in ,

Yes is more – არქიტექტორ ბიარკე ინგელსის ფილოსოფია

Alliance Group
Alliance Group

დღეს ძალიან ცოტა არქიტექტორი იქცევს იმდენ ყურადღებას, რამდენსაც 46 წლის ბიარკე ინგელსი, რომელიც ბოლო პერიოდში ნიუ იორკში დასახლდა და თავისი ფუტურისტული პროექტებით ამერიკელ არქიტექტორებსაც ცდილობს ასწავლოს როგორ მოიქცნენ თავიანთ ქვეყანაში.

ბიარკე ინგელსი დაიბადა 1974 წელს კოპენჰაგენში, მისი მამა იყო ინჟინერი, დედა კი სტომატოლოგი. ინგელსის ბავშვობის ოცნება იყო შეექმნა ანიმაციური ფილმები, ამიტომ ბავშვობიდან ბევრს ხატავდა და ცდილობდა თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გაეუმჯობესებინა. 1993 წელს დანიის ხელოვნების სკოლაში ჩააბარა არქიტექტურის ფაკულტეტზე, მესამე კურსზე თავისი პირველი საკონკურსო პროექტი მოიგო და აქედან იწყება მისი არქიტექტურული პრაქტიკა. ის ცნობილ არქიტექტორ რემ კულჰაასთანაც მუშაობდა სანამ თავის არქიტექტურულ ოფისს დაარსებდა.

2017 წელს კოპენჰაგენის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ ჩამოსრიალებულიყვნენ  30 000 კვადრატული მეტრი ფართობის დახრილი გადახურვიდან, რომელიც არქიტექტურულმა ოფისმა BIG-მა შექმნა თავისი პროექტისთვის. ბიარკე ინგელსი გამოირჩევა ინოვაციური, ფიქციური პროექტებით. როგორც ამბობენ, არავინ არის ისეთი თამამი ფორმებთან მიმართებით, როგორიც ეს დანიელი არქიტექტორი.

BIG’s Amager Bakke Waste-to-Energy Plant, Copenhagen

არქიტექტორის შემოქმედებაში ვხვდებით ხელოვნების, არქიტექტურის ბუნებისა და ურბანიზმის ძალიან საინტერესო წონასწორობას. ის ცდილობს სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით შექმნას ფორმები, რომლებიც ინოვაციურთან ერთად საკმაოდ პრაქტიკულიც არის. ამის გარდა, მისი თქმით, კლიმატის ცვლილება ძალიან დიდ გავლენას ახდენს არქიტექტურაზე. “შენობები უნდა პასუხობდნენ ადგილობრივ გარემოსა და კლიმატს, რათა ადამიანებისთვის ფუნქციურად  ვარგისნი გახდნენ”. ბიარკე ინგელსს ასევე უწოდებენ მომავლის არქიტექტორს, მან 2014 წელს გამოუშვა ვიდეო სახელად – Worldcraft 2014 სადაც ნაჩვენები იყო მომავლის სცენარები და შეთავაზებული კონცეფციები სხვადასხვა არქიტექტურული საკითხებისთვის. არქიტექტორს ამ საკითხთან დაკავშირებით ორი წიგნიც აქვს გამოცემული, რომლებშიც კარგად აღწერს თავის არქიტექტურულ ფილოსოფიას.

Superkilen by BIG, Topotek1 and Superflex, Copenhagen

ბიარკე ინგელსმა ჟურნალ TIME-თან ინტერვიუში ახსენა, რომ იცის რა კრიტიკაც მოყვება მის თამამ პროექტებს, მაგრამ ამაზე ფიქრის ნაცვლად ის და მისი გუნდი მობილიზებული არიან ახალი გადაწყვეტების ძიებაზე. “იმის მაგივრად, რომ იმაზე ვიფიქროთ, რატომ სხვა არავინ აკეთებს ამას, ჩვენმა ოფისმა გადავწყვითეთ ეს ყველაფერი ჩვენით გავაკეთოთ. ამ ყველაფრს მხოლოდ მაშინ ექნება გავლენა, თუ საკმარის ყურადღებას მიიქცევს, როგორც კოლაბორაციის და ხელის შეწყობის, ასევე კრიტიკის კუთხით” – ამბობს ინგელსი.

“როდესაც ვფიქრობ კოპენჰაგენზე, ვფიქრობ იმაზე თუ როგორ შეიძლება მდგრადობის შენარჩუნება და როგორ უნდა იყოს ტექნოლოგია ცხოვრების დონის გამაუმჯობესებელი ხელის შემშლელის ნაცვლად. მდგრადობა (Sustainability) ხშირად არასწორად ესმით: ფიქრობენ, რომ რაღაცაზე უარი უნდა თქვა, რომ ეს მახასიათებელი შეინარჩუნო და ამ შემთხვევაში ცხოვების ხარისხს ვერ გაიუმჯობესებ. ამ მიმართულებას თუ სწორად მიმართავ შეიძლება ძალიან კარგი შედეგი მიიღო, მაგალითად როგორიც მოხდა Par-ის შემთხვევაში კოპენჰაგენში, როდესაც მაცხოვრებლების 37% ველოსიპედზე გადავიდა და აღარ კარგავდნენ დროს საცობებში, დაბინძურების შემცირებით კოპენჰაგენის ნავსადგურში წყალი იმდენად გასუფთავდა, რომ დღეს იქ ცურვაც შესაძლებელია. მსგავსი მიდგომები მუშაობს არქიტექტურაშიც, ჩვენ შევქმენით სახლის პროექტი დიდი რაოდენობით პარკინგის ადგილებით, სადაც პარკინგის სივრცე ერთგვარ მთას ქმნის, შესაბამისად თითოეულ სახლს თავისი ეზო გამოსდის.”

79&Park, Stockholm

LEGO House, Billund

VIA 57 West, New York, NY, United States

 

 

 

 

 

ბინის დაზღვევა ბევრად მეტია, ვიდრე გეგონა

ელსი დე ვულფი – დიზაინერული პროფესიის ლეგენდარული ფუძემდებელი