in

ჩასაშენებელი ავზის უპირატესობები – რატომ ღირს არჩევანის შეჩერება ამ ვარიანტზე?

აბაზანა და ჰიგიენური კუთხე სახლის ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც თითოეული ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. აუცილებელია კომფორტული და მაცხოვრებელთა საჭიროებებს მორგებული გარემოს შექმნა, მისი მუდმივი სისუფთავისა და სიჯანსაღის შენარჩუნება, რადგან უწესრიგობის შემთხვევაში, ეს ადგილი მიკრობების კერად იქცევა და გარემოს აზიანებს. ამ ყველაფერთან ერთად, არანაკლებ საყურადღებოა ვიზუალური მხარის გათვალისწინება. სველი წერტილები მომხიბვლელად და ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს, რადგან ისინი სახლის დანარჩენ ნაწილებთან ერთად, ინტერიერს კონკრეტულ ხასიათს სძენენ.

თანამედროვე ინტერიერის დიზაინში სააბაზანო სივრცეში ყველაზე ტრენდული და მოსახერხებელი ჩასაშენებელი ავზის გამოყენებაა. ავზისა და მილების კედლის შიგნით დამონტაჟება, იმდენად მოცულობითს, პრაქტიკულს და რაც მთავარია, გარეგნულად მიმზიდველს ხდის ოთახს, რომ დღესდღეობით მომხმარებელთა უმეტესობა სწორედ ამ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. მაინც რატომ მიიჩნევა ჩასაშენებელი ავზი ბაზარზე ერთ-ერთ მოთხოვნად მოდელად? დღეს სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით.

ჩასაშენებელი ავზის პოპულარობა მისი მთავარი მახასიათებლებიდან გამომდინარეობს, რომელთა დეტალურ განხილვას ქვემოთ გთავაზობთ:

კომფორტული გამოყენება – კედელში დამონტაჟებული ავზი გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია. ის მდგრადობითა და სტაბილურობით ხასიათდება. სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, კედლის გამონგრევისა და დამატებითი სარემონტო სამუშაოების ჩატარების საჭიროება არ არსებობს, რადგან ჩამრეცხი ღილაკის ხუფის მოხსნით შესაძლებელია მისი მარტივი შეკეთება ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

სისუფთავის შენარჩუნება – ნებისმიერი დიასახლისისთვის ცნობილია, რომ კედელში დამალული ავზის შემთხვევაში, სველი წერტილების დასუფთავება და მოწესრიგება ბევრად მარტივია, რადგან მხოლოდ უნიტაზის გაწმენდაა საჭირო. შესაბამისად, ნაკლები ბაქტერია და მტვერი გროვდება ზედაპირზე და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება ბევრად ადვილი ხდება.

ესთეტიკური მომხიბვლელობა – ჩასაშენებელი ავზი სააბაზანო სივრცეს ბევრად უფრო დახვეწილს, ელეგანტურსა და მოცულობითს ხდის. პატარა ფართობის შემთხვევაშიც კი ოთახი უფრო დიდი წარმოჩნდება, რადგან ასეთი უნიტაზი მცირე ადგილს იკავებს. მისი წყალობით სივრცეში მინიმალისტური ატმოსფერო იქმნება და ინტერიერს თანამედროვე იერსახე ეძლევა.

ხმის იზოლაცია – ტრადიციული ავზებისგან განსხვავებით, რომლებიც წყლის შევსებისას დიდ ხმაურს გამოსცემს (რაც დისკომფორტთან და არასასიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება), თანამედროვე მოდელი კედელშია დამალული და ისეა შექმნილი, რომ ხმის იზოლაცია მაქსიმალურად შენარჩუნებულია.

რომელი ჩასაშენებელი ავზი გამოირჩევა დღეს ბაზარზე და რა უპირატესობებით ხასიათდება ის?

დღეს ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან ადგილს თურქული ბრენდის, VitrA-ს პროდუქცია იკავებს. მისი ისტორია 1942 წლიდან, პატარა საწარმოთი იწყება, ხოლო დღეს ის უკვე მსოფლიოში სააბაზანოს კომპონენტების სრული სპექტრის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია.

VitrA-ს ჩასაშენებელი ავზები არაერთი უპირატესობით ხასიათდება, რაც მას მოთხოვნად და აქტუალურ პროდუქტად აქცევს.

მონტაჟის სიმარტივე – ბრენდი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მომხმარებლის საჭიროებას და თანამედროვე სტანდარტებით შექმნილ პროდუქციას აწარმოებს. VitrA-ს ჩასაშენებელი ავზები, განახლებული ტიპის სამაგრები – უზრუნველყოფს მარტივ და სწრაფ ინსტალაციას, რაც მაქსიმალურად ზოგავს დამონტაჟებისათვის განკუთვნილ დროს და ხარჯებს. ამავდროულად, პროდუქტი მასალის ხარისხით გამოირჩევა, რაც მის ხანგრძლივ გამოყენებას განაპირობებს.

თანამედროვე ტექნიკაზე მორგებული – მოდელში ინტეგრირებული ელექტრო და წყლის მილებით, ასევე ელექტრონული სადენების მიყვანის მეშვეობით, VitrA-ს ჩაშენებული ავზი საშუალებას იძლევა, მარტივად დააინსტალიროთ ისეთი ელექტრო მოწყობილობები, როგორიცაა სენსორული ჩამრეცხი ღილაკები, რომლებიც მას ბევრად უფრო თანამედროვე პროდუქტად აქცევს.

10 წლიანი საგარანტიო მომსახურება – კვალიფიციური, გამძლე და მდგრადი VitrA-ს პროდუქცია პრაქტიკული და საიმედო გამოყენებით ხასიათდება, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების სტანდარტითა და გამოცდილი ინჟინერიით მიიღწევა. გარდა 10 წლიანი გარანტიისა, რომელსაც კომპანია მომხმარებელს ჩასაშენებელ ავზის მოდელებზე სთავაზობს, უზრუნველყოფილია 30 წლიანი გარანტიაც ნაწილების შეკვეთაზე.

რა სტანდარტებს აკმაყოფილებს VitrA-ს ავზი?

მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილი VitrA-ს ჩაშენებული ავზის გამძლეობა და ფუნქციონირება შემოწმებულია საერთაშორისო სტანდარტით და აკმაყოფილებს DIN EN 14055-ის (ევროპული სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს დიზაინის მახასიათებლებს, ფუნქციონირებასა და ტესტირების მეთოდებს სააბაზანო სისტემებისთვის) ევროპულ სტანდარტს. პროდუქტი სერტიფიცირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გრძელვადიანი გამოყენებისათვის.

შეგახსენებთ, რომ ბრენდ VitrA-ს პროდუქციას საქართველოში 2011 წლიდან შპს „ბი ემ სი შარმი“ წარმოადგენს, რომელიც „შარმი“ ჯგუფში შემავალი კომპანიაა. ბრენდის პროდუქციის შეძენა ვიტრა ჯორჯიას მაღაზიებშია შესაძლებელი, რომლებიც თბილისში ა.ბელიაშვილის N142 ნომერში და ბათუმში შ.ხიმშიაშვილის N1-ში მდებარეობს.

10 ადგილი თბილისში, სადაც სასადილო მაგიდას შეიძენთ

სასადილო ოთახის დიზაინი — 2023 წლის აქტუალური ტენდენციები