in

6 ნივთი Veli.store-დან, რომელიც თქვენი ინტერიერის საგაზაფხულო განახლებაში დაგეხმარებათ

გაზაფხული ახლოვდება და ჩვენც ნელ-ნელა ვცდილობთ საცხოვრებელი გარემო უფრო გავახალისოთ, ის მეტად ფერადი, ნათელი და მრავალფეროვანი გავხადოთ. ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა და განწყობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს სივრცე, რომელშიც დიდ დროს ვატარებთ, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინტერიერის მოწყობასა და გადახალისებას. გახსოვდეთ, საუკეთესო დრო თქვენი სახლის განსაახლებლად სწორედ ახლაა, რათა გაზაფხულს ახალი ენერგიითა და ამაღლებული განწყობით შეხვდეთ და უფრო აქტიური, ცოცხალი და შემოქმედებითი ეტაპი დაიწყოთ.

იმისათვის, რომ თქვენს საცხოვრებელს საგაზაფხულო განწყობა შემატოთ, სულაც არაა საჭირო განსაკუთრებული სარემონტო სამუშაოების განხორციელება. ახალი და პრაქტიკული ნივთებით მარტივად შეძლებთ გააცოცხლოთ ინტერიერი და პოზიტიური ატმოსფერო შექმნათ. ამასთანავე, საყიდლების პროცესის გასამარტივებლად და თქვენი დროის დასაზოგად შეგიძლიათ  ყველა საჭირო პროდუქტი ერთ სივრცეში, დისტანციურად შეარჩიოთ და თქვენთვის სასურველი შეკვეთა უმოკლეს ვადაში მიიღოთ. ამ უნიკალურ მომსახურებას კი ციფრული გაყიდვების პლატფორმა, Veli.store გვთავაზობს, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს და უფრთხილდება ჩვენს დროს და ცხოვრებას უფრო მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის. დღეს სწორედ იმ ნივთების ჩამონათვალი მოგიმზადეთ Veli.store-დან, რომლებიც თქვენს სახლს საგაზაფხულო განწყობით აავსებს და ინტერიერის განახლებაში დაგეხმარებათ.

1. Koopman-ის ჩალის კალათა

ნაქსოვი კალათების ნაკრები, რომელიც 3 განსხვავებული ზომის პროდუქტისგან შედგება, ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა სახლის გასაახლებლად. მომხიბვლელ დიზაინთან ერთად, რომელიც სახლში თბილ, მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის, მას პრაქტიკული დანიშნულებითაც გამოიყენებთ და საკმაოდ ტევად სათავსოს შექმნით, რომელსაც სახლის ნებისმიერ სივრცეში განათავსებთ და განახლებულ, საგაზაფხულო ელემენტებს შეიტანთ მასში.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. Koopman-ის სათავსო

ხისა და ლითონის ელემენტებისგან დამზადებული სათავსო ინტერიერს თანამედროვე ხიბლს შესძენს და საგაზაფხულოდ მის განახლებასა და გადახალისებაში დაგეხმარებათ. ორიგინალური სათავსო საკმაოდ მოსახერხებელი და კომპაქტური ნივთია, რომელიც შესაძლოა განათავსოთ სამზარეულოში ხილისა და ბოსტნეულის შესანახად ან სააბაზანო ოთახში, ჰიგიენური ნივთების მოსათავსებლად. ამას გარდა, ამ სათავსოს მოთავსება კარადაშიც არის შესაძლებელი, რაც ნივთების უკეთ დახარისხებაში დაგეხმარებათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. Koopman-ის მცენარის ქოთანი

გაზაფხული საუკეთესო დროა იმისთვის, რომ თქვენი სახლი მცენარეებით აავსოთ და ჯანსაღი, სუფთა გარემო შექმნათ. ეს თქვენს განწყობასაც აამაღლებს და სივრცეში მუდმივ სასიამოვნო ატმოსფეროს უზრუნველყოფს. მისი განთავსება შესაძლებელია როგორც საცხოვრებელში, ასევე აივანსა თუ ეზოში, რადგან მისი მინიმალისტური და სადა დიზაინი იდეალურად ერწყმის გარემოს. ამასთანავე, ქოთანი საკმაოდ მდგრადია და არ ზიანდება მარტივად, ამიტომ ხანგრძლივად შეძლებთ მის გამოყენებას.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. Madame Coco-ს პირსახოცების ნაკრები

დახვეწილი დიზაინისა და ნაზი ტექსტურის მქონე ბამბის სამზარეულოს ტექსტილი სახლის ამ ნაწილის გასაახლებლად იდეალური შესაძლებლობაა. რბილი, მომხიბვლელი და გამოსაყენებლად მოსახერხებელი პირსახოცების ნაკრები სწრაფად იწოვს სისველეს და მოკლე დროში შრება. ამავდროულად, საკმაოდ გამძლეა და ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში ადვილად არ დაკარგავს ფორმასა და პირვანდელ  მდგომარეობას. კომფორტული და ხარისხიანი პირსახოცი სამზარეულოს ინტერიერს დაამშვენებს და ახალი სიცოცხლით აავსებს სივრცეს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. Karaca-ს საუზმის ნაკრები

Veli.store-ზე შეხვდებით საოცრად დახვეწილი დიზაინის, ორიგინალურ ჭურჭლის ნაკრებს, რომელიც თქვენს დილას გაალამაზებს და სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. 6 პერსონისთვის განკუთვნილი საუზმის ნაკრები მიმზიდველ ვიზუალურ მახასიათებელთან ერთად, ხარისხითა და მდგრადობით გამოირჩევა. პროდუქტი თერმულადაა დამუშავებული, ყოველდღიური მოხმარებისას არ იკაწრება და მსუბუქი, თხელი სტრუქტურით გამოირჩევა, ამიტომ მისი გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელია.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

6. Karaca-ს ქვაბი

საინტერესო და განსხვავებული დიზაინის ქვაბი კიდევ ერთი პროდუქტია, რომელიც გაზაფხულის მოახლოებას გაგრძნობინებთ, ხალისიან ატმოსფეროს შექმნის თქვენს სამზარეულოში და ჯანსაღი კერძების მომზადების პროცესს უფრო ამაღელვებელ თავგადასავლად აქცევს. გარდა მომხვიბლელი ვიზუალური მხარისა, მოცემული პროდუქტი მაღალი ხარისხით ხასიათდება. ის ნამდვილი ბრილიანტის კრისტალისგანაა დამზადებული და გააჩნია ანტიბაქტერიული სახელურები, რაც მის სიმტკიცესა და მდგრადობას განაპირობებს და ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

სასაჩუქრე იდეები დედის დღისთვის – Homeis.ge-ს 6 რჩეული ვარიანტი

5 ხრიკი, რომელიც სივრცის ვიზუალურად გაზრდაში დაგეხმარებათ