ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სადღესასწაულო განწყობა მეამაში, ტრადიციულად, ოფისის განსაკუთრებულმა მორთულობამ შექმნა.
ოფისში შემოსვლისთანავე, მრავალფეროვან განათებებსა და ოქროსფრად მოციმციმე ნაძვის ხეებს შეამჩნევთ, რომელიც სივრცეს დამატებით სილამაზეს სძენს. წელს, საახალწლო ემოციები მეამას მთელ ოფისში ტრიალებს. შენობის ძირითადი ნაწილის გარდა, მორთულია ატრიუმები და ირგვლივ მდებარე ტყეც კი, სადაც ხეებს საზეიმო დეკორაციები ამშვენებს.
ოფისის სადღესასწაულო ფერები და სამუშაო სივრცეების თბილი თეთრი განათება, მთლიანობაში ულამაზეს გარემოს ქმნის.
ფოტოგრაფი: გიორგი მახარაშვილი