ახალი წლის მოახლოებას ყველა ჩვენგანი განსაკუთრებით ელოდება და აღნიშნავს. ეს არის მოვლენა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დიდი მოლოდინებითა და სიხარულით ხვდებიან და ამ სასიამოვნო განწყობას ინტერიერისა თუ ექსტერიერის მორთვაშიც გამოხატავენ. სადღესასწაულო დეკორაცია ადამიანებს აღფრთოვანებასა და სასიამოვნო ემოციებს ჰგვრის, მათ საზეიმო ატმოსფეროს გარშემო აერთიანებს და ამ მოლოდინს უფრო ამაღლებულსა და გრანდიოზულს ხდის. აქედან გამომდინარე, დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, საახალწლო დეკორაციები გვხვდება არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში, არამედ სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაშიც. ამ მხრივ არც ჩვენი ქალაქია გამონაკლისი და დღეს სწორედ ის ობიექტები გვინდა გაგაცნოთ, რომელთა მორთულობამ წელს ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია.
საბავშვო მაღაზია MON CHOU
ჯადოსნურად გაფორმებული საბავშვო მაღაზია MON CHOU, მნახველის ყურადღებას განსაკუთრებულად მორთული ვიტრინიდან იპყრობს და ამ ზღაპრულ გარემოში შესვლისკენ უბიძგებს. ფერადი და საზეიმოდ მოწყობილი ინტერიერი კი ბავშვებსა და მოზარდებს დაუვიწყარ, შთაბეჭდილებებით აღსავსე ემოციებს ჰგვრის. საახალწლო დეკორაციაზე კომპანიის დამფუძნებელთან – მარიკა ვახტანგიშვილთან და მის გუნდთან ერთად, დოდოშკა ჩხეიძემ, დიზაინ სტუდია “DODO Designs”-მა იზრუნა.
სმარტ კაპიტალ ჯგუფი
“სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის” მნიშვნელოვანია თანამშრომლებსა და ნებისმიერ ვიზიტორს ყოველწლიურად სადღესასწაულო გარემო შეუქმნას. სწორედ ამიტომ, ისინი გრანდიოზულად რთავენ ინტერიერის. საახალწლო მორთულობა და ისტორიული შენობის არქიტექტურა ზღაპრულ გარემოს ქმნის. დეკორაციაზე, კომპანიის გუნდთან კოლაბორაციით, დეკორატორებმა ნინო გეთიაშვილი, მზიკო კალანდაძემ და ნანიკო თაყაიშვილმა იმუშავეს.
გასტრონომი
“გასტრონომი” კიდევ ერთი სივრცეა, რომლის დეკორაციაზე დოდოშკა ჩხეიძემ იმუშავა. კომპანიის კონცეფცია და საახალწლო თემატიკა იდეალურად არის ერთმანეთთან შეხამებული, შედეგად კი გამორჩეულ სადღესასწაულო დიზაინს ვიღებთ, რომელიც ნებისმიერ მნახველს ხიბლავს და საახალწლო განწყობას უმაღლებს.
მეამა
ნამდვილი სადღესასწაულო ზეიმი “მეამას” სივრცეშიც იგრძნობა. მდიდრული, ელეგანტური, დახვეწილი და ზღაპრული ინტერიერი თუ ექსტერიერი შობა-ახალი წლის მოლოდინებს უფრო ამაღელვებელს ხდის და თითოეულ თანამშრომელსა და ვიზიტორს ამ დღესასწაულის გარშემო აერთიანებს.
პური გულიანი
“პური გულიანი”-ს საახალწლო დეკორაცია ნებისმიერი მნახველისა და სტუმრისთვის ვიზუალურად მიმზიდველი და სადღესასწაულო განწყობის შემქმნელია. ფერადი ბურთები და ლამაზად გაფორმებული ნაძვის ხე ნამდვილ საშობაო ატმოსფეროს ქმნის.
კავკასიის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტის დეკორაცია ნამდვილ საახალწლო ზღაპარში გაგრძნობინებთ თავს. ყოველწლიურად გამორჩეული ინტერიერი და სადღესასწაულო მორთულობა მნახველში აღფრთოვანებას იწვევს. წითელი ხალიჩა, ოქროსფერი განათება, ლამაზად გაფორმებული ნაძვის ხეები, ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ და დღესასწაულისთვის განგაწყობთ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს განსაკუთრებულად მორთო შენობა. დათოვლილი ნაძვის ხეები, განათებები და საახალწლო დეკორაცია, ჰარმონიულად ესადაგება ნაგებობის ინტერიერს. განსაკუთრებულ ყურადღებას ცენტრალური ნაძვის ხე იქცევს, სადაც სტუდენტებს საკუთარი სურვილების გამოხატვა შეუძლიათ და ეს ელემენტი კიდევ უფრო სადღესასწაულოს ხდის გაფორმებას.
თავისუფალი უნივერსიტეტი
თავისუფალმა უნივერსიტეტმა ძალიან სადა და დახვეწილი ნაძვის ხითა და საახალწლო დეკორაციით სტუდენტებს, პროფესორებსა და ნებისმიერ სტუმარს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა. ესთეტიკური და ვიზუალურად მიმზიდველი ცენტრალური ნაძვის ხე სიმყუდროვისა და სასიამოვნო ატმოსფეროს შეგრძნებას იწვევს.
PSP-ს სათავო ოფისი
წელს PSP-ს სათავო ოფისის ფასადი განსაკუთრებით მორთულია სადღესასწაულოდ და გამვლელის დიდ ყურადღებას იპყრობს. დეკორაციაში გამოყენებულია სათამაშო დათუნიები, საახალწლო განათება და ნაძვის ხეები, რომლებიც გამორჩეულ იერსახეს ანიჭებს ფასადს.
რესტორანი “ალუბალი”
სადა და დახვეწილი ინტერიერი თქვენს საახალწლო საღამოს, ნამდვილ დღესასწაულად გადააქცევს. “ალუბლის” სივრცეში გემრიელ კერძებთან ერთად, ლამაზად მორთული დეკორაციაც დაგხვდებათ.
რესტორანი შატო დე ვერე
რესტორან “შატო დე ვერეში” ეს ჯადოსნური და საოცარი გარემო, “ყვავილების მაღაზია ამელის” ფლორისტებმა შექმნეს და სივრცეს შთამბეჭდავი, საუცხოო იერსახე მიანიჭეს, რომლის ნახვა გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
ვოლვო ქარ საქართველო
კომპანია “ვოლვო ქარ საქართველომ” წელს ძალიან კრეატიული და ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო და საინტერესო კონცეფცია შეიმუშავა საახალწლო დეკორაციის გასაფორმებლად, რომელიც მნახველში ნამდვილ აღფრთოვანებას იწვევს.
რესტორანი ნინიას ბაღი
საშობაო განწყობას ქმნის რესტორანი “ნინიას ბაღის” სადღესასწაულო დეკორაცია, რომელიც სადა, დახვეწილ და მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. ეს ყოველივე კი ვიზიტორს ჰარმონიულობისა და ზეიმის განცდას უტოვებს.