ბრიტანელმა არქიტექტორმა სალი მექერეთმა ინტერიერის რეკონსტრუქციის პროექტისთვის ინსპირაციად დისნეის ფილმი “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” აიღო, რომლის ყველა დამახასიათებელი დეტალი საფუძვლიანად შეისწავლა, შედეგი კი ძალიან საინტერესო და ზღაპრული ინტერიერია.
დივანი – Ico Parisi, Heals. კაბინეტი და ხალიჩა – Piero Fornasetti. სარკე – Paris flea market.
არქიტექტორის საყვარელი ფიგურა ამ სფეროში არქიტექტორი ჯონ ლოტნერია, რომელსაც ისტორიაში ადგილი დამკვიდრებული აქვს ჯეიმს ბონდის სტილის ფუტურისტული სახლებით ლოს ანჯელესსა და პალმ სფრინგსში. “ლოტნერის სტილი ერთხელ მოიხსენიეს როგორც “მარტინის მოდერნიზმი”, მე ვფიქრობ რომ როდესაც კერძო სახლის პროექტს აკეთებ, აუცილებლად უნდა შეიტანო მასში მხიარული ელემენტები” – ამბობს სალი “რესტავრაციის დროს ვცდილობ შევინარჩუნო ადგილის სახასიათო ნაწილი და დავამატო უფრო თანამედროვე ელემენტები კონტრასტისთვის”.
სალი მექერეთი სახლის შიდა ეზოში, სკამები – Patricia Urquiola.
1960 წელს იტალიაში აღმოჩნეილი ძველი ლამპები.
დიზაინერმა დიკენზიური ლონდონის სახლიდან ქვის მოპირკეთება შიდა ეზოს მხარეს გადმოიტანა, შეინარჩუნა არკისებრი ფანჯრები, მთავარ ფასადზე 20 მეტრის სიგრძის თაღი დაამატა, პირველი სართული კი დამატებითი შუშის ბოქსისგან შეიქმნა, რომელიც მკვეთრად არღვევს შენობის ტრადიციულ ესთეტიკას. მექერეთს სახლში უნდოდა ისეთი მომაჯადოებელი აურა შეექმნა, როგორიც ლუის ქეროლის “ალისა საოცრებათა ქვეყანაშია”.
სკამები და მაგიდა – Studio Mackereth
შპალერი – Cole & Son
“ყველა ჩვენთაგანში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც უნდა მოულოდნელი მღელვარება” – ამბობს სალი. მას მოწონს უმასშტაბო საგნები, ძალიან დიდი ზომის ფრინველის ფორმის ფიგურები და საიდუმლო გასასვლელები. მის საძინებელშიც სწორედ ასეთი კარით არის შესასვლელი მოწყობილი. ინტერიერში გამოყენებულია ბევრი ფერი და პიერო ფორნასეტის შემოქმედება. დიზაინერის კიდევ ერთი ხერხია შეურიოს ძველი და ახალი, მაღალი და დაბალი საგნები. სასადილო სივრცეში მე-19 საუკუნის ბელგიურ გობელენს თანამედროვე Qeeboo-ს ალუბლის ფორმის სანათი შეუხამა. “ისინი ძალიან სულელურად გამოიყურებიან და გობელენიც აღარ ჩანს ისეთი სერიოზული” – ამბობს სალი.
ტრავერტინის მაგიდა – Willy Rizzo, სკამები – Vittorio Nobili, სანათი – Qeeboo
აბაზანა – Vola, შირმა – Studio Mackereth, სარკეები – Gio Ponti, სანათები – Areti
პირველად, როდესაც სალი მექერეთმა ღამე ამ სახლში გაათია, როგორც ამბობს, ეგონა რომ ჰალუცინაციები ჰქონდა, განსაკუთრებით როდესაც ძროხების და ცხენების ხმამ გააღვიძა ცენტრალურ ლონდონში. როგორც აღმოჩნდა, მის მეზობლად ვეტერინარული კოლეჯი მდებარეობს.