in

5 სამაგიდო წიგნი ინტერიერსა და დიზაინზე – Homeis.ge-ს რჩეული ვარიანტები Veli.store-დან

წიგნები ადამიანთა უმეტესი ნაწილის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს, ეს არის საშუალება, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი სამყაროს კარი იღება და ერთი შეხედვით, შორეული მოვლენა თუ ისტორია ახლობელი და ხელშესახები ხდება. ხელოვნებასთან დაახლოების და მისი უკეთ გაცნობის საუკეთესო გზა სწორედ წიგნია, რომელიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, უსაზღვრო ვიზუალურ ინფორმაციასაც გვაწვდის და ჩვენს ფანტაზიას, მსოფლმხედველობასა თუ აღქმის უნარს აფართოებს. ინტერიერისა და დიზაინის მოყვარულები აქტიურად ეცნობიან სხვადასხვა წიგნებსა თუ ჟურნალებს და ულამაზესი ფოტოებით, საინტერესო ისტორიული წყაროებით ამრავალფეროვნებენ და ამდიდრებენ საკუთარ წარმოდგენას ამ სფეროს შესახებ. დღეს  საქართველოშიც ხელმისაწვდომია მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული გამომცემლობების ბეჭდური წიგნები ინტერიერსა და დიზაინზე, თითოეული მათგანი ყოველი გვერდის გადაფურცვლისას გვიხსნის გზას ხელოვნების იმ ამოუწურავი სამყაროსკენ, სადაც ფანტაზიას, შთაგონებასა და ადამიანთა შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და გვეხმარება ჩვენი ესთეტიკური აღქმის, გემოვნებისა და სტილის ჩამოყალიბებაში.

ცოტა ხნის წინ Veli.store-ზე წამყვანი გამომცემლობების Gestalten-ის, Lannoo-ს, Thames & Hudson-ის ინგლისურენოვანი სამაგიდო წიგნები გამოჩნდა. Gestalten, ბერლინში დაარსებული, საერთაშორისოდ ცნობილი გამომცემლობაა. თავდაპირველად მისი ინტერესი გრაფიკულ დიზაინს შეეხებოდა, მოგვიანებით კი გამომცემლობის თემატიკა გაფართოვდა და  დიზაინის, მოდის, ხელოვნების, არქიტექტურის, კულტურის სფეროც მოიცვა. Lannoo ბელგიური გამომცემლობაა, რომელიც სხვადასხვა თემასთან ერთად, ცხოვრების სტილს, ხელოვნებასაც აერთიანებს და ადამიანებს ვიზუალურ თუ ტექსტობრივ ინფორმაციას აწვდის საერთაშორისო მოდას, ინტერიერისა და დიზაინის შესახებ. Thames & Hudson კი ილუსტრირებული წიგნების მრავალფეროვან სერიას მოიცავს, რომელიც კულტურას, არქიტექტურას, დიზაინს, ფოტოგრაფიას, მოდას, კინოსა და მუსიკას შეეხება, რათა ფართო საზოგადოებისთვის ხელოვნების სამყარო უფრო ხელშესახები და ახლობელი გახადოს. საერთაშორისოდ აღიარებული გამომცემლობების ბეჭდური ვერსიები დღეს საქართველოშიც ხელმისაწვდომია და მათი შეძენა Veli.store-ზეა შესაძლებელი. “ველის” ციფრული გაყიდვების პლატფორმა გთავაზობთ უნიკალურ სერვის, რომლის დახმარებით, ერთ კომფორტულ სივრცეში არჩეული სასურველი პროდუქტი, ყოველგვარი დროისა და ენერგიის დანაკარგის გარეშე, დანიშნულების ადგილას, დროის მცირე პერიოდში მოგეწოდებათ. დღეს სწორედ Veli.store-ზე არსებულ, ჩვენს რჩეულ წიგნებზე მოგითხრობთ, რომლებიც გააღრმავებს თქვენს ცოდნას ინტერიერისა და დიზაინის კუთხით და ულამაზესი ფოტო მასალის წყალობით, არაერთ საინტერესო იდეას შთაგაგონებთ.

1. Nordic Moods, A guide to successful interior decoration

Nordic Moods, A guide to successful interior decoration – სკანდინავიურ სტილზე მოგვითხრობს, თუ როგორაა შესაძლებელი ინტერიერში სკანდინავიური ესთეტიკისა და განწყობის შექმნა, რათა მას უფრო ელეგანტური, ჰარმონიული და მიმზიდველი იერი მიეცეს. დანიელი ინტერიერის დიზაინერი Katrine Martensen-Larsen-ი ცხრა შთამაგონებელ სკანდინავიურ სახლს გაგაცნობთ და დახვეწილი სივრცის შექმნის რჩევებს გაგიზიარებთ. წიგნი გამორჩეულია  მრავალფეროვანი ილუსტრაციებითაც, რომლებიც ფოტოგრაფ Kira Brandt-ის ნამუშევრებს წარმოადგენს.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე

2. Pretty Small

აღნიშნული წიგნი პატარა საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობაზე და მათი გაფორმების გზებზე გვიყვება. თანამედროვე სამყაროში ქალაქის მაცხოვრებლების უმეტესობა მცირე სივრცეებს ანიჭებს უპირატესობას. Pretty Small ერთდროულად შთამაგონებელი და ინფორმაციული გამოცემაა, რომელიც გვასწავლის, როგორ შევქმნათ პატარა ადგილის პირობებში კომფორტული და მოსახერხებელი საცხოვრებელი გარემო ისე, რომ ის მომხიბვლელი და მყუდრო გამოვიდეს. ამ წიგნში გაეცნობით კომპაქტური სათავსოებისა და ოთახის საინტერესოდ მოწყობის ხერხებს, რაც მცირე ფართობის შემთხვევაშიც კი ჰარმონიული და სასიამოვნო სივრცის შექმნაში დაგეხმარებათ.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე

3. Homes for Families, Stylish living for kids and parents

Homes for Families, Stylish living for kids and parents არის წიგნი იმაზე, თუ როგორ შექმნათ ნათელი, მყუდრო, ფერადი და თბილი ოჯახური გარემო თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, რათა ბავშვებმა თავი ბედნიერად და ლაღად იგრძნონ. ჟურნალისტმა Joni Vandewalle-მ, რომელიც იმედგაცრუებული იყო იმით, რომ დიზაინის ჟურნალებში არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა ბავშვებისათვის განკუთვნილ სივრცეებსა და სათამაშო ადგილებს, 25 ახალგაზრდა წყვილის გამორჩეულ სახლები შეკრიბა და ფართო საზოგადოებას გააცნო ისეთი ინტერიერები, რომლებიც ბავშვების ინტერესებს ითვალისწინებდა და მათ ენერგიასა და მხიარულებას ასახავდა. ამ წიგნში გაეცნობით არაერთ საინტერესო სივრცეს, რომლის წყალობით თქვენს პატარებს გარემოს გაუფერადებთ და გააბედნიერებთ მათ ყოველდღიურობას.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე

4. Design: The Whole Story

Design: The Whole Story  სამაგიდო წიგნია, რომელიც ყველა ხელოვნებისა და დიზაინის მოყვარულს გაახარებს. ეს არის ამბავი დიზაინის სამყაროში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებსა და ფაქტებზე, მისი განვითარების ისტორიაზე, რომელშიც ქრონოლოგიურადაა აღწერილი მსოფლიოს დიზაინის ინდუსტრიის კულტურული, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, ესთეტიკური და თეორიული ასპექტები. წიგნი მოგვითხრობს დიზაინის სხვადასხვა პერიოდის მიმდინარეობასა და სფეროზე, დაწყებული ინდუსტრიული წარმოებიდან, დამთავრებული თანამედროვე მოდერნული ტექნოლოგიებით. ამიტომ ამ დარგის მოყვარულებს ეს გამოცემა ძალიან საინტერესო ინფორმაციასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე

5. A Poor Collector’s Guide to Buying Great Art

A Poor Collector’s Guide to Buying Great Art – არის სამაგიდო წიგნი ხელოვნების მოყვარულთა და კოლექციონერთათვის. იმის გამო, რომ თანამედროვე ხელოვნების ბაზარი წარმოუდგენლად დინამიკურია, არაერთი საშუალება და შესაძლებლობაა იმისა, რომ ხარისხიანი, საინტერესო და ორიგინალური დიზაინ ობიექტები და ნამუშევრები შეიძინოთ, თუმცა ამ წყაროების შესახებ ბევრმა ხელოვნების მოყვარულმა არც კი იცის. ეს წიგნი სწორედ მათთვისაა, ის გაცნობთ თანამედროვე ხელოვნების ბაზარს, მის სპეციფიკასა და შესყიდვის მეთოდებს. ესაა ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც სასურველი ნამუშევრებისა და ნივთების შეძენის პროცესს გაგიმარტივებთ და თავიდან აგარიდებთ არაერთ პრობლემასა თუ გართულებას.

წიგნის შესაძენად გადადით ბმულზე

ელეგანტური ბინა შავ-თეთრ ტონებში იოსელიანის ქუჩაზე – ანო მაისაძის ინტერიერი

ყვითელი ფერი ინტერიერში — რჩევები და მაგალითები