in

პრაქტიკული რჩევები აუზის მოწყობისათვის

ეზოში აუზის არსებობა ნებისმიერი სახლისთვის უპირატესობაა. ის ოჯახისთვის არა მხოლოდ დროის კარგი გატარების ადგილია, არამედ მნიშვნელოვანი ესთეტიური შტრიხი, რომელიც ხშირად ეზოს ცენტრალურ ელემენტად გვევლინება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არასათანადოდ შერჩეულ აუზს ეზოში ჰარმონიის დარღვევა შეუძლია, ამიტომ მისი მდებარეობის, ფორმისა და მასალების არჩევა  განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოხდეს. უმჯობესია, თუ აუზი მოეწყობა დანარჩენ ბაღთან ერთად, ამგვარად თქვენ შეძლებთ  ის სხვა ობიექტებსა და ეზოს შენობებს საუკეთესოდ მოარგოთ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აუზის ფორმის არჩევაა.  ყველაზე პოპულარული ფორმებია კლასიკური სწორკუთხა, მომრგვალებული ან მახვილი კუთხეებით, ბარელის ფორმა, რვიანის ფორმა,  L -ფორმა. ყველა ეს ფორმა მოსახერხებელია ცურვისთვის, აუზებს ასევე ცალკეული მომცრო მონაკვეთები გააჩნია, რომლებიც დასვენებისთვისა და ბავშვების სათამაშოდ არის განკუთვნილი.

ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული თავისუფალი ფორმის აუზები ხდება, რომლებიც თავისი ფორმითა და მოხაზულობით ბუნებრივ გუბურებს მოგვაგონებს. ისინი იდეალურად ერგება ეზოს ლანდშაფტს და ბუნების განცდას ამძაფრებს.

როგორც წესი, აუზის ფორმა მისი სახლიდან დაშორების მიხედვით დგინდება. თუ აუზი უშუალოდ სახლთანაა, მაშინ ის შენობის არქიტექტურას უნდა მოერგოს. ამ შემთხვევაში აუზებს კლასიკური სწორი ან მომრგვალებული ფორმაბი აქვთ, რომლებიც სახლის სილუეტს შეესაბამება. თუ აუზი ბაღის სიღრმეშია, მაშინ უმეტეს შემთხვევაში უპირატესობა თავისუფალ ფორმებს ეძლევა.

მნიშვნელოვანია გარემო, სადაც აუზია განთავსებული. მინიმალიზმის მოყვარულთათვის მხოლოდ აუზის არსებობაც კმარა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში დასრულებული ფორმის მისაცემად აუზს შესაბამისი დეკორი ესაჭიროება. ყველაზე მარტივი, ბასეინის ირგვლივ მოწყობილი მოედანია დივნებით ან შეზლონგებით.

აუზის დეკორის ელემენტებია ასევე ქვებისგან გაკეთებული სხვადასხვა კომპოზიციები, ჩანჩქერები, შეფერვა, სხვადასხვა მცენარეები, ფარდულები, ცეცხლი და დეკორის სხვა მრავალი ხერხი, რომლებიც აუზთან დასვენებას უფრო სასიამოვნოსა და შინაარსიანს ხდის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია აუზის სტილიც, რომელიც მასალებისა და დეკორის გამოყენების გზით სახლისა და მთელი ეზოს სტილისტიკას უნდა შეესაბამებოდეს. ყველაზე მეტად გავრცელებულია ტრადიციული სტილი. აუზი ამ შემთხვევაში, როგორც წესი, კლასიკური ფორმისაა და მოპირკეთების ჩვეული მასალები აქვს – ნატურალური ქვა, ხე, ფილა. ხშირად აქ არის წამოწეული მოედანი სპას განსათავსებლად, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის აუზს.

თანამედროვე სტილის აუზები ხასიათდება მკაფიო და მარტივი ხაზებითა და ფორმებით. ამ სიმარტივის შესანარჩუნებლად აუზებში ჯებირები ძალიან პატარა ან ფაქტიურად შეუმჩნეველი კეთდება. სხვადასხვა სპა-დეტალები (მაგალითად ჯაკუზი) ჩაშენებულია, მასთან ერთ დონეზეა განლაგებული და გამოყოფილია ჯებირების მეშვეობით. მოდერნის სტილში, აუზებისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებად მასალებს, შეუღებავი ბეტონი და ხე წარმოადგენს, თუმცა აქ შესაძლებელია მოზაიკური ელემენტების არსებობა და ნათელი ფერების გამოყენება.

აუზის მოპირკეთებაში, ხმელთაშუა ზღვის სტილი, ტრადიციული მასალების მეშვეობით იქმნება. ესენია კერამიკული ფილა და ნატურალური ქვა, ასევე მოზაიკა და წყლის ჩანჩქერები. ხმელთაშუაზღვის სტილის აუზის კიდევ ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ლაჟვარდოვანი ფერის წყალია.

აუზებისათვის კიდევ ერთი პოპულარული სტილი – ტროპიკულია. ამ სტილში გაფორმებული აუზები, ყველაზე მეტად უწყობს ხელს მოდუნებასა და დასვენებას. ნებისმიერ ეზოში ეგზოტიკური კუნძულის ან ოაზისის ატმოსფერო შემოაქვს. ტროპიკული სტილისთვის დამახასიათებელია თავისუფალი ფორმა და მოზაიკა, ტროპიკული მცენარეები, პალმები, ასევე კომპოზიციები ქვებისგან და ჩანჩქერებისგან.

IKEA – ინგვარ კამპრადის ავეჯის იმპერია

მარტოხელა სუპერგმირის ბინა ტაივანში