ქვეყნის ეკონომიკაში მშენებლობას და უძრავი ქონების განვითარებას დიდი წვლილი შეაქვს. სწორედ ამიტომ, პროექტირების ეტაპზე არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ეფექტურ თანამშრომლობასა და ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
თუმცა, ხშირად ხდება ისე, რომ არქიტექტურული და კონსტრუქციული მიმართულებები არასინქრონულად, ცალ-ცალკე მუშაობენ, რაც, საბოლოო პროექტში ხარვეზების გამომწვევი ხდება. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად teamtwo-მ არქიტექტურული და კონსტრუქციული მიმართულებები გააერთიანა და დამკვეთს ერთიანი სერვისი შესთავაზა.
თუმცა, ამავე პროცესში კომპანიის კონსტრუქტორთა გუნდი მნიშვნელოვნად გაიზარდა და განვითარდა, რამაც მათ უბიძგა, რომ კონსტრუქციული სერვისი ცალკეული ფორმითაც ხელმისაწვდომი გაეხადათ არქიტექტურული კომპანიებისთვის. teamtwo-ს კონსტრუქტორებს არქიტექტორებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ.
რა გამოწვევები იჩენს თავს არქიტექტორებსა და კონსტრუქტორებს შორის თანამშრომლობის პერიოდში და რა საჭიროებებით ხასიათდებიან არქიტექტორები ამ პროცესში? ამ თემებზე teamtwo-ს გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი, ირაკლი გოგოხია საუბრობს:
საქართველოში არქიტექტორსა და კონსტრუქტორს შორის თანამშრომლობის ორნაირი პრაქტიკა არსებობს: 1. ერთჯერადი თანამშრომლობა და 2. ხანგრძლივი პარტნიორობა.
პირველ შემთხვევაში სცენარი, ძირითადად, ამგვარად ვითარდება: არქიტექტორი მუშაობს დამოუკიდებლად, საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე. ამ პროცესში ხშირად ის თავდაპირველ კონსტრუქციულ ელემენტებს პროექტში საკუთარი გადაწყვეტილებით სვამს და შემდეგ უკვე, დამკვეთთან ათანხმებს პროექტს. ამის შემდეგ კი პროექტი კონსტრუქტორთან ხვდება.
კონსტრუქტორი, თავის მხრივ, აანალიზებს არქიტექტურულ პროექტს, რომელსაც უნდა მოარგოს კონსტრუქციული გადაწყვეტები. ხშირ შემთხვევაში, კონსტრუქციული გადაწყვეტები იწვევს არქიტექტურულ პროექტში გარკვეული კომპონენტების ცვლილებას, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, იქონიოს ზეგავლენა შენობის არქიტექტურულ იერსახეზე. ხშირად ეს პროცესი არქიტექტორის გაფრთხილების გარეშე, ან სულაც აუხსნელად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, პროექტში ჩნდება ხარვეზები, რაც მშენებლობაში აცდენებს იწვევს.
გარდა ამისა, როგორც წესი, კონსტრუქტორები და არქიტექტორები სხვადასხვა პროგრამებით მუშაობენ – არქიტექტორების უმეტესობა იყენებს archicad-ს, ხოლო კონსტრუქტორები – autocad-ს. როდესაც ორ სხვადასხვა პროგრამაში იხაზება ერთი პროექტი, არქიტექტორს ორივე პროგრამაში უწევს დახაზული ფაილების ერთმანეთთან შედარება, რათა ნახოს, არის თუ არა თანხვედრა მათ შორის. ეს პროცესი კი დროისა და შრომის დიდ რესურსს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ამას ხშირად არქიტექტორები ვერ ახორციელებენ, რაც, საბოლოო ჯამში, მშენებლობის პროცესში აცდენებს იწვევს.
მესამე შემაფერხებელი ფაქტორი კი ის არის, რომ ხშირად პროექტების შეუთავსებლობის გამო დისკუსია იწყება არქიტექტორსა და კონსტრუქტორს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, დროში წელავს პროცესს და ზარალდება დამკვეთი.
საბოლოო ჯამში, ხშირად ხდება ისე, რომ ორივეს ნამუშევარი იკინძება და დაუსრულებელი/არასრულყოფილი პროექტი იგზავნება მშენებელთან.
მსგავსი ბარიერები მხოლოდ იმ შემთხვევაში მცირდება, როდესაც კონსტრუქტორთან არქიტექტორი გრძელვადიანად თანამშრომლობს. ასეთ შემთხვევაში, ისინი ერთმანეთის ხელწერებს უკვე ცნობენ და აქვთ სწორი მოლოდინები იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას ჩადებენ ისინი პროექტში თავიანთი მიმართულებების შესაბამისად.
კონსტრუქტორებთან მუშაობის პერიოდში რომელ საჭიროებებს გამოხატავენ არქიტექტორები, უმეტესწილად?
კიდევ ერთი ფაქტორია კონსტრუქტორის მხრიდან არქიტექტორისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. ხშირად კონსტრუქტორები არ აწვდიან ახსნა განმარტებას, თუ რა ცვლილება განახორციელეს პროექტში და ისე აგზავნიან პროექტს არქიტექტორთან. საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია და ერთმანეთთან ცვლილებების შეთანხმება, რადგან ყველა არქიტექტურულ გადაწყვეტას სჭირდება კონსტრუქციული გადაწყვეტა.
რა მიდგომით მუშაობს teamtwo არქიტექტორთან, როცა მას პროექტი გარკვეულწილად უკვე დამუშავებული აქვს?
ჩვენმა კონსტრუქტორების გუნდმა დაახლოებით ათი წელი იმუშავა სხვა არქიტექტორების პარტნიორებად და ამჟამადაც ვთანამშრომლობთ რამდენიმე არქიტექტურულ კომპანიასთან თუ არქიტექტორთან. ეს კომპანიები და ადამიანები მუდმივად ჩვენთან თანამშრომლობენ და სწორედ ამიტომ ერთმანეთის ხელწერას უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ, რაც ნაკლებ პრობლემას გვიქმნის პროექტზე მუშაობისას.
ხოლო როცა ახალ არქიტექტორებთან გვიწევს მუშაობა, მათი მოტანილი პროექტის საფუძველზე და იმაზე დაკვირვებით, თუ რამდენად გათვალისწინებულია კონსტრუქციული მიმართულება, უკვე ვხვდებით, რამდენად გამოცდილია ეს არქიტექტორი. შემდეგ უკვე შენიშვნებს მას რეპორტის სახით ვუგზავნით, რაშიც ძალიან დიდი დრო და რესურსი იხარჯება, თუმცა, ამით მათ ვახვედრებთ, რომ ბოლომდე ჩართულები ვართ პროექტში და აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტას ვუსაბუთებთ მათ.
ხოლო თუ რაიმე არქიტექტურული გადაწყვეტა აკლია პროექტს, ვთხოვთ, რომ გაითვალისწინოს, რათა ამ გადაწყვეტას კონსტრუქციული ნაწილიც მიჰყვეს შემდგომში.
საბოლოო ჯამში, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვაქვს სქემა, ვხვდებით, როგორ უნდა ვემუშაოთ არქიტექტორებს, ყველა სალაპარაკო ენას (პროგრამულ უზრუნველყოფებს) ვიცნობთ და სწორედ ამიტომ, არქიტექტურულ კომპანიებს ეფექტურად ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ვეთანამშრომლოთ მათ ამ მეთოდებით.
საბოლოოდ, რა პროდუქტს იღებს არქიტექტორი teamtwo-ს კონსტრუქტორებისგან?
არქიტექტორი ჩვენგან იღებს სრულ კონსტრუქციულ პროექტს, რომელშიც ასახულია ყველა კონსტრუქციული გადაწყვეტა საიმისოდ, რომ მშენებლობა წარიმართოს საქართველოში არსებული ნორმებისა და წესების დაცვით. პროექტს თან ვაყოლებთ განმარტებით ბარათს, სადაც დასაბუთებულია ყველა გადაწყვეტა. გარდა ამისა, ჩვენს პროექტებს ყოველთვის მაღალი დეტალიზაცია ახასიათებთ ნახაზებში, რაც მშენებლებს მნიშვნელოვნად უმარტივებს საქმიანობას.
რაც შეეხება არქიტექტორს, მისთვის მინიმუმამდეა დასული იმის ალბათობა, რომ კონსტრუქციული პროექტი აცდენილი იქნება თავის პროექტს. თუ მისი მხრიდან ინფორმაცია სინქრონულად არის მოწოდებული, აბსოლუტურად ყველაფერი დაემთხვევა კონსტრუქციული კუთხითაც.
[პარტნიორის კონტენტი]