in

ინიგო ჯონსი — კლასიკური ინგლისური ტრადიციის დამფუძნებელი არქიტექტურაში

ინიგო ჯონსი იყო ცნობილი ბრიტანელი მხატვარი, არქიტექტორი და დიზაინერი, რომელმაც არქიტექტურის ინგლისური კლასიკური ტრადიცია დააფუძნა. იგი 1573 წლის 15 ივლისს სმიტფილდში, ლონდონში დაიბადა. არქიტექტორის ადრეული ცხოვრების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მაგრამ ამბობენ, რომ იგი სადურგლოში ინტერნად მუშაობდა, 1596-1605 წლებში იმოგზაურა და მოწინავე არქიტექტურული უნარები შეიძინა. მოგვიანებით, 1613-1614 წლებში, ჯონსი გაემგზავრა იტალიაში, სადაც ცოტა ხნით დარჩა და შეისწავლა პალადიოს არქიტექტურული თეორიები.

ინიგო ჯონსის პროფესიული კარიერა 1603 წელს დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან IV-ის კარზე მსახურობით დაიწყო, მოგვიანებით კი, 1615 წელს, იგი ჯეიმს I-მა მეფის ნამუშევრების შემმოწმებლად და მთავარ არქიტექტორად დანიშნა. იგი ამ თანამდებობაზე 1642 წლამდე დარჩა.

Banqueting House, Whitehall

ჯონსი მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ინგლისელი არქიტექტორი და ის პასუხისმგებელია ინგლისური არქიტექტურის შუასაუკუნეების გოთიკური და ტიუდორის ტრადიციების იტალიური რენესანსის ტრადიციად გარდაქმნაზე. პროექტი, რომელმაც მას დიდი აღიარება მოუპოვა, იყო Queen’s House გრინვიჩში, რომელიც ასევე იყო მისი ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც 1616 წელს განხორციელდა. ჯონსის ბევრმა შენობამ დღემდე ვერ მოაღწია, მაგრამ, საბედნიეროდ, Queen’s House ჯონსის ერთ-ერთი გადარჩენილი ნამუშევარია.

Queen’s House

ჯონსი 1630-იანი წლების ყველაზე სასურველი არქიტექტორი იყო, მაგრამ მისი მომსახურებით იმდროინდელი გამოჩენილი ადამიანების მხოლოდ შეზღუდული წრე სარგებლობდა. 1642 წელს ინგლისის სამოქალაქო ომმა ჯონსის კარიერაზე სასტიკად იმოქმედა და შედეგად მისი პრაქტიკაც დასრულდა. ინიგო XVIII საუკუნის მრავალი არქიტექტორის შთაგონებად იქცა და მრავალ სტრუქტურას, მათ შორის ხიდებსა და გზებს, მისი სახელი ეწოდა.

ინიგო ჯონსი 1652 წლის 21 ივნისს, 78 წლის ასაკში, Somerset House-ში, ლონდონში გარდაიცვალა.

როგორ შევქმნათ კლასიკური სტილის თანამედროვე ინტერიერი – ნანა თავდუმაძის რჩევები

ინტერიერი ჯანმრთელობის სადარაჯოზე — 7 სასარგებლო გადაწყვეტა