კრწანისი გრანდე პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თბილისის ელიტარულ უბანში, კრწანისში მდებარეობს. პროექტი დეველოპერული კომპანია გრანდე ჯგუფის მიერ ხორციელდება. კომპლექსი ხუთი საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება. A/B ბლოკების მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს C ბლოკის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2 წელიწადში სრულდება.
კონცეფცია:
„კრწანისი გრანდე“ წარმოადგენს პრემიალური კლასის საცხოვრებელ უბანს კრწანისში და ყველაზე ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს თბილისის ცენტრალურ უბანში საცხოვრებლად. პროექტის კონცეფცია სრულად პასუხობს თანამედროვე და კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას.
10000 კვადრატული მეტრი კომპლექსში ეთმობა სარეკრეაციო ზონას, სადაც მოეწყობა მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა საჭიროების სივრცეები. საპიკნიკე და მოსასვენებელი ზონები, ბავშვთა გასართობი მოედნები, ველობილიკები, სივრცე შინაური ცხოველებისთვის დ.ა.შ. პროექტში დამოუკიდებელი შენობა ეთმობა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, სადაც განთავსდება სპა, სატრენაჟორო დარბაზი, ღია და დახურული ტიპის აუზები.
პროექტი შემუშავებულია ისე, რომ ყველა საცხოვრებელი ბინიდან იშლება ხედები ქალაქსა და მთებზე. გარემოსთან სწორად პროექტირებულ ნაგებობაში ხარისხი გარანტიაა რომელსაც კრწანისი გრანდეს მაცხოვრებლები იღებენ. შენობა 100% ენერგოეფექტურია და გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სერთიფიცირებული სამშენებლო მასალები.
კრწანისი გრანდე მობინადრეებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ყველა სერვისით ერთ სივრცეში ( ბანკი, აფთიაქი, სუპერმარკეტი…) და იცხოვრონ ქალაქის ცენტრში მშვიდ და ჯანსაღ გარემოში.
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
მიწის საერთო ფართი: | 22000 კვ.მ |
ბინების რაოდენობა: | 320 |
სართულების რაოდენობა: | პროექტი შედგება 5 საცხოვრებელი ბლოკისგან. სართულების რაოდენობა არის 9. |
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: | 44 კვ.მ |
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: | 240 ( შესაძლებელია ბინების გაერთიანება ) |
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: | 6.3 კვ.მ |
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი: | 525 კვ.მ |
ჭერის სიმაღლე: | 3 მეტრი |
კომერციული ფართები: | ტერიტორიაზე არის კომერციული ფართები, სადაც განთავსდება ყოველდღიური საჭიროების ობიექტები. ბანკი; აფთიაქი; სუპერმარკეტი; კვების ობიექტები |
საქვაბე და საერთო ტექნიკური სივრცეები : | + |
შიდა ეზო: | 10 000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცე. სივრცეში განთავსდება საპიკნიკე ზონა, ბავშვთა გასართობი სივრცეები, მოსასვენებელი და სასეირნო ადგილები, სპეციალური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის. ასევე ტერიტორიაზე დამოუკიდებელი შენობა ეთმობა სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს, სადაც განთავსდება ფიტნეს დარბაზი, ღია და დახურული ტიპის აუზები და სპა. |
გამოყენებული სამშენებლო მასალა: | ბეტონი და ცემენტი – ჰაიდელბერგი. პრემიუმ ხარისხის უკრაინული არმატურა “კრივოიროგი”. “დოკა” – მაღალი ხარისხის საყალიბე მასალები. ფასადი შეფუთულია სრულად ვენტილირებადი კომპაქტ ლამინატის პანელებით. გამოყენებულია ბედეგის სამშრიანი ბლოკი. კიბის უჯრედში დამონტაჟებულია უჟანგავი ფოლადის მოაჯირები და სახელურები. იატაკში დაგებულია 7მმ პანეტის ფირმის ხმის და თბოსაიზოლაციო მასალა. ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები არის ალუმინის მაღალი ხარისხის პროფილებით და გერმანული ზიგენიას ფირმის ასესუარებით.კორიდორებში, კიბის უჯრედებში და საფეხურებზე დაგებულია იტალიური კერამოგრანიტის ფილები. ფასადის შუშები არის გარდიანის ფირმის ენერგოეფექტური მინებით. |
კარ–ფანჯარა: | ალუმინის ორმაგი მინაპაკეტის კარ-ფანჯარა.სრულად ვენტილირებადი და ენერგოეფექტური |
ფასადის მოპირკეთება: | 100% ენერგოეფექტური |
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა: | + |
ლიფტები: | თანამედროვე, უსაფრთხო პრემიუმ ხარისხის ფრანგული ლიფტები “ოტისი” |
სადარბაზოს ცენტრალური საერთო სივრცე: | ლობის ტიპის სადარბაზო |
ავტოსადგომი: | თითოეულ ბლოკში 3 დონიანი საპარკინგე სივრცე |
ჩაბარების პირობა: | მწვანე კარკასის კონდიცია
|
დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: | სერვის მენეჯერის მომსახურება ; 24/7 დაცვის სამსახური; ლანდშაფტის მოვლა პატრონობა; სადარბაზოების, ლიფტების დასუფთავება. |
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.მ): | 1600 -2300 $ |
ფასების დიაპაზონი აივნებსა და ტერასებზე (1 კვ/მ) | არ განსხვავდება საცხოვრებელი ფართის ფასებისგან; დიდი ზომის ტერასებზე ინდივიდუალური ფასი მოქმედებს. |
ფასების დიაპაზონი კომერციულ ფართებზე (1კვ/მ): | კომერციული ფართები გაიცემა იჯარით |
ავტოსადგომის საფასური: | 22 000 $ |
გადახდის პირობები: | ბინის შეძენა შესაძლებელია ერთიანი გადახდით, იპოთეკური სესხით ან 0% შიდა განვადებით. ერთიან გადახდაზე მოქმედებს ინდივიდუალური ფასდაკლება. |
პროექტის უნიკალურობა: | იდეალური გარემოს კონცეფცია თბილისის ცენტრალურ უბანში, კრწანისში დასახლებისთვის ( აბანოთუბნიდან 3 კმ) .
გრანდე ჯგუფის პრემიალური ხაზის პროექტი, კრწანისი გრანდე, რომელიც თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო, ყველა მოთხოვნას პასუხობს და მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებელი სივრცეთა ერთობლიობაა. კრწანისი გრანდე აერთიანებს ადამიანების ინტერესებს, სურვილებსა და მიზანს უკეთესი და თანამედროვე ცხოვრებისთვის. |
დამატებითი ინფორმაცია “კრწანისი გრანდეს” შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე: