in

ჰენინგ ლარსენი — არქიტექტორი საერთაშორისო აღიარებით

ჰენინგ ლარსენი იყო დანიელი არქიტექტორი, რომელიც 1925 წლის 20 აგვისტოს დანიის ქალაქ ოპსუნდში დაიბადა. ჰენინგი სწავლობდა დანიის სამეფო სახვითი ხელოვნების აკადემიაში კოპენჰაგენში 1950 წელს, ლონდონის არქიტექტურულ ასოციაციაში 1951 წლიდან 1952 წლამდე და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 1952 წელს.

სწავლის დასრულების შემდეგ ლარსენმა დაიწყო პრაქტიკა თანამემამულე არქიტექტორთან თანამშრომლობით, მაგრამ მალევე, 1959 წელს, დააარსა საკუთარი არქიტექტურული ფირმა, შექმნა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, გაიმარჯვა კონკურსებში და 1961 წელს მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 1968 წელს ჰენინგი დანიის სამეფო სახვითი ხელოვნების აკადემიას შეუერთდა, როგორც არქიტექტურის პროფესორი და იქ 1995 წლამდე დარჩა.

რიადში საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობამ და კოპენჰაგენის ოპერის თეატრმა მას დიდება მოუტანა. ლარსენი შესანიშნავად აპროექტებდა როგორც საჯარო, ასევე პირად სივრცეებს. შენობების დაპროექტებისას, იქნებოდა ეს დანიაში თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ის ტრადიციულ ღირებულებებს, ტერიტორიის მოთხოვნებსა და ახალი დროის მოდერნისტულ მიდგომას შორის ყოველთვის მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჰენინგმა დააპროექტა ბათუმის აკვარიუმი.

ბათუმის აკვარიუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, რიადი
ოპერის სახლი, კოპენჰაგენი

ჰენინგ ლარსენმა 1980-იან წლებში დააარსა არქიტექტურული ჟურნალი სახელწოდებით SKALA, რომელიც ათი წლის განმავლობაში გამოიცემოდა. კიდევ ერთი წვლილი, რომელიც მან არქიტექტურულ სამყაროში შეიტანა, იყო მისი ამავე სახელწოდების არქიტექტურული გალერეა, რომელიც 1994 წლამდე ფუნქციონირებდა.

ჰენინგს არქიტექტურისადმი ანალიტიკური და მხატვრული მიდგომა ჰქონდა. ის ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ბუნებრივ განათებას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სინათლე და სივრცე იყო ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელსაც ჰენინგ ლარსენი იყენებდა. მისი არქიტექტურული მოღვაწეობა შთაგონებად იქცა არქიტექტორებისთვის როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ჰენინგ ლარსენი 87 წლის ასაკში, 2013 წლის 22 ივნისს საკუთარ სახლში, კოპენჰაგენში გარდაიცვალა.

ლიბიის ცენტრალური ბანკი
Prince Naif Centre for Health Science Research
ინფორმაციული ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კოპენჰაგენი
დანიის საელჩო, რიადი

Harpa, რეიკიავიკი, ისლანდია

როგორ ავაშენოთ სახლი სტანდარტულზე სწრაფად ? – სამშენებლო მასალა, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ნივთების შენახვის ალტერნატიული გზები საძინებელში — 5 საინტერესო იდეა