in

ბუნებრივი შუქით აღსავსე სახლი ფისტრალის ყურის სანაპიროზე

Alliance Group
Alliance Group

სამსართულიანი შენობა, რომელიც ფისტრალის ყურის სანაპიროზეა განთავსებული, მეპატრონეებისთვის წარმოადგენს როგორც სახლს, ასევე სამუშაო სივრცეს მინიმალური პალიტრით.

შრეებიანი ფიცრის სკულპტურულ კიბეს სივრცეში ბუნებრივი შუქი შემოაქვს და მთავარ საცხოვრებელ ზონას ზედა სართულთან აკავშირებს. ბოლო სართულზე მდებარე ფილმების საჩვენებელი ოთახი და ბიბლიოთეკა სახურავის განათებით მეპატრონეებს კითხვისა და დასვენებისთვის ინტიმურ გარემოს სთავაზობს.

პროექტში გამოყენებულია დიდი ფანჯრები და მინის კარები, რომლებიც ინტერიერის ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფასთან ერთად, სახლის მეპატრონეებს წყლის ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

პროექტის მიზანი იყო ყოველდღიური მოწყობილობებისა და ობიექტების გამოყენება “რაღაც განსაკუთრებულის” შესაქმნელად. სახლის ინტერიერი, შიშველი ბეტონის საშუალებით, ხაზს უსვამს ადგილობრივ მასალებსა და ქვაზე მუშაობის მშვენიერ ხელოვნებას.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

„პირველი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელმაც AR გაყიდვების პროცესში სისტემურად დანერგა” — „ალიანსი“

5 მითი კედლების შეღებვასთან დაკავშირებით