დანიურ დიზაინზე საუბრისას, არ შეიძლება არ ვახსენოთ დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სიახლოვეს, კრისტიან ბირჯისა და პიტერ ბონენის მიერ, 2006 წელს შექმნილი კომპანია “Muuto”.
შექმნის მომენტიდან “Muuto” -ს გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია სკანდინავიური ტრადიციებისა და დიზაინის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანასა და გავრცელებაში. ისინი ამას მეტად ორიგინალურად ახერხებდნენ. ფაქტიურად, მათი ბრენდის დასახელება მოტანილია ფინური სიტყვა „muutos“ -დან, რომელიც ითარგმნება როგორც „ახალი პერსპექტივა“ ან „ცვლილება“.
Muuto-ს ფილოსოფია ემყარება იდეას, რომ კარგი დიზაინი ადამიანებით იწყება, ნიჭიერი დიზაინერების შესაძლებლობების გამოყენებითა და მათი ხედვის ყოველდღიურ საგნებზე გადატანის გზით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანიურმა სტილმა რევოლუცია მოახდინა ინტერიერის დიზაინში და თავი ყველაზე ნაყოფიერ და მისაბაძ მიმდინარეობად წარმოაჩინა.
“Muuto”-ს შეუძლია თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს, ვინაიდან ავეჯის, აქსესუარებისა და საგნების შერჩევის გზით მან სკანდინავიური სტილის მთელ მსოფლიოში გავრცელება მოახდინა. მისი ხედვა ერთდროულად ახალი და დამაინტრიგებელი, მარტივი და ორიგინალურია. “Muuto”-ს გუნდის მრავალი დიზაინერის მუშაობის წყალობით და ფერებისა და ფორმების მიმართ ვნებიანმა დამოკიდებულებამ დეკორირების სამყაროში აქტუალობა შეიძინა.
ზოგი ცდილობს ინტერიერის გაფორმების შეცვლას ავანგარდული დიზაინის მეშვეობით, სხვები აშენებენ პირადი გამოცდილების საფუძველზე, თუმცა ორივე შემთხვევაში ვნება, ხარისხი და კარგად შესრულებული საქმე დანიური დიზაინის უდავო მახასიათებელია.
ერთი სიტყვით, Muuto – ეს არის სტილი და ინდივიდუალურობა, რომლებიც გვხიბლავს და გვიტაცებს.