in

სასაჩუქრე იდეები დედის დღისთვის – Homeis.ge-ს 6 რჩეული ვარიანტი

3 მარტი განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან ყველა ჩვენგანი ცდილობს, დედებისთვის ეს დღე უფრო დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი გავხადოთ. დედისადმი მადლიერების, პატივისცემისა და სიყვარულის გამოსახატად სიმბოლური საჩუქრის შერჩევა არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში ვეცდებით ამ მხრივ დაგეხმაროთ და საინტერესო იდეები შემოგთავაზოთ იმისათვის, რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები გაახაროთ და თავი სასიამოვნოდ აგრძნობინოთ.

1. ბამბის პირსახოცი

ხარისხიანი, ნაზი ტექსტურისა და სადა, მიმზიდველი დიზაინის მქონე პირსახოცი ერთ-ერთი განსაკუთრებული საჩუქარი იქნება ქალბატონებისთვის, რომლებისთვისაც საკუთარ თავზე ზრუნვა და ესთეტიკურად დახვეწილი ნივთები მნიშვნელოვანია. გამორჩეული ტექსტილი პირველ რიგში, საკუთარი სხეულის სიჯანსაღეს და სასიამოვნო მდგომარეობას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი სააბაზანოს ინტერიერის გასალამაზებლად იდეალური გადაწყვეტილებაა და პრაქტიკულთან ერთად ვიზუალური დეკორაციისთვის გამოიყენებთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. ორიგინალური ლარნაკი

ქალბატონების უმეტესობას ყვავილები და მცენარეები გამორჩეულად უყვარს, ამიტომ დედის დღის აღსანიშნავად ორიგინალური, სადა და მინიმალისტური ლარნაკი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი საჩუქარი იქნება, რომელიც თქვენს ძვირფას ადამიანს გაახარებს და სახლში საგაზაფხულო განწყობასა და ხასიათს შემოიტანს. მიმზიდველი ლარნაკი, ნებისმიერი ტიპის ინტერიერსაც დაამშვენებს და სივრცეს ესთეტიკურ ღირებულებასა და მომხიბვლელობას შესძენს. ლარნაკის ღირებულება 140 ლარია.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. მარმარილოს საჭრელი დაფა

კულინარიის მოყვარულთათვის განსაკუთრებული საჩუქარი იქნება სამზარეულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი – საჭრელი დაფა. გამძლე, მდგრადი და რაც მთავარია, გარეგნულად მომხიბვლელი მარმარილოს დაფა, კერძების მომზადების პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოსა და დასამახსოვრებელს გახდის. ამავდროულად, სამზარეულოს ინტერიერს გააფორმებს და სივრცის გადასახალისებლად კარგი გადაწყვეტილება იქნება. აღნიშნული მოდელის ფასი 320 ლარია.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. თუჯის ქვაბი

ბევრი ქალბატონისთვის სამზარეულო ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა, ამიტომ ნებისმიერი აქსესუარი, განსაკუთრებით კი ჭურჭელი დასამახსოვრებელი და პრაქტიკული საჩუქარი იქნება, რაც კულინარიულ თავგადასავლებსა და ექსპერიმენტებს გაამრავალფეროვნებს და ყოველი კერძის მომზადებას უფრო საინტერესო გამოცდილებად აქცევს. აღნიშნული პროდუქტი, რომლის ღირებულება 364,65 ლარია მომხიბვლელი და თვალშისაცემი ვიზუალითაც გამოირჩევა – წითელი ფერი სიცოცხლეს, სიხალისესა და საგაზაფხულო განწყობას შეიტანს თქვენს ინტერიერში.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. მიმზიდველი სალათის ქვაბი

ჭურჭლის მოყვარულთათვის, რომლებიც განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებენ ვიზუალურ მხარესა და ნივთების ესთეტიკურ მახასიათებლებს, უცხო და ორიგინალური დიზაინის მქონე ქვაბი დედის დღისთვის ერთ-ერთი საინტერესო და განსხვავებული საჩუქარი იქნება. ის ინდივიდუალურ აქცენტებს შექმნის სამზარეულო სივრცეში და რაც მთავარია, საგაზაფხულო განწყობას  ამაღელვებელსა და საზეიმოს გახდის. ჯანსაღი კერძების მომზადება და მირთმევა კი ბევრად სასიამოვნო პროცესად იქცევა.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

6. ყავადანი

ესპრესოს მოყვარულებს საოცრად ორიგინალური ყავადანი განსაკუთრებულ სიხარულს მოჰგვრის და 3 მარტს დასამახსოვრებელი შთაბეჭდილებებით აავსებს. პროდუქტი, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის, დახვეწილი და მომხიბვლელი დიზაინის გამო, ნებისმიერ სივრცეს დაამშვენებს და სამზარეულოს ინტერიერში სიახლეს შეიტანს. ყავის აპარატი ერთ-ერთი განსაკუთრებული საჩუქარი იქნება ქალბატონებისთვის, რომლის დახმარებითაც ყოველი დილა ბევრად უფრო ენერგიული და პოზიტიური გახდება.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რას შევუხამოთ მწვანე ფერი ინტერიერში?

6 ნივთი Veli.store-დან, რომელიც თქვენი ინტერიერის საგაზაფხულო განახლებაში დაგეხმარებათ