in

კრისტოფერ რენი — არქიტექტორი დარგის ფორმალური განათლების გარეშე

კრისტოფერ რენი — არქიტექტორი, რომელიც ლონდონის მრავალი ეკლესიის პროექტით არის ცნობილი, 1632 წლის 20 ოქტომბერს ინგლისში დაიბადა.

იმდროინდელი კულტურის მიხედვით, მან ადრეული განათლება კლასიკურ სტილში მიიღო, ასევე ასტრონომიისა და ფიზიოლოგიის შესწავლა დაიწყო. კრისტოფერმა ოქსფორდი 1953 წელს მაგისტრის ხარისხით დაამთავრა, 1661 წელს სამოქალაქო სამართლის დოქტორის ხარისხი მოიპოვა და ლონდონში, გრეშემის კოლეჯში ასტრონომიის პროფესორად დაიწყო მუშაობა.

კრისტოფერის არქიტექტურისადმი ინტერესი ფიზიკისა და ინჟინერიის შესწავლის დამსახურებაა. მას არქიტექტურაში რაიმე ფორმალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ამ პროფესიას იტალიური და ფრანგული ტრაქტატების, ნიმუშების წიგნების შესწავლით დაეუფლა. 1664-1965 წლებში რენმა ოქსფორდსა და კემბრიჯში რამდენიმე არქიტექტურული პროექტი განახორციელა, რითაც არქიტექტურის პრაქტიკულ სამყაროში შეაღწია. 1665 წელს მან ამ მიზნით იმოგზაურა, რვა თვის განმავლობაში დარჩა საფრანგეთში, სადაც რამდენიმე წამყვან ფრანგ და იტალიელ არქიტექტორებს შეხვდა.

წმინდა ვედასტის ეკლესია
წმინდა კლემენტის ეკლესია, ლონდონი
წმინდა მერი-ელ-ბოუს ეკლესია

1665 წელს ლონდონის დიდმა ხანძარმა კრისტოფერს საშუალება მისცა, თავისი შესაძლებლობები გამოევლინა და მან დაზარალებული ტერიტორიის აღდგენის გეგმები წარმოადგინა. თუმცა, სამწუხაროდ, მისი შეთავაზებები უარყოფილ იქნა, რადგან მფლობელებს მიწების დათმობა არ სურდათ. კრისტოფერმა იმედი არ დაკარგა და შემდგომში 51 ეკლესია ააშენა. 1669 წელს მან კიდევ ერთი შანსი მიიღო და სამეფო სამუშაოების ამზომველად დაინიშნა. შედეგად მან ქვეყანაში ყველა სამთავრობო მშენებლობაზე მოიპოვა კონტროლი.

მიუხედავად არქიტექტურული პროექტებით დაკავებისა, კროსტოფერს სამეცნიერო საქმიანობა არ მიუტოვებია. მოგვიანებით, მან სამეფო სასახლეების დაპროექტების შესაძლებლობაც მიიღო და შემდეგ იგი გახდა ცნობილი, როგორც სასახლის არქიტექტორი. Hampton Court-ის სასახლე მისი ცხოვრების ამ ეტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენობაა, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო მისი მშენებლობა შეჩერდა. ამის შემდეგ, 1694 წელს, კრისტოფერმა სამეფო საავადმყოფოს გეგმების შედგენა დაიწყო.

Hampton Court, ლონდონი
სამეფო ჰოსპიტალი, ჩელსი

სამეფო სტრუქტურების მშენებლობაში შეტანილი წვლილის შედეგად კრისტოფერს Hampton Court-ში სახლი გადაეცა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც კრისტოფერ რენი მოულოდნელად 1723 წლის 25 თებერვალს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი უდიდესი ქმნილებაა წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა პარიზშიც კი, იქ, სადაც ინგლისურ არქიტექტურას არ აღიარებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კრისტოფერის მიერ აშენებულმა ეკლესიებმა არქიტექტურულ სამყაროში ღრმა კვალი დატოვა, მისი გარდაცვალების შემდეგ ახალი თაობის არქიტექტორებმა რენის იდეები უარყვეს და მათ არაკლასიკური უწოდეს.

წმინდა პავლეს ტაძარი
წმინდა ჯეიმსის ეკლესია, ლონდონი
გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია
ემანუელის კოლეჯის სამლოცველო

რენის ბიბლიოთეკა, კემბრიჯი

სამზარეულოს განახლება — 5 რამ, რაც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ

სკანდინავიური სტილის ბინა ქართული შტრიხებით მცხეთის ქუჩაზე – სტუდია SAMI-ის ნამუშევარი