in

ნაძვისებური წყობის ლამინატის დაგება — რა უნდა გავითვალისწინოთ

IPS
IPS

ნაძვისებური (Herringbone) წყობით ლამინატის დაგება საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. დღეს სწორედ ამ სტილის სპეციფიკის შესახებ მოგიყვებით, გაგაცნობთ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებიც Herringbone-ის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ, რათა გართულებები და ზედმეტი დანახარჯები თავიდან აიცილოთ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ, იატაკის იდეალური სისწორეა. ლამინატის ნაძვისებური წყობით დაგების შემთხვევაში აუცილებლად დაგჭირდებათ თვითსწორებადი იატაკი. თუ შეცდომას დაუშვებთ და ლამინატის პირდაპირ არსებულ ბაზაზე დაგებას დაიწყებთ, დროთა განმავლობაში თქვენი საყვარელი Herringbone დაირღვევა და თქვენს ინტერიერს ეფექტი დაეკარგება. შესაბამისად, მოგიწევთ სამუშაოების თავიდან ჩატარება, რაც დროსთან და დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ, ლამინატის დაგების ტრადიციულ სტილთან შედარებით, ნაძვისებური წყობის შექმნა ბევრად რთულია. ამ უკანასკნელის შემთხვევაში არსებობს სხვადასხვა დეტალი, რომელთა გათვალისწინება და პრაქტიკაში იდეალურად განხორციელება მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია. ამიტომ, თუ ხელოსანს ლამინატის ჩვეული სტილით დაგება შეუძლია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი იმავე წარმატებით თქვენი ოთახის იატაკის ნაძვისებური წყობით გაფორმებაშიც დაგეხმარებათ.

გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის ლამინატი, ჩვეულებრივ ლამინატთან შედარებით, უფრო ძვირი ღირს, რაც შეიძლება მრავალი სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული, მაგალითად, სიახლით, განსხვავებულობით, დაგებასთან დაკავშირებული სამუშაოების სირთულით და ა. შ.

თანამედროვე ინტერიერი კლასიკური შტრიხებით შატბერაშვილის ქუჩაზე- სტუდია Abigroup-ის ნამუშევარი

თბილი ფერებით გაფორმებული მყუდრო ბინა ოსლოში