰექტარზე. აქ იქნება სასტუმრო, კოტეჯები, სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცეები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

მჯერა, წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გველის და სტუდია 9 ბევრჯერ შემოგთავაზებთ ახალ შთამბეჭდავ და უნიკალურ სივრცეებს.

არქიტექტურული სახელოსნო „სტუდია 9“ 2012 წელს დაფუძნდა, თუმცა აქტიურ საქმიანობას ბოლო ოთხი წელია, რაც ეწევა. კომპანია საქმიანობს არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. მისი დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორია მამუკა ჩხაიძე – პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი არქიტექტორი. ის არის ავტორი ისეთი ცნობილი პროექტებისა, როგორიცაა რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“, საცხოვრებელი კომპლექსი ამაღლების ქუჩაზე,  სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“, და სხვ. მამუკა ჩხაიძეს ეკუთვნის, ასევე, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სტუდია 9-ის ოფისის პროექტი და ინტერიერის დიზაინი. ამ სივრცეში განთავსებულია არქიტექტურის და დიზაინის სახელოსნოები, რომელთა გამორჩეული ინტერიერიც სტუდია 9-ის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

[R]

ფერების თამაშითა და ინდივიდუალური ხასიათით შექმნილი ნამუშევრები – ელენე სხვიტარიძის თავგადასავლებით აღსავსე პროფესიული გზა

სწორი განათების მნიშვნელობა ინტერიერსა და ექსტერიერში – კომპანია “Real Light”-ის კონცეფცია