რომანტიკული ვახშამი, ოჯახური კერძები, მეგობრებთან შეკრება, სამაგიდო თამაშები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები — ყველა ამ მოვლენას სახლში, როგორც წესი, სასადილო ოთახი აერთიანებს. ეს სივრცე მთელი ინტერიერის ემოციური ცენტრია და ამ ფუნქციის ხაზგასმა დიზაინს შეუძლია. დღეს ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააფორმოთ სასადილო ოთახი თანამედროვე ტენდენციების მიხედვით.
განათება
სასადილო სივრცე შეიძლება წარმოადგენდეს განცალკევებულ ოთახს, სამზარეულოს გაფართოებას ან „კუნძულს“ სამზარეულოსა და მისაღები ოთახს შორის ღია დაგეგმარებით. თითოეულ ამ შემთხვევაში საჭიროა ცალკე განათების სცენარი. მაშინაც კი თუ მოგეჩვენებათ, რომ ოთახში ზოგადი განათება საკმარისია, სასადილო მაგიდის ზემოთ ნათურის საჭიროებას ნუ უგულებელყოფთ.
სანათი მოწყობილობების ჯგუფმა, ჭაღმა ან ერთმა სანათმა შეიძლება მთელი დეკორატიული დატვირთვა მიიღოს. ტენდენცია დიდი ზომის სანახაობრივი მოდელებია.
სფერული ნათურები მრგვალი მაგიდის ზემოთ ჰარმონიულად გამოიყურება, მაგრამ მაგიდის ფორმის გამოხმაურება აუცილებელი არ არის, მთავარია ის მაგიდის პროპორციული და სწორ სიმაღლეზე ჩამოკიდებული იყოს.
იმისათვის, რომ განათებამ მთელი ყურადღება თავისკენ არ მიიზიდოს, შეარჩიეთ თბილი, არც თუ ისე კაშკაშა განათება, რომელიც სანთლის შუქს მოგაგონებთ. ასეთი შუქი სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის — თეფშებზე დადებული კერძები უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურება, სუფრასთან შეკრებილთა სახეები კი უფრო გამომხატველად. კარგი იდეაა ისეთი სანათის შერჩევა, რომელიც სინათლის ინტენსივობის რეგულირების საშუალებას გაძლევთ.
ქვედა სივრცე
დეკორატიულად გაამაგრეთ სასადილო ოთახის ქვედა ნაწილი აქტიური ნიმუშის მქონე ექსპრესიული ხალიჩით, რომელიც შეიძლება სივრცის ზონირებისთვისაც გამოიყენოთ.
ოთახის ქვედა სივრცეზე ყურადღების გამახვილების კიდევ ერთი გზა სკულპტურული საყრდენის მქონე მაგიდის შერჩევაა, რომელიც ტრადიციული ოთხფეხა მოდელის მოდურ ალტერნატივას წარმოადგენს.
აქცენტი
სასადილო ოთახის დიზაინში მთავარი გმირის როლის პერსპექტიული კანდიდატი აქცენტის კედელია. აქცენტი შეიძლება კონტრასტული ფერის ან შპალერზე ექსპრესიული ნიმუშის საშუალებით გაკეთდეს. თუ სასადილო ოთახში ფანჯარა არ არის, კედელზე გამოსახული პეიზაჟი სივრცის ვიზუალურად გასახსნელად კარგი გამოსავალი იქნება. ამ ამოცანას ასევე შესანიშნავად გაუმკლავდება სარკე, რომელიც ოთახის ვიზუალურად გადიდებასთან ერთად, შუქსაც აირეკლავს.
განსხვავებული ელემენტების თავმოყრა
სასადილო მაგიდის ირგვლივ განსხვავებული სკამების თავმოყრა არა ახალი, არამედ აქტუალური დიზაინერული ხრიკია, რომელმაც თანამედროვე — ინტერიერის „თავმოყრის“ ტენდენციის საფუძველზე გაიდგა ფესვები.
მაგიდასთან განსხვავებული სკამების თავმოყრა ინტერიერს სიმკაცრისგან და კონსერვატიზმისგან ათავისუფლებს, სძენს მას ბოჰემურ, არაფორმალურ ატმოსფეროს.
თუ ძალიან მკვეთრი კონტრასტები თქვენს გემოვნებაში არ ჯდება, შეარჩიეთ სკამები, რომლებსაც რაიმე საერთო ნიშან-თვისება აქვთ.
თეფშები
კედლებს ასე ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში აფორმებდნენ. წარსულიდან დაბრუნებული ეს დეკორატიული ტექნიკა კვლავ პოპულარობას იძენს ეკლექტიკურ ინტერიერებში.
გაითვალისწინეთ, რომ ეს დიზაინერული ხრიკები შესანიშნავია მარტო ან წყვილებში გამოყენებისას, მაგრამ ინტერიერში ყველა მათგანის ერთად ინტეგრირება ვიზუალურ აურზაურს შექმნის.
რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი