Looking Glass Lodge — Michael Kendrick Architects-ის პროექტი არის უნიკალური დასასვენებელი სახლი, რომელიც ბუნებრივი სილამაზით არის გარშემორტყმული. ბუნებაზე მცირე ზემოქმედების მიდგომით აშენებული საცხოვრებელი თითქოს უხილავია და ტყეს ჰარმონიულად ერწყმის.
მეპატრონეების მიზანი იყო ტერიტორიის ეკოლოგიური ბიომრავალფეროვნების გაძლიერება, ველური ბუნების დაცვა, ფლორის, ფაუნისა და ტერიტორიის უნიკალური ისტორიის დაფასება.
როგორც წინა, ასევე უკანა ფასადებში დამონტაჟებული დიდი ფანჯრები სახლს გამჭვირვალობის განცდას სძენს, სივრცეს ბუნებრივი სინათლით ავსებს და ბუნების განსაცვიფრებელი ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა.
შეფერილი ელექტროქრომული მინები სახლს კონფიდენციალურობით უზრუნველყოფს, ამასთან ცხელ ამინდში ოთახების გადახურებას ზღუდავს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ასეთი მინების გამოყენება არ აფერხებს ღამურების აქტივობას და ამ დაცულ სახეობას საფრთხეს არ უქმნის.
ზამთარში სახლის გასათბობად გამოიყენება ადგილობრივი ხეებისგან მიღებული მერქანი, რომელიც საცხოვრებლის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. შეკვეთით დაპროექტებული სამზარეულო სახლის ცენტრშია მოთავსებული. საძინებელი სხვა სივრცეებისგან გამოყოფილია, ხოლო აბაზანიდან ტყის ხედები იშლება.
პროექტის განხორციელების განმავლობაში ორიენტირს წარმოადგენდა ირგვლივ არსებულ გარემოზე ზრუნვა. Looking Glass Lodge-ის ავტორებმა ასევე პრიორიტეტად მიიჩნიეს კონსტრუქციის ტერიტორიის გარეთ აშენება, რათა თავიდან აეცილებინათ ლოჯისტიკური შეზღუდვები და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”