in

რა უნდა ვიცოდეთ ბინის დაზღვევის შესახებ – რჩევები “ალდაგისგან”

ნებისმიერი ტიპის დაზღვევა წარმოადგენს ადამიანის ქონებრივი ინტერესების დაცვას გაუთვალისწინებელი მოვლენების დადგომისას. დღესდღეისობით ეს რისკების მართვის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტრუმენტია. კონკრეტულად ბინის ან უძრავი ქონების დაზღვევა გვიცავს იმ სარისკო შემთხვევებისგან მომავალში, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. როდესაც ბინას ვყიდულობთ, ვარემონტებთ, მასში ვდებთ საკმაოდ დიდ ფინანსურ და დროის რესურს. ისეთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა, როგორიც არის ხანძარი ან გაფუჭებული საინჟინრო სისტემა შეისაძლოა ეს ხარჯები გაგვიორმაგოს. ბინის დაზღვევის შემთხვევაში, ასეთ საკითხებზე არ ვნერვიულობთ, რადგან ამ შემთხვევაში დაცული ვართ ფინანსური რესურსის ანაზღაურებით.

ჩვენს კითხვებს ბინის დაზღვევასთან დაკავშირებით სადაზღვეო კომპანია “ალდაგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი – ქეთევან მაღალაშვილი პასუხობს:

-რას ნიშნავს ბინის დაზღვევა?
-ისევე როგორც ნებისმიერ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას, ბინასაც აქვს თავისი რისკები. სწორედ ამ რისკების აცილებას გულისხმობს ბინის დაზღვევა. მაგალითისთვის, თუ ფლობთ სახლს ან ბინას, სადაზღვევო კომპანია შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ სადაზღვევო პაკეტს, რომელიც მოულოდნელი ხარჯებისგან დაგიცავთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს საკუთრებას საფრთხე დაემუქრა (იმ შემთხვევაში თუ მოხდა ხანძარი, აფეთქება, წყლის ჩამოსვლა და ა.შ.). თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ, როგორც თქვენი საკუთარი ბინა, ასევე თქვენი მეზობლის ბინაც, რაც გაგათავისუფლებთ მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობისგანაც. პირობითად, წყლის ჩაშვების შემთხვევაში ალდაგი გაარემონტებს როგორც თქვენს ბინას, ისე მეზობლის ბინას. ბინის დაზღვევის ფასი ძირითადად დამოკიდებულია ბინის საბაზრო ღირებულებასა და კვადრატულობაზე. მეზობლობის დაზღვევა კი ცალკე შეგილიათ შეიძინოთ, მისი ფასი 5 ლარიდან იწყება და ეს მინიმალური თანხა საკმაოდ სერიოზული ფინანსური ზარალისგან გაგათავისუფლებთ.

-რამ გამოიწვია მოთხოვნა ბინის დაზღვევაზე?
-ეს მოთხოვნა გამოიწვია საჭიროებამ, რომ ბინის მფლობელი დაცული იყოს მოულოდნელი ფინანსური დანაკარგებისგან. ზოგადად, ბინის/სახლის დაზიანების ალბათობა მაღალია. უბრალოდ ცუდად შეკეთებულმა ონკანმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სახლის დატბორვა და მისი აღდგენა შესაძლოა იმ ლიმიტს აჭარბებდეს, რომლის გადახდის უნარიც გექნებათ იმ მომენტში. რეალურად ბინის დაზღვევით ადამიანი მოულოდნელი ფინანსური დანაკარგებისგან თავისუფლდება, რაც მას მშვიდად ცხოვრების საშუალებას აძლევს, რადგან ბინის აღდგენის პასუხისმგებლობა გადადის სადაზღვევო კომპანიაზე. ეს ფრიად რაციონალური გადაწყვეტილებაა და თუ ჩავთვლით, რომ სტატისტიკურად ბინის დაზიანების შემთხვევები მაღალია, პროდუქტიც ამიტომაა ხელმისაწვდომი ბაზარზე.

-კონკრეტულად რა შედის ამ ტიპის დაზღვევაში?
-მე ვერ გეტყვით სხვა კომპანიებს რა შეთავაზებები აქვთ კონკრეტულად. თუმცა, ალდაგის შემთხვევაში ეს შეთავაზება უნიკალურია. სადაზღვევო კომპანიები როგორც წესი არ აზღვევენ კარკასს, გარდა ალდაგისა. ანუ ალდაგის ბინის დაზღვევა გულისხმობს როგორც რემონტის, და ბინაში არსებული ნივთების (მაცივარი, ტელევიზორი და ა.შ) დაზღვევას, ისე კარკასის დაზღვევას. რას გულისხმობს კარკასის დაზღვევა? თუ, ვთქვათ, რემონტის შემთხვევაში ხდება შპალერის თანხის ანაზღაურება, დაზღვეული კარკასი უკვე გულისხმობს, რომ თუკი შპალერის შიგნით კედლებზე არის დაზიანება, ალდაგი ამასაც ანაზღაურებს. ასე რომ, ალდაგის ბინის დაზღვევა მაქსიმალურად კლიენტზე მორგებული და კომფორტულია. რაც შეეხება რისკებს, ბინის შემთხვევაში იზღვევა შემდეგი რისკები: ხანძარი, აფეთქება, ქურდობა, დატბორვა და ბუნებრივი კატაკლიზმები( ქარიშხალი, ზვავი და ა.შ)

-რას უნდა აკმაყოფილებდეს ბინა, რომ დაიზღვეს?
-მცირე გამონაკლისების გარდა (მაგალითად, ავარიული ბინები) ყველანაირი ბინის დაზღვევა შეიძლება, უბრალოდ სხვადასხვა პირობები არსებობს სხვადასხვა გარემოებებში.

-რატომ ურჩევთ ამ პროდუქტით სარგებლობას მომხმარებელს?
-როგორც ავღნიშნე, ბინას არაერთი რისკი ახლავს და დაზიანების შემთხვევაში, მისი აღდგენა საკმაოდ სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გაუთვალისწინებელი ხარჯები კი არავისთვის არის სასიამოვნო, მით უფრო, რომ ეს ხარჯები შესაძლოა ჩვენი ყოველთვიური ბიუჯეტის ლიმიტს აჭარბებდეს. ამიტომ რაციონალური და გონიერი ადამიანებისთვის, რომლებიც ბინას ფლობენ, დაზღვევა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. არ გიწევთ თანხის სესხება, ვალის აღება ან მეზობელთან ურთიერთობის გარკვევა და ა.შ. ეს ის პროდუქტია, რომელიც ბინის ფლობას გახდის უფრო სასიამოვნოს. რადგან ვიცით, რომ რაც უფრო მეტია ქონება, მით მეტია საზრუნავი, სწორედ ამ საზრუნავს გაშორებთ სადაზვევო კომპანია ბინის დაზღვევით.

TON a.s. – მიხაილ ტონეტის ისტორიის გაგრძელება

კვირის შეთავაზება – კარი ჩარჩოს გარეშე “წუნდასგან”