in

პატარა მყუდრო სახლი ავსტრალიაში — FIGR Architecture & Design-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ქალაქების თანდათანობით შემჭიდროების ფონზე, მრავალი ჩვენგანი ეძებს მცირე ადგილს, რათა კომფორტული საცხოვრებელი სივრცე მოიწყოს. მეპატრონეებს მელბურნში, ავსტრალიაში მდებარე ამ ტერიტორიის სიცოცხლისუნარიანობა ისე მოეწონათ, რომ ისინი მიზნად ისახავენ, ეს შესანიშნავი სახლი გრძელვადიან საცხოვრებლად აქციონ.

პროექტის განხორციელებისას ბუნებრივ განათებაზე წვდომა გამოწვევად იქცა, რადგან იქვე თორმეტსართულიანი შენობა შენდებოდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, სახლის დამატებითი მოცულობები მეზობელთან თანამშრომლობით დაპროექტდა. ერთობლივი მუშაობის შედეგად, ცაზე ხედის არეალი ფაქტობრივად გაორმაგდა და, ამასთან, პრივატულობაც არ დარღვეულა.

სივრცე, რომელიც მისაღებ ოთახს, სასადილო ზონასა და სამზარეულოს აერთიანებს, გასაგორებელი პანორამული კარების საშუალებით ბაღთან არის დაკავშირებული. ეს ქმნის განცდას, თითქოს ბაღსა და შიდა სივრცეს შორის საზღვარი არ არსებობს. ბაღი 2,500 ლიტრის მოცულობის, წვიმის წლით სავსე ავზის საშუალებით ირწყვება.

სახლი არც ისე დიდია, მისი ფართობი მხოლოდ 109მ2-ს შეადგენს, თუმცა თითოეული კვადრატული მეტრი გონივრულად არის გამოყენებული. საბოლოოდ კი იქმნება მყუდრო საცხოვრებელი, რომელიც მეპატრონეებისთვის ყველა საჭირო სივრცეს აერთიანებს.

 

პროექტის ავტორი: FIGR Architecture & Design

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

სადა ბინა ოსლოში საინტერესო აქცენტებით

გულწრფელი ემოციის განცდა არქიტექტურაში – ინტერვიუ ქეთი ფხაკაძესთან