in

სასაჩუქრე იდეები სიყვარულის დღისთვის – Homeis.ge-ს რჩეული ვარიანტები

სიყვარულის დღე ისეთი თარიღია, რომლის აღნიშვნასაც ყველა წყვილი თავისებურად გეგმავს. ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, რომანტიკული ვახშამი, ფილმის ყურება ერთად ან რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი. იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, რა აჩუქოთ თქვენს საყვარელ ადამიანს 14 თებერვალს, არაფერია სანერვიულო, ვინაიდან, როგორც ყოველთვის, ჩვენ უკვე ვიზრუნეთ ამ ყველაფერზე და მოგიმზადეთ იდეები ჩვენი რჩეული მაღაზიებიდან:

ორიგინალური დიზაინის ლარნაკი Kitchen and Living by Gastronome-დან 

ორიგინალური ლარნაკის ჩუქება ყვავილებთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია მათთვის, ვისაც მცენარეები უყვარს და საინტერესო აქსესუარები იტაცებს. ლარნაკი იმდენად მიმზიდველი და თვალშისაცემია, რომ ნებისმიერი სახლის ინტერიერს დაამშვენებს და აღფრთოვანებას გამოიწვევს მნახველში. დასამახსოვრებელი აქცენტების შესაქმნელად და სიყვარულის დღის გასალამაზებლად, აღნიშნული პროდუქტი ერთ-ერთი საინტერესო საჩუქარი იქნება. მისი შეძენა 699 ლარად, Kitchen and Living by Gastronome-ის შოურუმში შეგეძლებათ.

Mood.o-ის გამორჩეული დიზაინის მაგიდის ტექსტილი 

ძვირფასი და დასამახსოვრებელი მოგონებები საყვარელ ადამიანთან, ხშირად სასადილო მაგიდის ირგვლივ იქმნება, ამიტომ Mood.o-ს კოლექციაში არსებული ეს ორიგინალური, ხარისხიანი, მომხიბვლელი ტექსტილი, რომანტიკულ საღამოებს გაგილამაზებთ და მეტ ესთეტიკურობას მიანიჭებს თქვენს სივრცეს. მიმზიდველი გარემო კი ხასიათსა და განწყობაზეც აისახება და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაში გვეხმარება. განსხვავებული დიზაინის მაგიდის ტექსტილი ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ინტერიერში. პროდუქტი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომებში და მისი საფასური მერყეობს 160 ლარიდან 240 ლარამდე.

FLOS-ის ბრენდის სანათი archidea-დან

სანათი სახლის განუყოფელი და გამორჩეული ნივთია, ამიტომ ორიგინალური სანათის შერჩევა, რომელიც პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, მიმზიდველი აქსესუარის როლსაც ასრულებს, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი საჩუქარი იქნება. ამ მხრივ საინტერესო ვარიანტს archidea-ს შოურუმში გვთავაზობენ. სოკოს ფორმის თანამედროვე Flos სანათი, განსხვავებულ აქცენტებს შექმნის თქვენი საძინებლისა თუ მისაღები ოთახის ინტერიერში და მას საუცხოო იერს მიანიჭებს. ამიტომ ეს ორიგინალური მოდელი ნამდვილად გაახარებს თქვენს საყვარელ ადამიანს. პროდუქტის ღირებულება 690 ევროს შეადგენს.

Coincasa-ს სახლის სუნამო

სახლის სუნამო ერთ-ერთი გამორჩეული საჩუქარია თქვენთვის ძვირფასი ადამიანისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პარფიუმერია უყვარს და სუნს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ერთად ყოფნის გასალამაზებლად და დღის მაქსიმალურად სასიამოვნოდ გასატარებლად ეს პროდუქტი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მომაჯადოებელი სურნელი მეტ მომხიბვლელობას მიანიჭებს ერთად გატარებულ ყოველ წუთს. მისი შეძენა 102 ლარად, Coincasa-ს მაღაზიაში შეგიძლიათ.

დესერტის თეფში ორიგინალური დიზაინით 

&Klevering-ის ბრენდის დესერტის თეფში ნამდვილად გამორჩეული საჩუქარია მათთვის, ვისაც ლამაზი ნივთები განსაკუთრებით ხიბლავს. თეფშის გამოყენება შესაძლებელია როგორც ფუნქციური დანიშნულებით, ასევე ესთეტიკური კუთხითაც – როგორც კედლის დეკორი. ნივთის ღირებულება 70 ლარს შეადგენს და მისი შეძენა მაღაზია MYSA-შია შესაძლებელი.

ვინტაჟური ფირსაკრავი მელომანთათვის

მუსიკის მოყვარულთათვის ფირსაკრავი ერთ-ერთი დაუვიწყარი და გამორჩეული საჩუქარია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მას შენი საყვარელი ადამიანი გიძღვნის. კარგი ჟღერადობის მქონე, დახვეწილი დიზაინის, ვინტაჟური ფირსაკრავის შეძენა ონლაინ პლატფორმა Veli.Store-ზე შეგიძლიათ. სახლიდან გაუსვლელად, მინიმალური დროის დანახარჯით, დაუვიწყარ საჩუქარს გაუკეთებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს და სიყვარულის დღეს მეტ ბრწყინვალებას შემატებთ. პროდუქტის ღირებულება 1199 ლარს შეადგენს.

ფერადი კერამიკული ჭიქები Ceramic Room Shop-დან

ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების მაღაზია Ceramic Room Shop-ი ის ადგილია, რომელიც საინტერესო და ორიგინალურ პროდუქციას გთავაზობთ. მათი კოლექცია ინდივიდუალიზმითა და დახვეწილობით გამოირჩევა და სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს მნახველში. ხელით მოხატული ფერადი ჭიქები სიყვარულსა და სიმყუდროვეს შესძენს სახლის ინტერიერს და ერთად გატარებულ საღამოებს კიდევ უფრო დაუვიწყარს და ამაღელვებელს გახდის. ამ მომხიბვლელი ჭიქის ფასი 60 ლარია.

პრემიუმ ხარისხის თეთრეული ტკბილი ძილისთვის საყვარელ ადამიანთან

მაღალი ხარისხის, ფაფუკი და ნაზი ტექსტურის მქონე თეთრეული ერთ-ერთი განსაკუთრებული საჩუქარია თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანისათვის. სასიამოვნო შეგრძნების მქონე ქსოვილი, კომფორტულ და ხარისხიან ძილს განაპირობებს, გარეგნულად მომხიბვლელი პროდუქტი კი საძინებელ ოთახს გაგილამაზებთ და ყოველ გატარებულ დღეს უფრო მომხიბვლელს გახდის. თეთრეულის შეძენა “ზეზეწარის” მაღაზიაში შეგიძლიათ, ორსაწოლიანი კომპლექტის მთლიანი ღირებულება 381 ლარს შეადგენს, თუმცა სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, მაღაზია 15 თებერვლის ჩათვლით 30%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს.

თანამედროვე სტილის ინტერიერი ნეიტრალური ტონალობით – სტუდია Due-ს ნამუშევარი

ჭერის ხმის იზოლაცია და დათბუნება – რა საჭიროა ეს ყველაფერი?