წესრიგსა და ორგანიზებულობას საცხოვრებელ სივრცეში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება , რადგან გარემო, რომელშიც ყოველდღიურად ვიმყოფებით, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე. შესაძლოა, ხშირად ასუფთავებდეთ სახლს მტვრისა და ჭუჭყისგან, მაგრამ საჭირო თუ არასაჭირო ნივთები სხვადასხვა ადგილზე გეყაროთ. უწესრიგოდ მიმოფანტული საგნები, რომლებიც სახლში თავისუფლად გადაადგილებაშიც კი გვიშლის ხელს, უარყოფითად მოქმედებს ტვინზე, წარმოშობს ქაოსს, შფოთვასა და ნეგატიურ განწყობას, რამაც საბოლოოდ, შესაძლოა, დეპრესიაც კი გამოიწვიოს. არაორგანიზებულობის შემთხვევაში, უაზროდ ვფლანგავთ დროსა და ენერგიას საჭირო ნივთის პოვნაზე. ზოგჯერ უგზო-უკვლოდ მიმოფანტული საგნების არსებობაც კი გვავიწყდება, მას მტვერი ედება და შესაბამისად, ბაქტერიების წყარო ხდება. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ წესრიგი, რომელიც სწორედ დახარისხებული ნივთების ხარჯზე მიიღწევა. თითოეული საგნისთვის კონკრეტულად განსაზღვრული თვალსაჩინო ადგილი ზოგავს მათი ძიების დროს, დადებითად აისახება თავის ტვინსა და ხასიათზე, ამცირებს სტრესის გამომწვევ ფაქტორებს და უზრუნველყოფს ჯანსაღ გარემოს.
სახლის ორგანიზებისთვის ყველაზე ეფექტური გზა თაროებისა და სხვადასხვა ტიპის სათავსოების განთავსებაა. დღეს ჩვენ არჩევანი Koopman-ის პროდუქციაზე შევაჩერეთ, რომელიც მომხმარებელს სამზარეულოსა და სააბაზანოს აქსესუარებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. Koopman International-ი ამსტერდამში, 1937 წელს დაარსდა და ამჟამად ის მსოფლიოში აღიარებული, გლობალური სავაჭრო ბრენდია. კომპანია აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე სათამაშოებს. საყოფაცხოვრებო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი მოიცავს: ჭურჭელს, სამზარეულოს, სააბაზანოს და საძინებლის აქსესუარებს, სახლისა და ბაღის დეკორაციებს. ამასთანავე, რბილ, ხის და ქვიშის სათამაშოებს, თოჯინებს, სადღესასწაულო ნივთებს. ბრენდის შემოქმედებითი ჯგუფი მუდმივად იკვლევს უახლეს ტენდენციებს, თანამედროვე ტექნიკებს და მათი კომბინაციით ქმნის პროდუქციას, შეფუთვისა და დეკორაციის დიზაინს. Koopman International-თვის ხარისხი, საიმედოობა და უსაფრთხოება უმთავრესია. სწორედ ამიტომ, ყველა პროდუქტი კვალიფიციური პროფესიონალების მიერ, უახლესი კანონმდებლობის მიხედვით მოწმდება, შედეგად კი, თითოეული მათგანი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით მოთხოვნებს. დღეს ბრენდის ოფისები და შოურუმები 24-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის ევროპის, შუა აზიის, აფრიკისა და ამერიკის მასშტაბით. ამ ჩამონათვალს სულ ცოტა ხნის წინ საქართველოც დაემატა და Koopman International-ის პროდუქციის შეძენა დღეს უკვე Veli.Store-ზეა შესაძლებელი, რომელიც წარმოადგენს ციფრული გაყიდვების პლატფორმას და აერთიანებს ყველა საჭირო ნივთს ერთ კომფორტულ სივრცეში.
ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რეკომენდაციას წესრიგის შესანარჩუნებლად და აქვე შემოგთავაზებთ იმ სათავსო სისტემებს, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენი სახლი უფრო ორგანიზებული და მოწესრიგებული შეინარჩუნოთ.
1. იქონიეთ დამატებითი ღია სათავსო სააბაზანოში
აუცილებელია სააბაზანო ოთახში გქონეთ ტევადი სათავსო, ყველა საჭირო ნივთისა თუ აქსესუარის მოსათავსებლად. უადგილოდ მიმოფანტული საგნები, რომლებიც უკვე არსებულ თაროებზე აღარ ეტევა, იწვევს დაბნეულობასა და არეულობას თქვენს გონებასა და სივრცეში, ამიტომ სპეციალურად გამოყოფილი, დამატებითი ღია სათავსო საუკეთესო გამოსავალია ყველა სასურველი საგნის ერთ ადგილზე განსათავსებლად.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
2. დაახარისხეთ აბაზანის აქსესუარები სათავსოების დახმარებით
იმისათვის, რომ ნივთებს მტვერი არ დაედოს და ისინი სუფთად შეინახოთ, უმჯობესია, ისინი დაცულ სივრცეში მოათავსოთ. ეს პროდუქტს დაბინძურებისა და ნესტისგან დაიცავს. ამასთანავე, უზრუნველყოფს მის ფუნქციურ დანაწილებას და მათ დახარისხებას საჭიროების მიხედვით.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
3. შეინახეთ პირსახოცები და პლედები ტრენდული ფორმით
იმისათვის, რომ პირსახოცები, პლედები მოწესრიგებული გქონდეთ და მათ ერთ ადგილას მოუყაროთ თავი, ასეთი ტიპის სათავსოები ამის მისაღწევად კარგი გამოსავალია. თავსახური სხვადასხვა ტექსტილს ნესტისა და ჭუჭყისგან დაიცავს. კალათის მიმზიდველი დიზაინი კი, ინტერიერსაც გაალამაზებს, მას თანამედროვე ხიბლს შესძენს და გამორჩეულ აქცენტებს შექმნის სივრცეში.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
4. გამოყავით ფეხსაცმლის ზონა ცალკე
ტევადი და კომპაქტური სათავსო, უწესრიგოდ მიმოფანტულ ფეხსაცმელებს ერთ ადგილზე მოუყრის თავს, მათ განლაგებას ორგანიზებულ სახეს მისცემს და რაც მთავარია, სივრცეს უფრო მომხიბვლელსა და მოწესრიგებულს გახდის. სახლის სხვადასხვა ნაწილში მიყრილი ფეხსაცმელები საშინლად ამახინჯებს გარემოს და დროის უქონლობის შემთხვევაში, მათ სწრაფად მოძიებას ართულებს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
5. გამოიყენეთ მოძრავი თაროების სისტემა სამზარეულოსთვის
სამზარეულო სახლის ის ნაწილია, სადაც სხვადასხვა აქსესუარისა თუ ჭურჭლის თვალსაჩინო, მოწესრიგებული განთავსებისთვის დამატებითი სათავსოები განსაკუთრებით საჭიროა. მოძრავი თაროების სისტემა კი საკმაოდ მოსახერხებელი და კომპაქტურია. ის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ დადგათ და სამზარეულოს გადახალისების მიზნით, პერიოდულად ადგილი შეუნაცვლოთ.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
6. განათავსეთ მცენარეები სპეციალურ სადგამზე
ვიზუალურად მიმზიდველი და მოსახერხებელი სადგამი იდეალური გადაწყვეტილებაა მცენარეების მოსათავსებლად. ის შეგიძლიათ განათავსოთ როგორც აივანზე, ასევე შიდა სივრცეში და გამწვანებისთვის სპეციალურად შექმნილი, მოწესრიგებული და მომხიბვლელი კუთხე შექმნათ.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე