in

მომხიბვლელი ქალაქგარე ვილა შვედეთში

Banner M2
Banner M2

დღეს ვიმოგზაურებთ შვედეთში, რათა დავათვალიეროთ მომხიბვლელი საოჯახო სახლი რუსტიკული დეტალებით და სხვენში განლაგებული მყუდრო საძინებლით. 101 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სახლს აქვს დაბალი ხის ჭერი, ორიგინალური მახასიათებლები და მთავარი საძინებელი კითხვისთვის განკუთვნილი საუცხოო კუთხით.

სახლი, რომელიც სამ საძინებელს მოიცავს, მალარენის ტბის სანაპიროზე, ვესტერონში მდებარეობს. ეს არის ქალაქი შვედეთში, რომელიც სტოკჰოლმიდან დაახლოებით 100 კილომეტრით არის დაშორებული. სახლი გარშემორტყმულია ღია ველებითა და ცხოველებით, რაც მას სრულყოფილ აგარაკად აქცევს.

მომხიბვლელ ინტერიერს ამშვენებს უამრავი ხის აქცენტი, რომელიც ოთახებს სითბოს მატებს.

სამზარეულო, რომელიც სახლის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, მუქი ლამინირებული იატაკითა და ხის ხის ჭერით არის გაფორმებული. ოთახს ძველებური შეშის ღუმელი განსაკუთრებულ ნოსტალგიურ ეფექტს ანიჭებს.

როგორც ხედავთ, სამზარეულო ამ სახლის მთავარი ოთახია — მისაღები, რომლის კედლებიც რბილ, ღია ცისფერ ტონშია შეღებილი, საკმაოდ პატარაა.

პირველ სართულზე ორი საძინებელია, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.

დერეფანში განსაკუთრებით თბილ, უნიკალურ ატმოსფეროს ძველი ხის კედელი ქმნის.

მთელ ზედა სართულზე განთავსებულია მთავარი საძინებელი დახრილი ჭერით და პატარა სახლის ოფისით. ოთახში მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარაა და ბნელი სივრცის გასანათებლად ხის ჭერი ღია ელფერშია შეღებილი.

დიზაინერებმა დახრილი ჭერი მყუდრო საკითხავი კუთხის/სათამაშო სივრცის შესაქმნელად გამოიყენეს. გამჭვირვალე ფარდების ჩამოფარებით იქმნება მომაჯადოებელი ატმოსფერო, რომელიც ბავშვებისთვის იდეალურია. მაგრამ ვაღიაროთ, რომ ასეთ საკითხავ კუთხეს ბევრი ზრდასრული ადამიანიც ინატრებდა.

რა საჭიროა გაზის დეტექტორი და როგორ უნდა დამონტაჟდეს ის?

ღირს თუ არა იატაკის გათბობის დაყენება და რა ჯდება მისი მონტაჟი საქართველოში?