in

რა უნდა გავითვალისწინოთ სივრცისა და ნივთების ორგანიზებისთვის

ჩვენი საცხოვრებელი სივრცის ორგანიზებულობა და სისუფთავე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი პირადი ჰიგიენის საკითხი, თუმცა ზოგჯერ ჩვენი და ოჯახის წევრების წარმოდგენები ამ საკითხზე განსხვავებულია და ერთნაირი ხედვის ჩამოყალიბებისთვის დრო და ბევრი ცდაა საჭირო. ჩვენ შევეცადეთ გაგვეშალა ეს თემა და თქვენთვის სივრცის ორგანიზაციისა და მოწესრიგების სხვადასხვა ხერხი წარმოგვედგინა.

1. გადავიაზროთ ღია თაროები

თეორიულად ღია თაროები კარგია, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჩვენთვის საჭირო ნივთი ყოველთვის თვალწინ იქნება და არ დაიკარგება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასეთი შენახვის ადგილები, განსაკუთრებით შემოსასვლელში, როგორც მაგნიტი ისე იკრავს ბევრ უსარგებლო ნივთს და მტვერსაც, რომელიც მუდმივ დალაგებასა და მოწესრიგებას მოითხოვს. თუ ასეთი ღია თაროების მოტრფიალე ხართ, მაშინ დაფიქრდით, უამრავი უსარგებლო წვრილმანის მაგივრად, როგორ არის შესაძლებელი ასეთ ადგილებში ისეთი საჭირო საგნების განთავსება, რომელთა როტაცია და რედაქტირება გაცილებით ადვილია.

2. ერთიდაიგივე ზომა ყველაფრისთვის არ გამოდგება

თუ თქვენ ორგანიზებულობის დიდი მოყვარული ხართ, მაშინ შეიძლება სხვადასხვა კონტეინერების ყიდვის ცდუნების ქვეშ აღმოჩდეთ. რა თქმა უნდა, ვიზუალურად ლამაზია ერთნაირი კონტეინერების ქონა და სახლს ამით მოხდენილი ერთგვაროვნება შეიძლება შესძინოთ, თუმცა რეალობა სხვაგვარია. რაც თქვენ გჭირდებათ ეს მრავალი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა და შესაბამისად, განსხვავებული სათავსოები გარეგნულადაც და თვისობრივადაც. მაგალითისთვის, ავიღოთ თეთრეულის კარადა. მასში თეთრეულთან ერთად შესაძლებელია ტუალეტის ქაღალდი, პირსახოცები, ქინძისთავები და სხვა წვრილმანი საგნები ეწყოს, თუმცა ეს არაა პრაქტიკული. ქაღალდები თვალსაჩინო ადგილზე უნდა იდოს, მაგალითად კალათაში. ასევე სხვა წვრილი საგნები, როგორიცაა ყურის ჩხირები, სათადარიგო ღრუბლები, უნდა ჩანდეს და ინახებოდეს  პატარა ბანკებში, რომ დიდ ადგილსაც არ იკავებდნენ და მათი მარაგიც ადვილი საკონტროლებელი იყოს. მომცრო კალათები, ქეისები და სათლები ასევე სასარგებლო ვარიანტებია, მითუმეტეს თუ მათი გადაადგილება ხშირად დაგჭირდებათ. საწმენდი საშუალებები შეიძლება დიდ ელეგანტურ ყუთში მოთავსდეს, რათა ისინი ორგანიზებული და დაფარული იყოს. პირსახოცები შესაძლებელია კალათებში მოვათავსოთ, ისინი ადვილი გადასაადგილებელია და ნაჭრებს სუნთქვის საშუალებას აძლევს.

3. რასაც ვერ ვხედავთ, არ გვახსოვს

დიდი სათავსოების შეძენისადმი მიდრეკილება ხშირად შეცდომას გვაშვებინებს. ერთ დიდ სივრცეში, კარადა იქნება ეს, დიდი კონტეინერი თუ კალათა, დიდი რაოდენობით საგნებია ჩალაგებული, რომელთა არსებობის შესახებ გვავიწყდება კიდეც. ხშირად ერთი პატარა საგნის მოძებნისთვის უამრავი დრო გვეკარგება და დიდი აურზაურის მოწყობა გვიწევს სახლში. არასწორია, როცა თქვენ არ შეგიძლიათ ხედავდეთ იმას რაც გაქვთ. ამის გადაწყვეტის გზაა სანიშნების სისტემის შექმნა და მათი სათავსოებზე დამაგრება. ეს თქვენი პრობლემის მარტივი მოგვარების გზაა. გახსოვდეთ თქვენი სამომავლო მოთხოვნილებები და შესაბამისად მოახდინეთ საგნების ორგანიზება.

4. თქვენ აიგნორირებთ თქვენს ყუთებს

ისევე როგორც ღია თაროები, ყუთებიც კოშმარად შეიძლება გადაგვექცეს რამდენიმე თვის შემდეგ. თუ თქვენი ყუთები თქვენი საიდუმლო სირცხვილია არ ინერვიულოთ, თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ  სასადილო ხელსაწყოებს მოწესრიგებულად ვინახავთ და დაყოფილი გვაქვს სათავსოების მიხედვით, მაგრამ რატომღაც ეს მიდგომა არ ვრცელდება სხვა საგნებზეც. ასეთი დაყოფა და ორგანიზაცია ჩვენი ყუთებისთვის მნიშვნელოვანი შვების მომტანი შეიძლება გახდეს. ამოალაგეთ თქვენი ყუთები და მათში მოთავსებული საგნები დაახარისხეთ კატეგორიებად (სამკაული, მოვლის საშუალებები და ა.შ.) და არ გადაუხვიოთ ამ სისტემიდან. მომავალში საგნების მოძებნა გაცილებით ადვილი გახდება.

5. გაითვალისწინეთ ფერებით ორგანიზება

ეს შეიძლება ყველასთვის არ გამოდგეს, თუმცა ფერთა გამოყენება ორგანიზებაში ნამვილად აღნიშვნის ღირსია და კარგად გამოიყენება წიგნების, ჟურნალებისა და კოსმეტიკური საშუალებებისთვისაც კი. პირველ რიგში, ეს ვიზუალურად მიმზიდველია, ყველას მოგვწონს ცისარტყელა. მეორეს მხრივ, ამ მიდგომამ მოუწესრიგებლობა მართვადი შეიძლება გახადოს ან ბოლო ბოლო, ლამაზი. ამ ხერხს ჰქვია ROYGBIV და დაფუძნებულია ცისარტყელის ფერებზე (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ინდიგო, იისფერი) და შეიძლება გამოვიყენოთ ყველა სფეროში.

6. თქვენი ავეჯი უსარგებლოა

შენახვის პრობლემების გადაჭრა ასევე მარტივადაა შესაძლებელია, თუ სწორ ავეჯს შევარჩევთ, რომელიც რამდენიმე ამოცანას ერთდროულად გადაწყვეტს. მაგალითისთვის, პატარა ტაბურეტები შესაძლებელია ფეხსაცმლის ან სათამაშოების სათავსოდ გამოდგეს, კოფეინის ტუმბო ასევე პატარა სათავსოდ გამოდგება სხვადასხვა ნივთისთვის. თუ თქვენ ცხოვრობთ მომცრო ბინაში, მრავალფუნქციური ავეჯის ქონა აუცილებლად გასათვალისწინებელია.

7. თქვენ არ ფიქრობთ უკვე მოფიქრებულ გადაწყვეტილებებზე

ადვილად ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი მომენტია შენახვის დროს. სამყარო ჩვენი თვალების მაღლა შენახვისთვის უამრავ შესაძლებლობას ფლობს. კარადები და თაროები, რომლებიც თქვენზე მაღლაა, შესაძლებელია ჯეროვნად არ გამოიყენებოდეს და მშვენიერი შესანახი ადგილი იყოს მყიფე საგნებისთვის, რომლებიც გინდათ რომ თვალსაჩინო ადგილზე იმყოფებოდნენ. დიდი ზომის ვაზები, რომლების სასიამოვნო შესახედია, შესაძლებელია ერთად გამოფინოთ წიგნების თაროზე, ვიდრე დამალოთ კარადაში და დაიკავოთ ძვირფასი ადგილი. იგივე ეხება სერვირების თეფშებს, რომლებიც რთული შესანახია, თუმცა მათი ყურება სიამოვნებას განიჭებთ. ჩვენი თხოვნაა აიხედოთ ზევით და გადააფასოთ იქაური შესაძლებლობები.

სახლი ინსპირაციით “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”

ბინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე – Forms Studio