in

რისთვის არის საჭირო რეკუპერატორი და როგორ მუშაობს ის?

რეკუპერაცია არის ჰაერის გაცვლის პროცესი, რომლის დროსაც გარეთ გასული ჰაერიდან, სპილენძის სითბოს მიმომცვლელის საშუალებით, სითბოს ნაწილი შენობაში ბრუნდება. ოთახიდან გასვლისას თბილი ჰაერის ნაკადი ნაწილობრივ ათბობს შემომავალ ცივ ჰაერს.

ამრიგად, რეკუპერატორი ენერგოეფექტურ არჩევანს წარმოადგენს, რომელიც ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ხარჯებს ამცირებს. ამასთან, მისი გამოყენება ნაკლებად აბინძურებს გარემოს.

რისთვის არის საჭირო რეკუპერატორი?

კომფორტული ცხოვრებისთვის ადამიანს სუფთა ჰაერი სჭირდება. რეკუპერატორი დაბინძურებული ჰაერის განდევნისა და სუფთა ჰაერის მიწოდების ფუნქციას ასრულებს. დახურული სივრცის ვენტილაცია მხოლოდ სააბაზანოთი და სამზარეულოთი არ შემოიფარგლება, საჭიროა დამატებითი სისტემების დამონტაჟებაც.

რეკუპერატორების უპირატესობები

  • ოთახის უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლება;
  • სისტემის უხმაუროდ მუშაობა;
  • ობისა და სოკოების გაჩენის პრევენცია;
  • ენერგოეფექტურობა;
  • სითბოს დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა;
  • ჰაერის ფილტრაცია — ოთახში შემოდის სუფთა ჰაერი მინარევების გარეშე;
  • ოთახის განიავების საჭიროების არარსებობა.

განასხვავებენ შემდეგი სახის რეკუპერატორებს:

  • სითბოს აღმდგენი ჰაერის ნაკადის მოძრაობის მიმართულების მიხედვით (ჯვარედინი, პირდაპირი და უკუ ნაკადები);
  • სითბოს მიმომცვლელის დიზაინის მიხედვით (ფირფიტის, მბრუნავი, წიბოვანი, მილისებური);
  • მასალის მიხედვით (ლითონი, პლასტმასა, კერამიკა);

სამრეწველო შენობებში შესაძლებელია რეკუპერატორების სავენტილაციო სისტემების დამოუკიდებელ დანადგარებად გამოყენება. მოთხოვნებიდან გამომდინარე, არსებობს არხიანი მართკუთხა და მრგვალი რეკუპერატორები.

საყოფაცხოვრებო რეკუპერატორებს შეუძლია იმუშაოს პარალელურად ან მონაცვლეობით ჰაერის გამოდევნისა და მიწოდებისთვის. ბინისთვის ან სახლისთვის რეკუპერატორის არჩევა მარტივია. ყველაფერი ოთახში მყოფთა რაოდენობაზეა დამოკიდებული:

  • 1-2 ადამიანი — 30-35მ3/საათი
  • 2 ადამიანი — 35-40მ3/საათი
  • 3-4 ადამიანი — 50-90მ3/საათი
  • 5-6 ადამიანი — 125მ3/საათი +

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რეკუპერატორი ნებისმიერი დახურული სივრცისთვის აუცილებელი მოწყობილობაა. მიუხედავად ამისა, ეს მოწყობილობა დღესდღეობით მხოლოდ მაღალი კლასის დაწესებულებებში გვხვდება. თუმცა, ცოტა ხნის წინ ბაზარზე გამოჩნდა დეველოპერული კომპანია, რომელმაც საკუთარ კომპლექსში ყველა ბინის თითოეული ოთახი რეკუპერატორით აღჭურვა. საუბარია ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე პრემიუმ კლასის საცხოვრებელზე, სახელწოდებით ნამაი ვაკე. აღნიშნული პროექტის გამოკვეთილი თავისებურება ენერგოეფექტურობაა, რაც კარგად ნაფიქრი საინჟინრო გადაწყვეტილებების დამსახურებით,  საცხოვრებლის თითოეულ დეტალში იგრძნობა. კომპლექსი აღჭურვილია საკუთარი საქვაბე ოთახით, რომელიც მოსახლეობას სითბოთი და ცხელი წყლით მოამარაგებს, ყველა ბინაში დამონტაჟებულია იატაკქვეშა გათბობის სისტემა, ინდუქციური ელექტროქურა და რეკუპერატორი, რომელსაც ჰაერის განახლება-გაწმენდის ფუნქცია გააჩნია. სახურავზე გვხვდება მზის პანელები, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგია სრულიად საკმარისია კომპლექსის ენერგო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ნამაი ვაკეს ერთ-ერთი მთავარი ღირსება  უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული გაზრდილი კომფორტი და შემცირებული დანახარჯებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენერგოეფექტური გადაწყვეტების წყალობით, კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის მასშტაბით ყველაზე დაბალი გადასახადი კომუნალურ მომსახურებაზე, რაც თანამედროვე ცხოვრების პირობებში საკმაოდ დიდ ფუფუნებას წარმოადგენს.

Arris – ახალი ქართული არქიტექტურურისა და ინტერიერის დიზაინის კომპანია საინტერესო ხედვით

დასასვენებელი სახლი ახალ ზელანდიაში