სრულიად სხვა მუხტი და ემოცია გეუფლება, როდესაც საკუთარი ხელით ქმნი ნივთს და სხვადასხვა გამოსადეგი თუ გამოუსადეგარი მასალისგან ახალ სიცოცხლესა და ფუნქციას ანიჭებ მას. DIY (do it yourself), რაც ქართულად ნიშნავს – „თავად გააკეთე“, აბრევიატურაა, რომელიც სწორედ ამ კონცეფციას გამოხატავს და გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ხელოსნის დახმარების გარეშე, ან გამზადებული პროდუქტის ყიდვის ნაცვლად, თავად აკეთებენ სხვადასხვა ნივთებს და ამ პროცესისგან უდიდეს სიამოვნებას იღებენ.
DIY-ის მთელი ხიბლიც სწორედ ამაშია – ეცადო თავად დაამზადო სასურველი საგანი და შემოქმედებითი საქმისგან სიამოვნება მიიღო. ამ კონცეფციის კიდევ ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ ის ფინანსურად მომგებიანია, რადგან ყიდვისა და ხელოსნის დაქირავების ნაცვლად, პროდუქტის შექმნა ხდება საკუთარი ხელით, რაც ზედმეტ დანახარჯს ამცირებს. ამასთანავე, ნებისმიერი ხელსაქმე ადამიანების დაკავშირებასა და ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას გულისხმობს, ამიტომ შეგიძლიათ საინტერესო და გამოსადეგი ნივთები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად დაამზადოთ, ამით კი კიდევ უფრო გაერთოთ და ისიამოვნოთ.
განსაკუთრებით სახალისო ამ მხრივ საახალწლო დეკორაციის დამზადებაა. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემას შევეხებით და გიამბობთ, თუ როგორ დაამზადოთ საკუთარი ხელით ძალიან საინტერესო, სადღესასწაულო დეკორი ნაკლები ძალისხმევითა და მინიმალური ფინანსური დანახარჯით.
ხელით დამზადებული ნაძვის ხე
თუ ნაძვის ხის ყიდვას ვერ ახერხებთ ან უბრალოდ დამატებით გსურთ სიახლე შემატოთ თქვენს საახალწლო ინტერიერს, მაშინ ხელით დამზადებული ნაძვის ხე, რომელიც საკმაოდ მარტივი და სახალისო გასაკეთებელია, იდეალური გადაწყვეტილება იქნება. ნივთის დასამზადებლად სულ რამდენიმე პროდუქტი დაგჭირდებათ, რომელსაც ჰიპერმარკეტ „დომინოში“ მარტივად იპოვით: ხის ჯოხი, ნაძვის ხის სათამაშო ბურთები და ვარსკვლავი, რომელსაც დეკორს თავზე დაამაგრებთ. ამ ნივთის დამზადებას მხოლოდ 5 წუთში შეძლებთ და პროცესითაც ისიამოვნებთ. ქვემოთ გთავაზობთ აღნიშნული დეკორაციის შექმნის დეტალურ ვიდეოს:
@dominodiy კიდევ რისგან გავაკეთო ნაძვის ხე? 🎄 #dominodiy #diy #christmasdiy
საახალწლო ტკბილეულის დეკორაცია
იმისათვის, რომ თქვენი საშობაო ინტერიერი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სადღესასწაულო გახდეს, განსხვავებული, უცხო და ამასთანავე საკუთარი ხელით შექმნილი დეკორაციის დამატება ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება. ახალი წელი ტკბილეულის გარეშე წარმოუდგენელია, მისი გამოყენება საახალწლო დეკორში კი კიდევ უფრო საზეიმოს გახდის სივრცეს. აქსესუარის დასამზადებლად სულ ორი პროდუქტი დაგჭირდებათ: ქაფი და ლენტი, რომელსაც ადვილად მიაგნებთ „დომინოს“ ქსელში და საყვარელ ადამიანებთან ერთად ინტერიერს ლამაზი, განსხვავებული დეტალებით მორთავთ. იხილეთ დეკორაციის შექმნის დეტალური ვიდეო:
@dominodiy რა დამიჯდა თქვენი აზრით? 🍭 #dominodiy #diy #christmasdiy
ხელით დამზადებული საახალწლო აქსესუარი
თუ ორიგინალურ და დასამახსოვრებელ საჩუქარს ეძებთ საყვარელი ადამიანისათვის, მაშინ ეს იდეა თქვენთვის არის. უმარტივესი და კრეატიული საჩუქრის დასამზადებლად მხოლოდ ჩარჩო და საღებავი დაგჭირდებათ, რომელთა არჩევანიც „დომინოს“ მაღაზიებში მრავლადაა და თქვენი ფანტაზიის გამოყენებით, სხვადასხვა დიზაინის მქონე საახალწლო აქსესუარს მარტივად დაამზადებთ. ამ ყველაფერში კი შემდეგი ვიდეო გიდი დაგეხმარებათ:
@dominodiy ხო საყვარელია?🥹🫶🏻 #dominodiy #diy #christmasdiy
ხელით დამზადებული ორიგინალური ბუხარი
ბუხარი ინტერიერში ის ელემენტია, რომელიც ზამთართან, მყუდროებასთან და ახალ წელთან ასოცირდება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეალური ბუხარი არ გაქვთ, გამოსავალი მაინც არსებობს: შეგიძლიათ თავად დაამზადოთ დეკორატიული ბუხარი, რომელიც ბევრად ბიუჯეტური იქნება. ამისვის სულ ორად ორი პროდუქტი დაგჭირდებათ: თბოიზოლაციის ფირფიტები და სილიკონის წებო. ამ მასალის მოძიება ჰიპერმარკეტ „დომინოში“ ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ბუხრის შექმნის ვიდეოინსტრუქცია კი ქვემოთ არის მოცემული:
@dominodiy გაჩვენოთ დეკორის ნაწილიც?🥹🫶🏻 #dominodiy #siy #christmasdiy #fireplacediy
სურნელოვანი სანთლების სადგამი
ახალ წელს ბევრად ზღაპრულსა და მისტიკურს ფერადი, სურნელოვანი სანთლების გამოყენება ხდის, რაც სასიამოვნო სუნთან ერთად, ოთახში სიმყუდროვისა და ინტიმურობის შეგრძნებას აძლიერებს. საკუთარი ხელით დამზადებული ორიგინალური სადგამები ახალ წელს ნამდვილად ჯადოსნურს გახდის განსაკუთრებით ჰარი პორტერის გულშემატკივრებისთვის. ამ ტიპის სადგამის დასამზადებლად შუშის ჭიქები და თაბაშირი დაგჭირდებათ, რომელსაც „დომინოში“ ადვილად მოიძიებთ სასურველ. იხილეთ დეკორაციის შექმნის დეტალური ვიდეო:
@dominodiy ვის უყვარს ზამთარი და ჰარი პოტერი?🧙♀️🪄 #dominodiy #diy #harrypotter
ჰიპერმარკეტი “დომინო”, რომელიც მშენებლობის, რემონტისა და მებაღეობისთვის საჭირო ნივთების დიდ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ საშოპინგო სივრცეს თბილისში, რადგან აქ რემონტისა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა პროდუქტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ენერგიას საყიდლების პროცესში. ამას გარდა, მომხმარებლის სრული კომფორტისთვის ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე მოწყობილია უფასო საპარკინგე ზონა, რომელიც 400-მდე ავტომობილზეა გათვლილი. „დომინოს” პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრი, თვალჭრელიძის ქ. N2; დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 25. გარდა ფილიალებისა, მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მაღაზიის ვებგვერდის მომსახურებითაც.