in

8 მაღაზია თბილისში, სადაც საღებავს შეიძენთ

სახლის განახლებისას და რემონტის დროს საღებავს ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება ენიჭება, რადგან ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ექსტერიერისა და ინტერიერის იერსახეს. სწორად შერჩეული საღებავი არა მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას იძლევა, არამედ აგრეთვე სახლის  მდგრადობას განაპირობებს და ხანგრძლივად ინარჩუნებს მის პირვანდელ სახეს. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე საღებავის რამდენიმე სხვადასხვა მწარმოებელი გვხვდება. იმისთვის, რომ პროდუქტის არჩევის პროცესი გაგიმარტივდეთ, ჩვენ დღეს იმ მაღაზიებზე გიამბოთ, სადაც მარტივად შეძლებთ საღებავის სასურველი საღებავის შეძენას.

1. კაპაროლი

გერმანული სამშენებლო საღებავების მწარმოებელი კომპანია “კაპაროლი“, ევროპასთან ერთად, საქართველოს ბაზარსაც ამარაგებს მრავალფეროვანი კოლექციით. მაღაზიაში მომხმარებელს რემონტისთვის საჭირო ფართო პროდუქცია დახვდება, მათ შორის შიდა და გარე სამუშაოებისთვის განკუთვნილი საღებავები, ლაქები და ბათქაშები. შოურუმში განსხვავებული ფერთა გამაა წარმოდგენილი, რაც დაგეხმარებათ შესაბამისი ტონალობა შეარჩიოთ და შენობას თქვენთვის სასურველი იერსახე მიანიჭოთ.

2. ალპინას საღებავები

ალპინას საღებავები” კიდევ ერთი სივრცეა, სადაც ინტერიერისა და ექსტერიერისთვის სასურველი საღებავების შეძენა შეგეძლებათ. სწორი და ხარისხიანი საღებავი, ზედაპირის კარგ დაფარვასა და ფერის ხანგრძლივ სტაბილურობას უზრუნველყოფს, ამავდროულად, მას ატმოსფერული ზემოქმედებისგან იცავს. კომპანიის შოურუმში წარმოდგენილია კედლის, ჭერის, გარე ფასადისა და ავეჯისათვის განკუთვნილი მრავალფეროვანი პროდუქცია, რომელიც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას შესძენს თქვენს სივრცეს.

3. Chemicals coating trading

იტალიური ბრენდი Chemicals coating trading  წყლოვან (ემულსიას) საღებავებს აწარმოებს, რომლებიც იტალიური ნედლეულითა და ტექნოლოგიებით მზადდება. კომპანია ქართველ მომხმარებელსაც უზრუნველყოფს მრავალფეროვანი პროდუქციით და დიდ არჩევანს სთავაზობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი მასალით ხასიათდება. შოურუმში წარმოდგენილია 1000-ზე მეტი სახეობის პროფესიონალური და სამოყვარულო მასალა ცემენტის, მეტალის, ბეტონისა და ხის ზედაპირისთვის.

4. BETEK Georgia 

BETEK Georgia – სამშენებლო მასალების მაღაზია, სადაც საღებავების დიდი ასორტიმენტი დაგხვდებათ. სივრცეში წარმოდგენილია, როგორც გარე ფასადის საღებავი, რომელიც დაბინძურებისა და მზის სხივების მიმართ მტკიცეა, ასევე წყლის ბაზაზე შექმნილი ანტიბაქტერიული, არა ალერგიული ინტერიერის საღებავი, რომელიც მიკროორგანიზმების გავრცელების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. პროდუქცია ასევე გამოიყენება სველ წერტილებში, მარტივად იწმინდება და ფერისა და ზედაპირის დამცავი თვისებები გააჩნია.

5. PROFI

Profi – არის მაღაზიათა ქსელი, რომელშიც თავმოყრილია საღებავებისა და სამღებრო აქსესუარების დიდი არჩევანი. შოურუმში წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს დააკმაყოფილებს და სასურველ ფასში მისთვის საჭირო პროდუქტის შერჩევას შეძლებს. ამასთანავე, კომფორტულ სივრცეში ამ საქმეში გამოცდილი ადამიანებიც დაგეხმარებიან და შესაბამის ინფორმაციას მოგაწვდიან ამა თუ იმ მასალის შესახებ, რომლის დახმარებითაც მარტივად შეარჩევთ საღებავს.

6. BRICORAMA 

BRICORAMA ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტია, რომელსაც 42 წლიანი გამოცდილება აქვს ევროპის ბაზარზე. კომპანია სხვადასხვა სარემონტო თუ სამშენებლო პროდუქციასთან ერთად, საღებავების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რათა ყველა საჭირო პროდუქტი ერთ სივრცეში შეიძინოთ და ხანგრძლივი და შრომატევადი სარემონტო სამუშაოების პროცესი შედარებით მარტივი გახადოთ.

7. NOVA 

Nova კიდევ ერთი ადგილია, სადაც სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო არაერთი მასალის შეძენა შეგიძლიათ, მათ შორის სხვადასხვა ბრენდის მრავალფეროვანი საღებავების, რომლებიც თქვენი კედლების, ჭერის, ავეჯის თუ გარე ფასადის ზედაპირს სხვადასხვა დაზიანებისგან დაიცავს და ვიზუალურ მომხიბვლელობას შესძენს. კომპანიის მიზანია, მომხმარებელი უზრუნველყოს პროდუქციის ფართო არჩევანით და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნილებები.

8. დომინო 

დომინო” ერთ კომფორტულ სივრცეში 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს – სამშენებლო, სარემონტო, ექსტერიერისა და ინტერიერისათვის საჭირო აქსესუარებთან ერთად, მაღაზიაში წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის საღებავების კოლექციაც, რომლებსაც კედლებისა და ჭერის გარდა ავეჯის ზედაპირზეც გამოიყენებთ და თქვენს ინტერიერს სიცოცხლეს, მომხიბვლელობას და ვიზუალურ მრავალფეროვნებას შესძენთ.

ჯონ პოსონი — ბრიტანელი არქიტექტორ-დიზაინერი მრავალფეროვანი პროექტებით

5 ნივთი „კომფორტერისგან“, რომლებიც თქვენს სივრცეს უფრო მყუდროსა და ორიგინალურს გახდის