თანამედროვე ინტერიერში მცენარეებით გაკეთებული დახვეწილი ჩანართი დიზაინერების საყვარელი ხერხია. სიმწვანეს ბუნება შემოაქვს დიზაინში და მნახველში დადებით ემოციას იწვევს. თუმცა, გარდა ვიზუალური ეფექტისა, მცენარეებს გააჩნიათ ჰაერის გაწმენდის უნარიც და ამ მხრივ, ისინი საუკეთესო ბუნებრივ საშუალებას წარმოადგენენ ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ჩვენი “მწვანე მდგმურების” შესახებ მეტის გაგების მიზნით, “გრატოს სათბურების” გენერალურ მენეჯერს, სოფიო ჯორბენაძეს გავესაუბრეთ:
-მცენარეებიდან მართალია ზოგიერთი შეიძლება ალერგიული იყოს და მომწამვლელიც თუ მას შევჭამთ, თუმცა ძირითადად ისინი ნამდვილად ჩვენს სანუგეშოდ და საამებლად არის შექმნილი, რას გვეტყვით იმ მითის შესახებ, თითქოს მცენარეების საძინებელში დადება საზიანოა?
-ამ მოსაზრებას მომხრეებიც ყავს და მოწინააღმდეგეებიც და ორივე მხარეს კომპეტენტური ოპონენტები არიან, თუმცა გონივრული და ზომიერი მიდგომით, ვფიქრობთ, ნამდვილად შესაძლებელია საძინებელში სიმწვანის მეშვეობით მეტი ჰარმონიის შეტანა. მცენარეების ნაირსახეობიდან შესაძლებელია მათი თვისებების მიხედვით ისეთების არჩევა, რომლებსაც მკვეთრი სურნელი არ ახასიათებთ და ჰაერის გაწმენდის ძლიერი უნარით გამოირჩევიან.
-რას გვეტყვით თანამედროვე ტრენდების შესახებ, რა ტენდენციებია ბაზარზე ამ მხრივ, როგორი გემოვნება დომინირებს მომხმარებლებში?
-მომხმარებელი ძირითადად ორ ფაქტორს აქცევს ყურადღებას: მცენარის მოვლის სიმარტივეს და ვიზუალურ მხარეს. თავის მხრივ ისინი განათების მოყვარულ და ნაკლებად მოყვარულად იყოფა. ოთახის მცენარეებში ბოლო დროს განსაკუთრებული ინტერესით დიფსისი სარგებლობს. ასევე ასპარაგუსი, დიფერბახია და ფიკუსი. ამ სეზონისთვის ტრენდულია საახალწლოდ სხვადასხვა ფორმისა და ფერის (მწვანე, ცისფერი) ნაძვის ხის ყიდვა შემგომში გადარგვის პერსპექტივით.
ჩვენ გთავაზობთ 12 მცენარეს, რომლებიც ინტერიერის დახვეწილ შტრიხად გამოდგება და ამავე დრო ჰაერის მცველის ფუნქციასაც შეასრულებენ.
1.ჟასმინი
ქიმიური ნივთიერების მეშვეობით, რომელსაც ეს მცენარე გამოიმუშავებს, ჟასმინი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მკურნალობს ხასიათის მკვეთრ ცვლილებებს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამაღლებს იმუნიტეტს და ლიბიდოს ზრდასაც კი უწყობს ხელს.
2.ობობის მცენარე
ეს ბრწყინვალე მებრძოლია ფორმალდეგიდის, ნახშირბადის ოქსიდის და სხვა ტოქსიური დამაბიძურებლების წინააღმდეგ. ეს დამაბინძურებლები ქაღალდის პაკეტებში,ხელსახოცებში, ცვილის ქაღალდებში, ფანერის პანელებში და სინთეთიურ ნაჭრების შემადგენლობაში შედის. თუ თქვენ სიმწვანის დიდი მოყვარული არ ბრძანდებით, თქვენ ეს მცენარე იდეალურად გამოგადგებათ, ვინაიდან განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.
3.ლილიები
მშვიდობისმოყვარე ლილიები საშინაო დეკორს ძალიან უხდება, ვინაიდან ზაფხულში ლამაზი თეთრი ყვავილებით ყვავილობენ, თუმცა ეს მათი ღირსებების მხოლოდ ნაწილია. ეს მცენარე დაბინძურებული ჰაერის გაწმენდის ნამდვილი ოსტატია. შთანთქავს ამიაკს, ფორმალდეგიდს და ტრიხლორეტილენს. ასევე შენობაში სუფთა ჰაერს გამოიმუშავებს. მას მშვენიერი სურნელი აქვს თუმცა მისი ყვავილის მტვერის მიმართ შეიძლება ალერგიული იყოთ.
4.სენსივიერა
მშვენიერი ოთახის მცენარეა, განსაკუთრებით კარგი გადაწყვეტილებაა საძინებლისთვის, ცნობილია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვისებით. ის ჰაერიდან შთანთქავს ყველა სახის ტოქსინს : ტრიხლორეთილენს, ფორმალდეგიდს, ტოლუოლს, ბენზოლსა და კსილოლს. ოთახში ჰაერის გაწმენდის ოპტიმიზირებისთვის სავარაუდოდ რამდენიმე მცენარე დაგჭირდებათ. ის ყველაზე ადვილად მოსავლელ მცენარედ ითვლება. უყვართ მზის პირდაპირი სხივები.
5.როზმარინი
ის ცნობილია როგორც მცენარე, რომელიც ყურადღების კონცენტრაციისა და მახსოვრობის უნარს ზრდის. ის ასევე გამოიყენება კუნთებში ტკივილის შემსუბუქებისთვის, გულ-სისხლ ძარღვთა და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. ბონუსის სახით ქორფა ყლორტების კულინარიაში გამოყენებაც შეგიძლიათ.
6.ინგლისური სურო
ის ჰაერით გავრცელებად ობის 90 პროცენტს შთანთქავს, რომელსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლია. ასთმით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება ღამით უკეთესად სუნთქვასა და მშვიდ ძილში. გაითვალისწინეთ რომ ის შხამიანია და მისი ჭამა საშიში.
7.ლავანდა
ბრწყინვალედ ეხმარება სტრესისა და უძილობის მოხსნაში, ასევე ხსნის შფოთს, გაღიზიანებულობასა და დეპრესიას
8.ალოე ვერა
ის განთქმულია თავისი სამკურნალო თვისებებით. ამშვიდებს და ანოტივებს გაღიზიანებულ კანს, არჩენს დამწვრობას, მზის დამწვრობას, მოყინვას, ფსორიაზსა და ჰერპესსაც კი.
9.ოქროს პოტოსი
კარგად წმენდს ჰაერს ტრიხლორმეთილისგან, რომელიც ძირითადად წებოში, საღებავსა და სარეცხ საშუალებებშია. ის ძალიან გამძლეა და მოვლაში მარტივი.
10.ფიკუსი
კაუჩუკის მცენარეები, როგორც წესი, დიდი იზრდება. თუმცა მათი მოვლა არც ისე ძნელია. უზარმაზარი ფოთლები ჰაერიდან ყველაფერ ცუდს შთანთქავს. ამიტომ ნუ დაივიწყებთ ფოთლებიდან მტვრის გადაწმენდას.
11.ბრომელია
ის ქიმიური ნივთიერებების 90 პროცენტს შთანთქავს, ისეთებსაც კი, როგორიცაა ბენზოლი. ასეთი მცენარისთვის ნათელი და მზიანი სივრცეებია ზედგამოჭრილი.
12.გერბერა
ახლახანს ნასამ გერბერა ჰაერიდან ბენზოლის შთანქმისა და ღამის საათებში ჟანგბადის წარმოების საუკეთესო საშუალებად დაასახელა. ეს დიდ შვებას მისცემს მათ, ვინც უძილობითა და ძილის აპნოეთი იტანჯება.